პოზიცია

დავით მირცხულავა: რატომ უნდა აშენდეს ნამახვანჰესი

ენერგეტიკის ექსპერტი, პროფესორი დავით მირცხულავა “ნამახვან ჰესის” პროექტის უსაფრთხოებასა და მნიშვნელობაზე საუბრობს. ენერგეტიკოსის აზრით, როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის უსაფრთხოებაზე, საიმედოობასა და მის ზეგავლენაზე კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში, ეს სამართლიანია. მირცხულავა აღნიშნავს, რომ ჩატარებულია უამრავი, ძალიან მაღალკვალიფიციური კვლევა, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ეს გავლენა იქნება მინიმალური თუ, რა თქმა უნდა, ეს კვლევები მუდმივად გაგრძელდება, როგორც ჰესის მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე. “ამიტომ ...

Read More »

მირცხულავა: „ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ენგურჰესი დამატებით 0.5 მლრდ კვტ/სთ უიაფეს ელექტროენერგიას მოგვცემდა“

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, თუ არ ჩავთვლით 2020-ის კრიზისს ყოველწლიურად იზრდება. მატულობს გენერაციის ობიექტთა რაოდენობაც, თუმცა გაცილებით დაბალი ტემპით რაც საერთო ჯამში, დეფიციტს და მეზობელ სახელმწიფოებზე ენერგოდამოკიდებლობას ზრდის. გაჩერებული დიდი ჰესების მშენებლობის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთში უკონტროლო მოხმარება და კრიპტომაინინგია. აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ „კომერსანტი“ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრსა და „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარეს დავით მირცხულავას ესაუბრა. 2019-2020 წლებში ჰიდროგენერაცია მნიშვნელოვნად ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: “ნამახვანჰესი იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება”

ნამახვანჰესი ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის 430-მეგავატიანი ჰესი, რომლის კასკადის წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. „ამ ციფრებიდანაც ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად ეს ობიექტი, რომელიც დაგვეხმარება შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. მიმაჩნია, ...

Read More »

ლინა ღვინიანიძე ნამახვანი ჰესების მშენებლობის თაობაზე: მთელი ეს პროცესი არის ბუნდოვანი, არადემოკრატიული და უკანონო

მთავარი პრობლემა, რომელიც ნამახვანი ჰესების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არის ის, რომ სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვა რისკების შეფასების გარეშე გასცა, – აღნიშნა რადიო თავისუფლების დილის საუბრებში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ. გადაცემაში მან თქვა, რომ მთელი ეს პროცესი იყო ბუნდოვანი, არადემოკრატიული და უკანონო, რაც იწვევს როგორც მოსახლეობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობას. „უკანონო იმიტომ, რომ ფაქტობრივად შენდება ...

Read More »

პაატა ცინცაძე: ნამახვანი ჰესის მსგავსი დიდი სადგურების გარეშე საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელია

ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელება კარგი მესიჯი იქნება საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება შესაძლებელია და აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ასეთი დიდი სადგურების გარეშე ვერ მიიღწევა. რა თქმა უნდა, მცირე სადგურებიც უნდა აშენდეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ისეთი დიდი ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა, ზამთარში ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება და იმპორტის შემცირება, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: ნამახვანი ჰესი, როგორც რეზერვის წყარო, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის

ნამახვანი ჰესის მთავარი უპირატესობა, ჩემი აზრით, ისაა, რომ სეზონური რეგულაცია აქვს და მნიშვნელოვანი რეზერვის წყაროა. ეს სადგური ზამთრის დეფიციტს და შესაბამისად, იმპორტს საგრძნობლად შეამცირებს. ასე ნაკლებად დამოკიდებულები ვიქნებით მეზობელ ქვეყნებზე და ნაკლები ფული გავა ქვეყნის ეკონომიკიდან. აღნიშნული ჰიდროსადგური, როგორც რეზერვის წყარო, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის – ელექტროენერგიის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტიც, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ქარისა და მზის სადგურის ...

Read More »

პაატა შეშელიძე: რატომ არ განიხილება, რომ სსე კერძო კორპორაცია იყოს

რატომ არ განიხილება, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იყოს კერძო კორპორაცია? – ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.   „თუ გენერირება კერძოა, რა პრობლემაა, რომ ეს კომპანიაც კერძო საკუთრებაში იყოს? მით უმეტეს, რომ ქსელები შეიძლება რამდენიმე არსებობდეს, შეიქმნას, თუ ალტერნატივები დაიშვება. ჩვენ ვართ ევროპის კავშირთან დაკავშირებული გარკვეული ვალდებულებებით. რეფორმის ერთ-ერთი ამოცანა იქნება აქ ბაზრის შექმნა. ...

Read More »

რაკეშ ნაიკი: Covid 19 და ენერგო კომპანიების გამოწვევები

2020 წლის დასწყისში, მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, Covid 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე და რეკორდულ დროში შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი. პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კომპანია ,,აჭარისწალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელ დირექტორს რაკეშ ნაიკს ვესაუბრეთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე დიდ ენერგო პროექტს –  შუახევი ჰესს ხელმძღვანელობს. შუახევი ჰესი ოპერირებაში 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით ...

Read More »

რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ ჰესების საწინააღმდეგო განწყობებს?

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების აშენებას რომ უფრო ხშირად მოწინააღმდეგეები ჰყავს, ვიდრე – მომხრეები, ახალი არაა. არც ის არის ახალი, რომ ნეგატიური განწყობების გამო, ქვეყანაში ჰესების აშენება ან ჩერდება ან პაუზდება. ერთ-ერთი ყველაზე ახალი ისტორია „ნამახვანი ჰესის“ პროექტია. გასული წლის შემოდგომაზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ...

Read More »

მირცხულავა: ისეთ ჰიდროელექტროსადგურებს, როგორებიცაა „ნამახვანი“ ან ნენსკრა“, შეუძლიათ ქვეყნის წლიური მშპ 1%-ით გაზარდონ

გასული წლის დეკემბერი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა; უკონტროლო კრიპტომაინინგის გამო, გამწვავდა სიტუაცია სვანეთში. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკოს დავით მირცხულავას ესაუბრა. 2021 წლიდან საქართველოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ. თქვენი ...

Read More »