პოზიცია

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთი ენერგეტიკულ ბრძოლას წააგებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, რუსეთი წააგებს ენერგეტიკულ ბრძოლას, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს. „უკრაინაში შეჭრამდე, რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 65%, ხოლო რუსული ნავთობის ექსპორტის 55% ევროპაზე მოდიოდა. ევროპა იყო ყველაზე დიდი ბაზარი, ყველაზე დიდი მყიდველი რუსეთისთვის და რუსეთმა ის სამუდამოდ დაკარგა“, – განუცხადა ბიროლმა Euronews-ს.

Read More »

ლაშა ხუციშვილი – შეთანხმებულები ვართ პრინციპებზე, რომლებზეც უნდა იქნას დაფუძნებული ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე გამოცხადდება ღია აუქციონი. „ენერგეტიკა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ამ სიტუაციაში, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით, ჩვენ ენერგეტიკის სექტორში განახლებული მხარდაჭერის სქემას წარმოვადგენთ, კონკრეტულად, ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით. ჩვენ ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ნებისმიერ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოების, მათ შორის განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ნებისმიერ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოების, მათ შორის განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო გახდება ევროკავშირის პირდაპირი პარტნიორი, თუკი ევროკავშირისთვის განკუთვნილი ენერგორესურსები საქართველოზე გაივლის. „საქართველო ხდება ევროკავშირის პირდაპირი პარტნიორი იმ შემთხვევაში თუ საქართველოზე გაივლის ევროკავშირისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების მოცულობები. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი ...

Read More »

ვიქტორ ორბანი: ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია

უნგრეთის პრემიერი ევროპის ენერგოკრიზიდან გამოსავალს ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში ხედავს. ვიქტორ ორბანმა “ტვიტერში” დაწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილა. „კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

Read More »

დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება

„ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას სუფთა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან მარტივი, რომ შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით. ელჩის თქმით, როცა რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინაში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი ხდება. ...

Read More »

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: კარგი იქნებოდა, არასდროს გვქონოდა ისეთი ენერგოპოლიტიკა, რომელიც რუსეთზე ასეთ დამოკიდებულებას გამოიწვევდა

ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს აქვს ნეგატიური გავლენა მთელ მსოფლიოზე და ევროპაზე. კრიშიანის კარინიშმა აღნიშნა, რომ ეს ეხება ენერგორესურსებზე ფასებს და ზოგადად, ფასების ზრდას ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვის. „ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ბიზნესს და მომხმარებლებს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც გაერთიანებამ. ევროკომისიას ...

Read More »

პეტერ ფიშერი – დიახ, ევროპას ენერგეტიკული კრიზისი აქვს, მაგრამ ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს – რუსეთი თავის ენერგომატარებლებთან მარტო დარჩება და ეს მისთვის გაცილებით მძიმე იქნება

დიახ, ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, მაგრამ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ის მთლიანად ენერგორესურსების ექსპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ მისი მთავარი იმპორტიორები ვართ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპასა და გერმანიაში წიაღისეული ენერგომატარებლებისგან გათავისუფლება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა ისედაც მიზნად აქვთ დასახული. „დიახ, მართალია, ჩვენ ...

Read More »

Chevron-ის ხელმძღვანელი: დასავლეთის კლიმატის პოლიტიკამ გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი

დასავლეთის მთავრობებმა თავიანთი კლიმატისა და არასწორი საინვესტიციო პოლიტიკით ნავთობისა და გაზის კრიზისის პროვოცირება და გამწვავება მოახდინეს. აღნიშნულის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში Chevron-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა განაცხადა. მისი სიტყვებით, დასავლეთის ქვეყნებმა არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ წყაროებში, იმ მიზეზით, რომ სურდათ უარი ეთქვათ წიაღისეულ საწვავზე, რის გამოც “ტრილიონობით დოლარი” დაიკარგა სექტორში. ამჟამად, ნავთობისა და ...

Read More »

მხოლოდ ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს შეუძლია, კრიტიკულად იმოქმედოს რუსეთის ფედერაციის ბრძოლის სურვილზე – სვირიდენკო

ევროკავშირის მიერ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა, კრიტიკული გავლენა იქონიოს რუსეთის შემდგომი ბრძოლის სურვილზე. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა. „ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი შეიცავს ბევრ ნაწილობრივ შეზღუდვას. ჩვენ ვიბრძოლებთ მათ სრულად შემოსაღებად. დიახ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პრინციპული შეთანხმებებისა და იმპლემენტაციის კუთხით, რაც ნავთობის „ფასის დაჭერას“ გულისხმობს. ამავდროულად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საკითხში შემდგომ ...

Read More »

„გაზპრომმა“ უკვე დაკარგა ორი მესამედი – პუტინს სურს დამარხოს „გაზპრომი“ – რუსი ეკონომისტი

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს და  რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილეს, სერგეი ალექსაშენკოს განცხადებით, ძირითად დარტყმას რუსულ გაზპრომზე თავად ვლადიმერ პუტინი ახორციელებს, – ამის შესახებ მან რადიო „მაესტროს“ განუცხადა. მისიოვე თქმით, პუტინი ბრძანებებით ზღუდავს ევროპაში რუსული გაზის გაყიდვებს. ეს  დაიწყო შარშანდელი აგვისტოდან და უკვე 12 თვეა გრძელდება, და სულ უფრო მცირე მოცულობით ყიდის გაზს  ევროპაში. “გასაგებია, რომ ეს ...

Read More »