პოზიცია

ამირან სალუქვაძე: „წარმოუდგენელია ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება და საკუთარი გენერაციის ობიექტების არქონა მისაღები იყოს“

დღეს ენერგეტიკის კუთხით აქტიურად დგას უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრობლემა, განსაკუთრებით, ჰესებთან დაკავშირებით ბოლო დროს გამძაფრებული წინააღმდეგობების ფონზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, წინაპირობა ხდება იმის, რომ რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჰესების მნიშვნელობაზე, საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ამირან სალუქვაძემ ისაუბრა. მისი სიტყვებით, მოხმარებულ ელექტროენერგიის მესამედზე მეტი არის იმპორტირებული და აღნიშნული არის საკმაოდ დიდი ...

Read More »

„ესკოს მოქმედება ეკონომიკის სამინისტროს აზიანებს“ – გიორგი კაპანაძე

„ესკომ“ ერთგვარი აბსურდული ვითარება შექმნა, როცა გაასაიდუმლოა იმ სახის ინფორმაცია (საუბარია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი სახით გასაჯაროებაზე), რომლის გასაიდუმლოებაც მისთვის ამ ინფორმაციის მიმწოდებლებს არ მოუთხოვიათ. ამით თავი გაუგებარ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო და პასუხგაუცემელი კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა“. – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა დ აბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსატ LIVE“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, აფბამ ესკოს ...

Read More »

ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესი აპოლიტიკური უნდა გახდეს

იმდენად დაგვიანებული არ არის რომ ჩიხიდან ვერ გამოვიდეთ, – ასე აფასებს ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პროცესში სიმართლე გამოსავალია. “თუ სიმართლე იმარჯვებს – იმარჯვებს ყველა მხარე. ამ შემთხვევაში დავინახე ჯანსაღი პროტესტის ნაწილი, ადამიანები რეალურად განიცდიან ეკოლოგიურ საკითხებს. რა თქმა უნდა, დაგვიანებულია კომუნიკაცია, თუმცა ინვესტორის საქმე არაა ხალხთან ურთიერთობის ...

Read More »

“ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჰიბრიდულ ომებსაც ვხედავ”

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ნამახვან ჰესის პროექტის განხორციელების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არასწორად მიიჩნევს. შარაშენიძე განმარტავს, რომ პროექტზე გაურკვეველი წარმოშობის ლეგენდები უნდა დასრულდეს. “კითხვის ნიშნები ყველას გვაქვს, თუმცა თუ ეს პროექტი ჩავარდა უნდა ვიფიქროთ რომ ჩავარდება ყველა პროექტი. გაურკვეველი ლეგენდები რომ ნამახვანჰესი ქუთაისს წალეკავს, ან მიწა სხვას გადაეცემა უნდა დასრულდეს. კითხვა უნდა დაისვას ვის აწყობს ასეთი პროექტის ჩაშლა. სამწუხაროდ, ...

Read More »

“”ენკას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად არის დაცული, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე, ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები”

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” განცხადებას აქვეყნებს საკუთრ Facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “”ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმება რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, ეს ასახულია არაერთი დარგის ექსპერტისა და მთავრობის განცხადებებში, ასევე იმ დეტალურ პასუხებში, რაც ეკონომიკის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კითხვებს გასცა. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი ენერგოპოლიტიკა“ კვლავ ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება ქვეყნის ...

Read More »

“ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს” – ვარლამ გოლეთიანი

პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის წარმოებაში დაადანაშაულა, რიონის ხეობაში პასუხობენ. ადგილობრივები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. პროტესტის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ როგორიც უნდა იყოს პირველი პირების პოზიციები, ხეობის მოსახლეობა პროტესტს არ შეწყვეტს, რადგან მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.“ეს არის მიუღებელი რიტორიკა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ...

Read More »

“გენერაციის ობიექტების მშენებლობას ენერგოუსაფრთხოება და უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს”

ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყნის შიდა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, – ასე პასუხობს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი მოსაზრებას, რომ ახალი ჰესების მთავარი დანიშნულება სხვა ქვეყნებისთვის ელექტროენენერგიის მიწოდებაა. „ფიზიკის კანონებით ჩვენ ვერ შევძლებთ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, თუ ადგილობრივი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ნებისმიერი ახალი ობიექტი, რომელიც ჩვენ ქსელშია ჩართული არის ჩვენი ქსელის სუბიექტი. ის ემორჩილება ადგილობრივ ...

Read More »

,,თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის ჰიდროკომპლექსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ფონდის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი სოციალურ ქსელში ჟინვალის წყალსაცავზე წერს და მიაჩნია, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის წყალსაცავის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა:  “ბევრმა არ იცის, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის ჰიდროკომპლექსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თბილისის სტაბილური წყალმომარაგების საკითხი საზოგადოებისთვის, დღეს, ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მიუხედავად ამისა, შეიძლება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდეს, რა გზას გადის წყალი, ვიდრე ჩვენს ონკანებამდე ...

Read More »

„საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მხოლოდ საკუთარი გენერაციის წყაროები უზრუნველყოფს“

„უმნიშვნელოვანესი, რომ  ზედმიწევნით სწორად და გასაგებად იყოს ახსნილი, თუ რისთვის შენდება გენერაციის ესა თუ ის ობიექტი. მათ შორის, და უმთავრესად, მსხვილი ობიექტები. ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა იცოდეს, რა ენერგეტიკულ, რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს იგი როგორც ქვეყნისთვის მთლიანად, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გენერაციის მსხვილი ობიექტების აგების პროცესის სწორად წარმართვა, არა მარტო ენერგეტიკის, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციას შეცვლის სასიკეთოდ. საუბარი აღარაა იმაზე, ...

Read More »

“ლევან ვასაძე “ნამახვანჰესის” ირგვლივ არაპრეფესიონალურად მსჯელობს”

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ისაუბრა, სადაც მან პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალური და ქვეყნისთვის წამგებიანი უწოდა. ვასაძის განცხადებებს არ იზიარებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი და მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი ნამახვანჰესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორ აქცენტებს სვამს. ნამახვანჰესის ირგვლივ ბევრი არასწორი მოსაზრება ვრცელდება, უმეტესობა მათგანი დილეტანტურია და ხშირად გარკვეული ჯგუფები ტყუილების გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადებებს, ვფიქრობ, ...

Read More »