ინფრასტრუქტურა

შსს სოფელ გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს ...

Read More »

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ოფიციალური განცხადება ნამახვანჰესზე

ევროპის ენერგეტიკული საბჭო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს. მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ...

Read More »

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“ – საქართველოს სჭირდება ეს პროექტი და ელექტროენერგია

ერთი რამ ნათელია – საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი, – ასე გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა­ჯერენ იაზგანი “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს. როგორც თურქეთის ელჩი განმარტავს, ისინი ხვდებიან, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურების აშენება. “მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია – ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა. „გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, აქტუალურ საკითხებზე იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სპეციალური დარგობრივი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება“, – აღნიშნა თანდილაშვილმა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

Read More »

“დაისახა გეგმები, რათა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული საკითხების უფრო მაღალ დონეზე შესწავლა მოხდეს”

მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უფლებები როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობენ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. „დეესკალაციას რა თქმა უნდა, აქვს ორი მხარე. პირველი, არის სახელმწიფო მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, კომპანიას დღეს, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის პირობებში ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა სახელმწიფოს დიდი ჯარიმის გადახდა მოუწიოს

„განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ თავმჯდომარის, გიორგი აბრამიშვილის განცხადებით,  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებით, კომპანია „ენკას“ შეეძლება, საკითხი სასამართლოში გადაიტანოს, რის შედეგადაც, ქვეყანას მოუწევს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა. მისი შეფასებით, ახლა კონტრაქტის პირობების გადახედვა რისკის შემცველია. „რაც შეეხება კონტრაქტს ზოგადად, რა თქმა უნდა მშენებლობის შეჩერება ზოგადად ძალიან დიდ როსკებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ერთი მხრივ, კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა, რომ საკითხი გადაიტანოს სასამართლოში და არბიტრაჟში, რაც ძალიან ბევრი რისკის შემცველი იქნება ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი – რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ, რომ ისინი „ენკას“ თანამშრომლებს ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას მისცემენ

რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ, რომ ისინი „ენკას“ თანამშრომლებს ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას მისცემენ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც მონაწილეობდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით წარმოებული მედიაციის პროცესში „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ. „რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის პროცესზე მედიაციის შეხვედრაზე საუბრისას მთავრობის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ასევე ყურადღება გამახვილდა იმ პასუხისმგებლობაზე, ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი – მომდევნო პარასკევამდე დამოუკიდებელი ექსპერტი უზრუნველყოფს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის ექსპერტიზას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მომდევნო პარასკევამდე დამოუკიდებელი ექსპერტი უზრუნველყოფს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის ექსპერტიზას. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც პროექტთან დაკავშირებით არსებობს, მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც მათი განხილვის სურვილი აქვს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხზე – მომდევნო პარასკევამდე შედგება ტექნიკური დავალება იმ დამოუკიდებელი ...

Read More »

დირკ ბუშლე: ენერგოუსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ ვალდებულებაცაა

„ნამახვანი ჰესი“ არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი, როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ“ – განაცხადა მედიასთან საუბრისას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ. მისი შეფასებით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არამხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი – შედგა კონსტრუქციული შეხვედრა, დავინახეთ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს შორის არსებობს შეხების წერტილები

შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, პირველი შეხვედრა, სადაც მხარეები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ. დავინახეთ, რომ არსებობს შეხების წერტილები, არსებობს საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია საუბარი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა შაბათს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით გამართული მედიაციის პირველი შეხვედრის კომენტირებისას. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს იყო პირველი ...

Read More »