ინფრასტრუქტურა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინჟინერი : “საშინელი ბირთვული კატასტროფა იქნება”

ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებამ, შესაძლოა ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს, რადგან სადგურის ელექტროენერგიისგან გათიშვის შემთხვევაში, ბირთვული საწვავის გაგრილების სისტემა გამოირთვება. ამის შესახებ სადგურის ინჟინერმა განაცხადა, იტყობინება BBC. “ენერგობლოკს ტუმბოების მუშაობისთვის ელექტროენერგია სჭირდება, რომლებიც რეაქტორში ბირთვულ საწვავს აგრილებენ. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამ გაგრილების გარეშე, საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება“, – განაცხადა ექსპერტმა. მან აღნიშნა, რომ ერთი ენერგობლოკი მაინც უნდა მუშაობდეს. “ჩვენ გვჭირდება, რომ ნებისმიერ ელექტროსისტემაზე, სულ მცირე ერთმა ბლოკმა იმუშაოს. ...

Read More »

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა. ქალაქ ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი მოუწოდებს მოქალაქეებ, ქუჩაში არ გავიდნენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსები ატომურ ობიექტს სოფელ ვოდიანოედან ესვრის. მათივე ცნობით, შედეგად დაზიანდა სადგურის მიწისქვეშა კომუნიკაცია და სახანძრო ნაწილი. პარალელურად, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა. ქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე საბავშვო ბაღი. მწყობრიდან გამოვიდა გაზსადენი ...

Read More »

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სცენარს განიხილავს

უკრაინის შსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სცენარს განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სადგურის მუშაობის „ადეკვატური“ კონტროლი არ არსებობს, ის გაუნათლებელი ადამიანების ხელშია, რომლებმაც „შესაძლოა ტრაგედია დაუშვან“. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც რჩებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ნაწილობრივ არ უშვებენ იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ. მონასტირსკიმ ...

Read More »

ოლექსი დანილოვი: რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს

„ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს“, – ამ განცხადებით ზაპოროჟიეში შექმნილ ვითარებას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება. „მიუღებელია სიტუაცია, როდესაც რუსმა ტერორისტებმა იარაღით დაიპყრეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და პირობებს გვკარნახობენ. რუსმა ტერორისტებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აიღეს ატომური ობიექტი და პარალელურად, თავადვე იწვევენ გაეროს ...

Read More »

შუახევი ჰესმა წელს 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასულ წელთან შედარებით

შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. ჰესმა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმიდინარე წლის გამომუშავება, სავარაუდოდ 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს გადაჭარბებს, თუ წყალუხვობა შენარჩუნდება წლის ბოლომდე. 2022 წლის, 12 აგვისტოს მონაცემებით, შუახევიჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 350 მლნ კვტსთ შეადგინა. წარმატებული წელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ჰიდროლოგიამ და შუახევი ...

Read More »

გუტიერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს

მე ღრმად შეშფოთებული ვარ სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო არსებული ვითარებით, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა. „ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის გაყვანა უნდა მოხდეს. ობიექტი არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. საჭიროა სასწრაფო შეთანხმება ტექნიკურ დონეზე დემილიტარიზაციის უსაფრთხო პერიმეტრზე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში. ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სამხედრო ...

Read More »

ზელენსკი – ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ

ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 169-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. „რუსეთმა კიდევ ერთხელ გახვრიტა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიის ფსკერი. ჯერ არავის და არასდროს გამოუყენებია ატომური ელექტროსადგური, რათა ასე ღიად დაემუქროს მსოფლიოს და პირობების წამოსაყენებლად. მსოფლიოში აბსოლუტურად ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, რომ ოკუპანტები ზაპოროჟიეს ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ ეტაპზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. ეს განცხადება მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს გააკეთა. ამასთან ერთად, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა გაერო-ს, გააგზავნონ მეთვალყურეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელექტროსადგურზე. „ამ რთულ, ბნელ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა იყოს დაშვებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა გროსიმ. ...

Read More »

უკრაინა: რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბეს

რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დამომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამის შესახებ 11 აგვისტოს Энергоатом-ის პრესსამსახურმა Telegram-ზე განაცხადა. “სადგურის ტერიტორიაზე ხუთი რაკეტა ჩამოვარდა – შედუღების ადგილისა და რადიაციის წყაროების შესანახი ადგილის გვერდით. მცირე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” – ნათქვამია განცხადებაში. კიდევ ხუთი რაკეტა სახანძრო სადგურის მიდამოში ჩამოვარდა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარეობს, დასძინა პრესსამსახურმა. სადგურზე ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანმა ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი მოინახულა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, კორპორაციის დირექტორებთან ერთად, ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური და ვაზიანის ჩიხი დაათვალიერა. ორივე ობიექტს ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს. ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება. ვაზიანის ჩიხს კი ნედლი ნავთობის ვაგონსცისტერნებში ჩატვირთვისა და შემდგომი რეალიზაციის ფუნქცია აქვს. კორპორაციის გენერალური დირექტორი სამუშაო პროცესს ...

Read More »