ინფრასტრუქტურა

ოლაფ შოლცი სტოლტენბერგს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები უნდა გადავაფასოთ

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „მე და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ზღვაში. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რისკები. ეს განსაკუთრებით ...

Read More »

სამსუნის პორტში, ნავთობის ტანკერში აფეთქება მოხდა – ამჟამად, ცეცხლი ლოკალიზებულია

თურქეთში, სამსუნის პორტში აფეთქება ნავთობის ტანკერში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. CNN Turk-ის ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრეების ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წყარო: kvira.ge

Read More »

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ზაპოროჟიე დაბომბეს, მათი სამიზნე ქალაქის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა. “მათი მიზანი იყო რეგიონული ცენტრის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. შედეგად, ხანძარი გაჩნდა. არსებული მონაცემებით, მსხვერპლი არ არის”, – დაწერა მან. მისივე თქმით, ხანძარი მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა დაწერა, რომ ...

Read More »

გერმანულმა ენერგოკომპანია Uniper-მა, „გაზპრომის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა

გერმანულმა ენერგეტიკული კომპანია Uniper-მა განაცხადა, რომ სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შპს „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო წარმოება დაიწყო. კომპანია „გაზპრომისგან“ ითხოვს ანაზღაუროს ის ზარალი, რომელიც „უნიპერმა“ ივნისიდან რუსული გაზის ნაკლებობის გამო განიცადა. რადგან კომპანიას სხვა მწარმოებლებისგან გაზის ყიდვა „გაბერილ ფასებში“ უწევდა. Uniper-მა ზარალი 11,6 მილიარდ ევროდ შეაფასა. როგორც კომპანიაში ადრე ითქვა, 2022 წლის სამი კვარტლის შედეგების მიხედვით, მისმა წმინდა ზარალმა 40 მილიარდი ...

Read More »
36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

„ლუკოილს“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი აეკრძალა – ევროკავშირის ემბარგო

რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტს და მას კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემაზე გადაიტანს. ინფორმაციას Reuters ამ საკითხის მცოდნე ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება ევროკავშირის ემბარგოს უკავშირდება, რომელიც 5 დეკემბრიდან ევროპელ მყიდველებს რუსული ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას უკრძალავს. ემბარგო კასპიის მილსადენის კონსორციუმს არ შეეხება, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტია. ...

Read More »

რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავში ხანძარია

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის რეგიონში ხანძარია. ცეცხლი ნავთობპროდუქტების ავზს გვიან ღამით გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ ხანძრის ფართობი 1800 კვ. მეტრია და რომ ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დასახელებულა. მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარმა 4 000–მდე კვ. მეტრია მოიცვა. ერთი დღით ადრე, მეზობელი კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად, ორი უბანში ენერგომომარაგება ...

Read More »

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „კანცლერმა შოლცმა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით დაურეკა“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა. კანცლერმა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ.

Read More »

პესკოვი: რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან. არ არის საჭირო რაიმე ნიშნების ძებნა იქ, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს“, – აცხადებს პესკოვი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლისთვის ემზადებიან. ...

Read More »

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღარ უშვებს უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს

რუსეთმა დაადასტურა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს აუკრძალეს სადგურის ტერიტორიაზე შესვლა. რუსული კონცერნის „როსენერგოატომ“-ის გენერალური დირექტორის მრჩეველმა რენატ კარჩაამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ საშვები დაუბლოკეს მათ, ვინც უარს ამბობს ახალ დამსაქმებელთან, რუსეთის მიერ შექმნილ სააქციო საზოგადოებასთან მუშაობასა და შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერაზე. კარჩაას თანახმად, ახალ ხელშეკრულებას არ დათანხმდნენ „ერთეულები“, თუმცა, კონკრეტულად რამდენი, არ ...

Read More »

დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ კულებამ კიევში ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები, ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი და გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – ...

Read More »