ინფრასტრუქტურა

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან ისევ გათიშულია

უკრაინის „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ისევ გათიშულია ქსელიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელექტროსადგური ქსელში ჩართული იყო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქსელიდან გუშინ საღამოს გაითიშა. ამასთან, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩავლენ. ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველ ლანა ზერკალზე დაყრდნობით ავრცელებს. „საერთაშორისო ატომური სააგენტოს ...

Read More »

ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს და ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წვდომა უზრუნველყოს. ამის შესახებ თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიანათქვამი, რომელიც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზდენტს შორის სატელეფონო საუბარს ეძღვნება.  „მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა თავის მხრივ ...

Read More »

ზელენსკი – ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება აუცილებელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი წუთი, ვიდრე რუსეთის სამხედროები რჩებიან ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რადიაციული კატასტროფის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს. „აუცილებელია ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება და დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების სადგურზე დაშვება. ამის გაკეთება შეიძლება რამდენიმე დღეში, ვიდრე ოკუპანტებმა სიტუაცია წერტილამდე არ მიიყვანეს, როდესაც უკან დახევა შეუძლებელია. ყველაზე ...

Read More »

“ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა”

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა, -ამის შესახებ განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში გააკეთეს. სააგენტოში განაცხადეს, რომ უკრაინის ინფორმაციით, ატომური სადგური დღის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ გამოირთო ქსელიდან, თუმცა ახლა ის ისევ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ატომური სადგური კვლავაც მიერთებულია ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურთან, რომელსაც სარეზერვო ელექტროენერგიის უზრუნველყოფა შეუძლია.

Read More »

“სტრატეგიულ მილსადენებზეც ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს”

ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილია – აღნიშნულის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ხანძრის ქრობის სამუშაოების შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა. მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. ...

Read More »

რუსეთი ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლაზე თანახმაა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა თანხმობა განაცხადა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლასთან დაკავშირებით. მედიის ცნობით, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ კატრინ კოლონასთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზადაა, ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები დაუშვას. რუსეთის მთავრობას დასტურის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ ...

Read More »

ენერგოატომი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სამხედრო ტექნიკა შეიტანა

უკრაინის ენერგეტიკული კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა, სადგურზე რუსი სამხედროების რიცხვი გაიზარდა. ენერგოატომის ინფორმაციით, 22 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე ორი ჯავშანმანქანა და ექვსი სატვირთო შევიდა. “სადგურის ტერიტორიაზე ახლა დისლოცირებულია სამხედრო ტექნიკის 40 ერთეული. პირველ ენერგობლოკთან განთავსებულია დაახლოებით 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან – 7. კიდევ 12 ერთეული ოკუპანტებმა ესტაკადის ქვეშ შეიყვანეს” – აცხადებენ უკრაინულ კომპანიაში. ...

Read More »

ზაპოროჟიეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მოსკოვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს

რუსეთის პარლამენტი 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სხდომას გამართავს. ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ზაპოროჟიეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა, ელექტროსადგურზე ხორციელდება იერიშები. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ატომურ სადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები ჩავლენ.

Read More »

“ვმუშაობთ ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე”

მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების ე.წ. შუა კორიდორში, ანუ ტრანსკასპიურ დერეფანში მოზიდვის საკითხზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, მთავრობას უმაღლესი დონის შეხვედრები ქონდა თურქმენეთის, უზბეკეთის, ისე ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. “ჩვენ ვიხილავდით ზუსტად ამ საკითხებს – როდესაც საუბარია მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების საქართველოს დერეფნით მეტად დაინტერესებაზე. ამაზე ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთში და მათ შორის ყაზახეთშიც. ...

Read More »

“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია”

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია. ანტონიო გუტერეშმა ეს განცხადება ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული. „არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უახლოეს ხანში გეგმავენ ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკების გათიშვას და მათ გამორთვას უკრაინის ენერგოსისტემიდან. ცალსახაა, რომ ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ...

Read More »