ინფრასტრუქტურა

პატრუშევმა Nord Stream-ის აფეთქებებში ბრიტანეთი დაადანაშაულა

Nord Stream და Nord Stream 2 გაზსადენების აფეთქებებში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ 3 ნოემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. ამის მტკიცებულება, მისი თქმით, არის ტექსტური შეტყობინება “ეს შესრულებულია”, რომელიც ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა ლიზ ტრასმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს გაზსადენის აფეთქების შემდეგ მალევე გაუგზავნა. განცხადება მან მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების შეხვედრის დროს გააკეთა. რუსული საინფორმაციო სააგენტო ...

Read More »

ზელენსკი – რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა

რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის ბრძოლის ველზე დამარცხება და ამიტომ ცდილობს, უკრაინელი ხალხის სულისკვეთება გატეხოს. „რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. თავად ფაქტი, რომ რუსეთმა მიმართა ტერორს ენერგეტიკის წინააღმდეგ, მიუთითებს მტრის სისუსტეზე. მათ არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზის დილემა – ბაქოს ევროპისგან მილიარდობით დოლარი და მტკიცე გარანტიები სურს

2027 წლიდან აზერბაიჯანი მზად არის გააორმაგოს გაზის მიწოდება ევროპაში, რითაც „ლურჯი საწვავის“ ექსპორტი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მაგრამ ამისთვის ოფიციალურმა ბრიუსელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალში არ იტყვის უარს აზერბაიჯანთან ხელშეკრულებებზე და არ დაუბრუნდება რუსეთიდან იაფი საწვავის შეძენას. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ევროკავშირსა და ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დაფინანსებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მზაობა არის

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა ეცოდინება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, პროექტის დაფინანსების მსურველები ბევრია, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროექტის რეალიზება ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ოპტიმისტური გათვლებით 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. წინასწარი მონაცემებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა

უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული ინსპექციის შედეგად ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათ ვერ მიაკვლიეს არასანქცირებული და გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობის ნიშნებს. ამასთან, ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებული ნიმუშების ანალიზი კიდევ გაგრძელდება. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს ე.წ. ბინძურ ბომბს. ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან კვების გარეშეა დარჩენილი – უკრაინული მედია

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ 2 ნოემბერს, რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვების შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ბოლო ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლებიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. მისივე ცნობით, ოთხშაბათს 23:04 საათზე ქარხანა სრული გამორთვის რეჟიმში შევიდა. ამოქმედდა 20-ვე დიზელის გენერატორი. მე-5 და მე-6 ენერგობლოკები გადაყვანილია ცივ მდგომარეობაში. „გენერატორებისთვის საწვავი საკმარისად არის და ის გათვლილია სრული გათიშვის რეჟიმისთვის, 15 დღის განმავლობაში. ათვლა ...

Read More »

რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის კიდევ ერთ ენერგოობიექტზე

რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის კიდევ ერთ ენერგოობიექტზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვიკულის ინფორმაციით, ენერგოობიექტს წუხელ დაარტყეს უპილოტო საფრენი აპარატით. ვიკულის თანახმად, ზარალი მნიშვნელოვანია. ქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ოქტომბერში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე არაერთხელ განახორციელეს მასირებული შეტევა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ მნიშვნელოვნადაა დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ...

Read More »

შვეიცარია უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის $106 მილიონს გამოუყოფს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო სამოქმედო გეგმა, რომელიც უკრაინელებზე მომავალი ზამთრის გავლენის შემსუბუქებას გულისხმობს.  გეგმა მოიცავს უკრაინისთვის თითქმის 106 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციისთვის. ქვეყანა უკრაინას გენერატორებით, ტუმბოებითა და წყლის გამწმენდი დანადგარებით დაეხმარება.

Read More »

Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების” შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

Nord Stream AG-მა, რომელიც  Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. გამოძიების ინიციატორი ...

Read More »

შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერებაზე სამარყანდში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელებენ

ევროკავშირი შუა კორიდორის განვითარების მხარდაჭერისთვის მზად არის, – ამის შესახებ ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამარყანდში ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მდგრადი კავშირის კონფერენცია ნოემბერში გაიმართება, სადაც ტრანსკასპიური შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. “განვიხილავთ როგორ უნდა გავზარდოთ შუა დერეფნის პოტენციალი. ევროკავშირი წარადგენს ორ ინიციატივას, რომლებიც ეხება სასმელ წყალს, ენერგიას, კლიმატის ცვლილებებს და ციფრულ კავშირს”, – განაცხადა მიშელმა. მისივე თქმით, დერეფნის გაუმჯობესებაზე ევროკავშირი ყაზახეთთან მუშაობს, რათა მოხდეს ისეთი საკითხების იდენტიფიცირება, ...

Read More »