ენერგოეფექტურობა

„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში “ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში სს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2023 წლის აპრილში დასრულდება. როგორც ფონდის დირექტორმა, ჯაბა ხმალაძემ აღნიშნა: „პროექტის განხორციელების შემდეგ, ქვეყანას ექნება ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ავტომატურ რეჟიმში მოვახდინოთ ენგურის აუზის მდინარეებზე დღეს არსებული და სამომავლო წყლის შემოდინების, ნალექებისა და სხვა მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ...

Read More »

ქვეყნების რეიტინგი, 2022 წელს ბატარეების წარმოების მიხედვით

მაშინ როდესაც მსოფლიო ელექტრომობილების ეპოქისკენ მიისწრაფვის, ბატარეების წარმოება ბევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, პრიორიტეტული ხდება. თუმცა ბატარეების წარმოებაში ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომელიც პირველობისთვის ბრძოლაში სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე ჩაერთო. ლითიუმ-იონური ბატარეების მიწოდების ჯაჭვის რეიტინგი, რომელიც BloombergNEF-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, ნათლად აჩვენებს და პროგნოზირებს ჩინეთის დომინირებას 2022-2027 წლების პერიოდში, ქვეყნებს შორის ბატარეების წარმოების საერთო სიმძლავრის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2022 ...

Read More »

ენერგოკომპანიებს ძველი მრიცხველების “ჭკვიანი მრიცხველებით” ჩანაცვლება დაევალებათ

სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ოქტომბრამდე აშენებულ და ექსპლუატაციაში შესულ შენობებში ძველი მრიცხველები ახალი, ჭკვიანი მრიცხველებით უნდა ჩანაცვლდეს. ეს ვალდებულება ენერგოკომპანიებს ექნებათ. როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2”-ზე განმარტა, ცვლილება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. “ჭკვიანი მრიცხველი ეს არის ელექტრონული მრიცხველი. თბილისში ამ პერიოდამდე 5 000 -ზე მეტი ასეთი საყოფაცხოვრებო მრიცხველია დაყენებული. ამის ნახევარზე მეტი კი კომერციულ ობიექტებშია ...

Read More »

დავით ნარმანია USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, სასწავლო ცენტრის ორგანიზაციის, ბიუჯეტის, სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ცენტრის ოპერირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით. „ძალიან ...

Read More »

ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელთა რეიტინგი

ელექტრომობილების ბატარეების გლობალური ბაზრის ღირებულება 2019-2028 წწ პერიოდში 17 მილიარდიდან 95 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. სატრანსპორტო სექტორის დეკარბონიზაციის მზარდმა მოთხოვნამ ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელ კომპანიებს მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა. წარმოგიდგენთ 2022 წლის მსოფლიოს 10 უმსხვილეს ბატარეების მწარმოებელს. ჩინეთი დომინირებს აშშ და ევროპა ბატარეების წარმოების გაზრდას ცდილობენ, თუმცა ამ ბაზარზე კვლავ აზიელი მიმწოდებლები დომინირებენ. მსოფლიოს ათივე უმსხვილესი მწარმოებელი აზიის კონტინენტს წარმოადგენს. ჩინურ კომპანიებს ელექტრომობილების ...

Read More »

„მომავალი ზამთარი შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს” – ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს თავი კარგად გაართვა. თუმცა ფატიჰ ბიროლი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიამდე ევრონიუსის ჟურნალისტთან ამბობს, რომ მომავალი წლის ზამთარი შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ქვეყნები უნდა ეცადონ გამოიყენონ მეტი ბირთვული ენერგია და აქტიურად განიხილონ გაზის მოწოდების ალტერნატიული გზები. „ვფიქრობ, ევროპამ ლიდერობის კარგი მაგალითი აჩვენა. ევროპისთვის ეს ადვილი არ ...

Read More »

რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაზე, კანცლერთან ერთად, გერმანიის ფინანსთა მინისტრიც საუბრობს

გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ეს განცხადება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში 19 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ მთლიანად შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და ენერგიის ახალი წყაროების პოვნა. “დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ არა რუსეთიდან იმპორტზე, არამედ მსოფლიო ბაზრებზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა ლინდნერმა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის ფარგლებში, გერმანიის ...

Read More »

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, კომპანიებს სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, შესაძლოა, გაორმაგებული საჯარიმო სანქციები დაეკისროთ

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, შესაძლოა, კომპანიებს სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, გაორმაგებული საჯარიმო სანქციები დაეკისროთ. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ჯერჯერობით დამუშავების ეტაპზეა. „არსებული ჯარიმების ციფრი გაორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცენზიათა კომპანიებს სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის უფრო მეტი ფინანსური სანქცია დაეკისრებათ, ვიდრე აქამდე არსებობდა. თქვენ იცით, რომ მაქსიმალური თანხა 75 ათასი ლარია და შესაბამისად, ის უფრო სოლიდური გახდება,“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ ...

Read More »

Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს ამცირებს

მილიარდერ ილონ მასკის კომპანია Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს მეხუთედით ამცირებს, რათა საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდოს ეკონომიკური დაღმასვლისა და სხვა ბრენდებიდან გაზრდილი კონკურენციის პირობებში. კომპანის თანახმად, ამ შემცირებით, რომელიც მიწოდების და ქარხნებამდე კომპონენტების გადატანის ხარჯების კლებამ განაპირობა, ფასები 2 წლის მინიმუმამდე დაიკლებს. აშშ-ში Tesla-მ ფასები 13,000 დოლარით შეამცირა, ზოგიერთი მოდელის ღირებულებამ კი მეხუთედითაც დაიკლო. დიდ ბრიტანეთში მოდელ 3-სა და ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla თურქეთის ბაზარზე შესვლის საკითხს განიხილავს

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს სურს, თურქეთის ბაზარზე შევიდეს, ხოლო თურქეთის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა ელექტრომობილების გიგანტისგან, განაცხადა  ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თურქული მედიის ცნობით. მისი თქმით, კომპანია ამჟამად თავისი გავლენის გაფართოებას მთელ მსოფლიოში ცდილობს. „თურქეთს აქვს ძალიან სერიოზული სტიმულირების სისტემა, განსაკუთრებით ინვესტიციების და კვლევისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვამბობთ, მობრძანდით, ისარგებლეთ ამით და ჩადეთ ინვესტიცია“, – განაცხადა მინისტრმა.  ვარანკი, რომელიც ცოტა ...

Read More »