ენერგოეფექტურობა

ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა. „რუსმა ტერორისტებმა ისეთი რთული პირობები შეუქმნეს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ევროპაში უბრალოდ არავის უნახავს და არ შეხვედრია. არ ყოფილა ისეთი საფრთხეები, რომელიც ახლა ჩვენი სპეციალისტები იძულებულნი არიან დაძლიონ. უკრაინის ბევრ ქალაქსა და რეგიონში ხდება ელექტროენერგიის მიწოდების ავარიული გათიშვა. გვიწევს ენერგიის მოხმარების შეზღუდვა. მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ...

Read More »

რუმინეთის ხელისუფლებამ ზამთრის ბოლომდე შეშაზე ფასების ზღვარი დააწესა

რუმინეთის ხელისუფლებამ ზამთრის ბოლომდე შეშაზე ფასების ზღვარი დააწესა, რისი მიზეზიც ფასების ე.წ. ხელოვნური ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მთავრობამ დაამტკიცა საგანგებო განკარგულება, რომლის მიხედვითაც კუბურ მეტრ შეშის ფასი 400 ლეი (80 დოლარი) იქნება, ხოლო ტონა ხის გრანულა 2000 ლეი (400 დოლარი) ეღირება. ფასის ზღვარი ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს. მანამდე მთავრობამ ლიმიტირებული ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე დააწესა, რომ მოქალაქეებსა და ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: მწვანე ეკონომიკის პრინციპების კერძო სექტორში დანერგვა ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას

თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა ახალი ტიპის – მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას ახალი ტიპის, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა კერძო სექტორში ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას; ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იწვევს დანახარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის ამაღლებას. შედეგად, მივიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნეს გარემოს, ბაზრის დივერსიფიკაციას, ...

Read More »

თბილისში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენციაში „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში“ მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერისთვის და ყურადღება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და სწავლების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „განსაკუთრებულად ...

Read More »

„საქნახშირი“ ისევ ზარალზეა – ნახშირის ერთადერთი მწარმოებელი კომპანიის დაგროვილი ზარალი 106 მლნ ლარს აჭარბებს

საქართველოში ნახშირის ერთადერთმა მწარმოებელმა „საქნახშირმა“ 2021 წელი 8.62 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. უფრო დიდზარალიანი იყო კომპანიისთვის 2020 წელი, ორი წლის წინ „საქნახშირმა“ 26.59 მილიონი ლარი იზარალა. გასულ წელს კომპანიას შემოსავალი 12.8 მილიონი ლარით, 25.7 მილიონამდე გაიზარდა. კომპანიაში 1200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ხელფასებზეც 2021 წელს 21,23 მილიონი ლარი დაიხარჯა. „საქნახშირის” აქტივები შეადგენს 13 მილიონ ლარს, ხოლო კომპანიის კაპიტალი შეადგენს – 84 მილიონ ლარს, ...

Read More »

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ჰიდროლოგიის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ჰიდროლოგიის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი სწავლების მიზანია ალაზნის აუზში მდინარის ჩამონადენის პროგნოზირების სისტემის შექმნის დაგეგმვა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი კლიმატის სერვისების საჭიროების განსაზღვრა. ექსპერტებთან ერთად, მომზადდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, გარემოს ...

Read More »

შარლ მიშელი – ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შეკავების მექანიზმზე იმუშაონ

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შეკავების მექანიზმზე იმუშაონ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ევროკავშირის სამიტზე ენერგეტიკული საკითხების განხილვა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. „ევროპულმა საბჭომ მიაღწია შეთანხმებას ენერგეტიკაზე. ერთიანობამ და სოლიდარობამ გაიმარჯვა. შევთანხმდით, ვიმუშაოთ ზომებზე ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსების ფასების შესაკავებლად“, – დაწერა შარლ მიშელმა. ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად ...

Read More »

არესტოვიჩი – უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს

უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ შესაძლოა, ძირითადი კომუნიკაციების მოშლა გამოიწვიოს, რისთვისაც უკრაინელები მზად უნდა იყვნენ. „სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არ არის ადვილი, ეს რთული საქმეა, ...

Read More »

ენერგოეფექტიანობა ოზონის შრის დასაცავად

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის, ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“ პაპი ფრანცისკე |   მორიგი ახალი ამბის კითხვისას, რომელიც ჩვენს დროში, როგორც წესი, რაიმე კატასტროფას, კონფლიქტებს ან ნგრევას უკავშირდება, ყოველთვის გამოიკვეთება აღნიშნული მოვლენის კავშირი ენერგეტიკასთან, ენერგორესურსებზე მზარდ მოთხოვნასა და მათი ხელმისაწვდომობის სიმწირესთან, იქნება ეს მორიგი წყალდიდობა, ტყის მასიური ხანძარი, ზოგადად, კლმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, თუ საერთოდაც უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომი, ყოველთვის თავს ...

Read More »

უკრაინაში რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადებიან

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადება. რამდენიმე დასახლებული პუნქტი ახლა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა იძულებულია, შეშა დაზიანებული შენობების ნანგრევებში მოიძიოს. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები შეძლებისდაგვარად  ცდილობენ, მოსახლეობას შეშის ღუმელები დაურიგონ. უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობა რთული ზამთრისთვის ემზადება. მოხალისე იურა სოკოროვს ქალაქ ბახმუტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთი ჩააქვს. ეს ექვსი შეშის ღუმელია, რომლებსაც მიწისქვეშა თავშესაფრებში გამოიყენებენ. ქალაქი რუსული ძალების მიერ უკვე ...

Read More »