ენერგოეფექტურობა

ევროპული ქვეყნები, რომლებიც ენერგოკრიზისს ყველაზე კარგად უმკლავდებიან

მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ მიწოდების საკითხებში პრობლემები შექმნა და იმპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულების ზრდა გამოიწვია. ევროპის მთავრობებმა მოქალაქეებისა და ეკონომიკის მზარდი ენერგოფასებისგან თავის დასაცავად გარკვეულ ზომებს მიმართებს, თუმცა მზარდი დემონსტრაციები ცხადყოფს, რომ არსებული მდგომარეობა მილიონობით ადამიანს კვლავ აწუხებს. 2021 წელს რუსეთი ევროპის მთლიანი ბუნებრივი აირის იმპორტის თითქმის ნახევარს ახორციელებდა, თუმცა ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ გაზზე ერთმანეთისგან განსხვავებულია. ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტროგენერატორი გადასცეს

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაონას ათასზე მეტი ელექტრო გენერატორი უკვე გადასცეს. მანამდე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3,5-დან 8 კილოვატამდე სიმძლავრის 2500 გენერატორს აგზავნის. პირველი 1200 გენერატორი ვარშავაში დღეს გაიგზავნება, დანარჩენს კი მომავალი წლის იანვარში უკრაინის მოსახლეობა მიიღებს, იტყობინება საუდის საინფორმაციო სააგენტო.

Read More »

ევროკავშირი უკრაინას 900 გენერატორს უგზავნის

ევროკავშირი უკრაინას ენერგეტიკულ სფეროში დახმარებას გაუწევს და ქვეყანაში 900 გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა. „ევროკავშირი მუშაობს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდაზე უკრაინას, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპას შორის. ჩვენ ასევე 900 გენერატორს ვუყრით თავს, ქვეყანას ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის“, – დაწერა მან. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს ენერგიის დაზოგვის ნათურებს. “და ჩვენ ვაგზავნით ...

Read More »

ისრაელმა ხერსონის რეგიონს 17 გენერატორი გადასცა

ისრაელმა ხერსონის რეგიონს სხვადასხვა სიმძლავრის 17 გენერატორი გადასცა. ამ ინფორმაციას 20 დეკემბერს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. “მოხარული ვართ, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს უკრაინას ომის ამ რთულ პერიოდში. ვისურვებდი, რომ ყველა უკრაინული სახლი იყოს განათებული, არ დაინგრეს და არ დადგეს ამ მძიმე განსაცდელების წინაშე, რომელიც უკრაინას შეემთხვა.” – განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ, რომელიც ესწრებოდა ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, ევროპამ ტრილიონი დოლარი დახარჯა

ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, ევროპამ ტრილიონი დოლარი დახარჯა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. „დაახლოებით ერთი ტრილიონი – ეს არის ენერგიის ღირებულების მთლიანი ზრდა მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის, რომელიც ნაწილობრივ, მაგრამ არა მთლიანად, კომპენსირდება დახმარების პაკეტებით“ – წერს გამოცემა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულის ყველაზე ღრმა ენერგეტიკული კრიზისი ახლა იწყება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის ახალი სიმძლავრის დანერგვის შემთხვევაშიც კი, ბაზარი, როგორც მოსალოდნელია, ...

Read More »

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში თბომომარაგება სრულად აღდგა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ქალაქში თბომომარაგება სრულად აღდგა. ამის შესახებ ის ტელეგრამში წერს. “ბოლო დაბომბვების შემდეგ ქალაქი ყველა სერვისის მუშაობას უბრუნდება. კერძოდ, სრულად აღდგენილია თბომომარაგების სისტემის მუშაობა”, – წერს კლიჩკო. 16 დეკემბერს რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკივის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. შაბათს დილით ...

Read More »

მასალების გადამუშავება: ძველი ელემენტების განახლება

კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KIT) აქტიურად არის ჩართული ახალი ელემენტების გადამუშავების პროექტში. „Libinfinity“-ი ყურადღებას ამახვილებს ჰოლისტიკურ კონცეფციაზე ლითიუმ-იონური ელემენტების გადასამუშავებლად. მექანიკურ-ჰიდრომეტალურგიული პროცესი, ენერგოინტესიური პროცესის საფეხურების გარეშე, გადატანილი იქნება ლაბორატორიიდან ინდუსტრიის შესაბამის მასშტაბზე. შემდეგ კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტი  შეამოწმებს, გადამუშავებული მასალები არის თუ არა შესაბამისი ახალი ელემენტების საწარმოებლად. ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალური სამინისტრო (BMWK) „Libinfinity“-ს თითქმის 17 მილიონი ევროთი აფინანსებს. აქედან დაახლოებით ...

Read More »

ახალი ტიპის ლითიუმის დატენვადი ბატარეის შექმნა უკვე შესაძლებელია

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერების დამსახურებით, ახალი ტიპის ლითიუმის დატენვადი ბატარეის წარმოება შესაძლებელი გახდება. ამ ტექნოლოგიური წინსვლის მიღწევას ინდუსტრია წლებია ცდილობს. ახალი თაობის ბატარეა იქნება უფრო მსუბუქი, კომპაქტური და უსაფრთხო, ვიდრე ახლანდელი ვარიანტები. ამჟამად ბატარეის ტექნოლოგიის ამ პერსპექტივის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი გვაქვს. ერთი მათგანი მოიცავს დადებით და უარყოფით ელექტროდებს შორის არსებული თხევადი ელექტროლიტის ჩანაცვლებას ბევრად უფრო თხელი და მსუბუქი მყარი ...

Read More »

ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელი შინამეურნეობებია

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.3 პროცენტით გაიზარდა და 12 645 100 000 კილოვატ/საათი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით. „2021 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2020 წელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტი), 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინას სჭირდება ევროკავშირის დახმარება გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად

უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა 800 000 ევროს ღირებულების 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოში ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა გაზის იმ მოცულობის შესაძენად, რომელიც გამოიყენება რუსული დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის. მისი თქმით, საუბარია 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე. ზელენსკიმ ...

Read More »