ენერგოეფექტურობა

ომის ფონზე ქვანახშირზე მოთხოვნა წელს ისტორიულ მაქსიმუმს დაუბრუნდება

მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკის შენელებისა და ჩინეთში ლოკდაუნისა, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების შემდეგ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა ქვანახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდის. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ეკონომიკური და საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით, 2022 წელს ქვანახშირის მოხმარება 0.7%-ით, 8 მილიარდ ტონამდე გაიზრდება. ბოლოს ქვანახშირზე ამგვარი მოთხოვნა 2013 წელს იყო, როდესაც მოთხოვნის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წელს ქვანახშირზე მომუშავე გენერატორებით ...

Read More »

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ელექტრომობილს ყიდულობენ

პორტალ Elements-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარი ბოლო 10 წლის განმავლობაში და დაადგინეს რომ 2011 წელს მსოფლიოში 55 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა, ხოლო 2021 წელს – 7 მილიონი. ელექტრომობილების გაყიდვები ბევრგან გაიზარდა, თუმცა ნამდვილი დრაივერი გახდა ჩინეთი, სადაც მათზე მოთხოვნა 2014 წლიდან მკვეთრად გაიზარდა. გასულ წელს ჩინეთში 3,5 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა. 2016 წელს ქვეყანაზე მოდიოდა მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების ნახევარი და მას ...

Read More »

„როიტერი“ – კოსოვოში მოქალაქეები ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებენ

კოსოვში ენერგეტიკული კრიზისის გამო მოქალაქეებს დენს გრაფიკით მიაწვდიან. როგორც კოსოვოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ საგანაგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანა მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, ხოლო იმპორტის ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი. „მომხმარებლებს დენი გრაფიკით მიეწოდებათ. ელექტროენერგია ყოველ ექვს საათში ერთხელ ორი საათით გაითიშება“, – განაცხადეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ 500 მეგავატ/საათ ელექტროენერგიას იღებს, ...

Read More »

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოუწოდებს მოქალაქეებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ. ამის შესახებ განცხადება კლიჩკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, კიეველები მზად უნდა იყვნენ, რომ ზამთარში უკრაინის დედაქალაქში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია მოსალოდნელი. „არ მინდა არავის დაწყნარება და არც იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მკაცრ რეალობაში ვცხოვრობთ და უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სცენარი. ბუნებრივი აირზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ...

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის კანონპროექტიდან

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა  ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც კლიმატის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც აერთიანებს. ჯანდაცვის ვალდებულებებთან ერთად, „ინფლაციის შემცირების აქტი“ $369 მილიარდს გამოყოფს განახლებადი ენერგიისა და სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის. ექსპერტთა ნაწილის აზრით, აშშ-ში, 2030 წლისთვის, ემისიების დაახლოებით 40%-ით შემცირებაა შესაძლებელი. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აქტს უწოდა „კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალურ კრიზისთან საბრძოლველად ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელმაც ყველაზე მდიდარ კორპორაციებს ...

Read More »

ინფლაცია ევროპაში: გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ენერგორესურსებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება

გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანია 10 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს დასაქმებულებს, რათა უკეთ გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას. ივლისში გერმანიაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იყო და 7.5 პროცენტი შეადგინა, მაისში კი ამ მონაცემმა 7.9 პროცენტს მიაღწია, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდიდან მოყოლებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო. კრისტიან ლინდნერი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ხელისუფლება ვარაუდობს, ...

Read More »

ევროკავშირმა, €3-მილიარდიანი „გერმანული მწვანე გათბობის სქემა“ დაამტკიცა

ევროკომისიამ, განახლებადი ენერგიისა და გათბობის პროგრამების მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობის €3-მილიარდიანი სქემა დაამტკიცა. კომისიის განცხადებით, სქემის მიღება გერმანიასა და ევროკავშირს კლიმატის ცვლილებების მიღწევაში დაეხმარება. €2.98 მილიარდი ევროს ღირებულების სქემა, 2028 წელს, მთავრობის გრანტების საშუალებით მწვანე ენერგეტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. გერმანიის მთავრობის გეგმით, 2028 წლამდე, ქვეყანაში ახალი გათბობის ქსელები უნდა დამონტაჟდეს, რომლებიც მინიმუმ 75%-ით განახლებად ენერგიასა და ნარჩენ სითბოზე იმუშავებს კომისიის განცხადებით, ...

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

ISET: მწვანე სამუშაო ადგილებზე დაინტერესება არ იქნება, თუ მოთხოვნას ბიზნესი არ შექმნის

ახალი კლიმატის პოლიტიკისა და ვალდებულებების გამო მომდვენო ათწლეულების განმავლობაში გლობალურად მილიონობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, მხოლოდ 2030 წლისთვის მწვანე ეკონომიკამ შესაძლოა დამატებით 24 მილიონი ადამიანი დაასაქმოს. მწვანე სამუშაო ადგილები ეხმარება ენერგიისა და ნედლეულის ეფექტურობის გაუმჯობესებას, ამცირებს სათბური გაზების ემისიებს, ნარჩენებსა და დაბინძურებას, ხელს უწყობს ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას და მხარს უჭერს კლიმატიც ცვლილებების შედეგებთან ადაპტაციას. ...

Read More »

ევროპაში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ესპანეთის პრემიერი მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდებს, ჰალსტუხის ტარება შეწყვიტონ ენერგიის დაზოგვის მიზნით

ევროპაში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდა, ჰალსტუხის ტარება შეწყვიტონ ენერგიის დაზოგვის მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურის ფონზე, ევროპის ქვეყნებში კონდიციონერზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ევროპის ენერგეტიკულ სისტემებს აწვება და აძლიერებს შეშფოთებას გაზის დაზოგვის ძალისხმევის პერსპექტივებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი რუსეთისგან გაზის მიწოდების ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადადება და ბუნებრივი გაზის ფასების დადგენის გაუმჭვირვალობა – 2021 წლის ინდექსის შედეგები

უკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა DiXi Group, WEG და მოლდოვის და რუმინეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის 2021 წლის ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი აფასებს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და რუმინეთის ენერგეტიკის სექტორების გამჭვირვალობას. შედეგების მიხედვით, აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკის სექტორები საშუალო ან კარგი გამჭვირვალობით ხასიათდებიან. პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა (სარეიტინგო ქულა 80, B+ 100-დან), შემდეგ მოდის უკრაინა (69, C+), საქართველო (61, ...

Read More »