ალტერნატიული ენერგია

ნახშირბადის ნანო მილებისგან დამზადებულ მასალას ელექტროენერგიის წარმოქმნა შეუძლია

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებმა, ნახშირბადის პატარა ნაწილაკების გამოყენებით, ელექტროენერგიის გამომუშავების ახალი გზა აღმოაჩინეს. მკვლევრების თქმით, თხევადი, ორგანული გამხსნელი, ელექტრონებს ნაწილაკებისგან იღებს და წარმოქმნის დინებას, რომელიც, შესაძლოა,  ქიმიური რეაქციების წარმართვისთვის ან მიკრო თუ ნანომასშტაბიანი რობოტების ასათვისებლად იქნას გამოყენებული. “ეს მექანიზმი და ენერგიის გამომუშავების გზა სრულიად ახალია. ახალი ტექნოლოგია დამაინტრიგებელია, რადგან ნაწილაკების ფენაში მხოლოდ გამხსნელის გატარებაა საჭირო. ეს საშუალებას გაძლევთ, ელექტროქიმია ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

“განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას ყურადღება დაეთმობა”

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას დიდ ყურადღებას დაუთმობს. “ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 000 მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა. ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ...

Read More »

აშშ-მ მზის პანელებისთვის საჭირო კომპონენტების ჩინეთიდან იმპორტი აკრძალა

აშშ-ის ხელისუფლებამ აკრძალა მზის პანელების წარმოებისთვის აუცილებელი საჭირო მასალების ჩინეთიდან იმპორტი, რომელსაც აწარმოებს ჩინური კომპანია Hoshine Silicon Industry. მიზეზი ამ კომპანიაში დადასტურებული იძულებითი შრომის ფაქტებია. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ Hoshine Silicon Industry და კიდევ 4 ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა იმ მიზეზით, რომ ისინი იყვნენ დაკავშირებული სინცზიან-უიღურის ავტონომიურ ოლქში „ადამიანის უფლებების დარღვევისა ...

Read More »

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ავტოსადგომზე საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელსადგური დამონტაჟდა

კომპანია „სოლარ ენერჯი ჯორჯია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ავტოსადგომზე დაამონტაჟა საქართველოში ყველაზე მძლავრი პარკინგის მზის ელსადგური. მზის სადგურის პიკური სიმძლავრე 300 კილოვატია. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში, ლიეტუვურმა კომპანია JSC „Saulės grąža“-მ განახორციელა. თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ...

Read More »
საქართველოს ქარის პირველი სადგური 2016 წლის გაზაფხულზე ექნება

ქარის ინდუსტრია ძველი ტურბინების ნაგავსაყრელზე განთავსების აკრძალვას ითხოვს

ევროპის ქარის ენერგიის ინდუსტრია მოითხოვს, დასრულდეს ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი მხარე. ინდუსტრიული ჯგუფი Wind Europe-ი ევროკომისიას მოუწოდებს, 2025 წლისთვის აიკრძალოს ტურბინის ამორტიზებული პირების ნაგავსაყრელზე განთავსება. ინდუსტრიული ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივით დაჩქარდება ტურბინების გადამუშავებადი პირების დამზადება. მიუხედავად იმისა, რომ ქარის ენერგია ემისიების შემცირებას უწყობს ხელს, ტურბინები შეიძლება ნარჩენების წყარო გახდეს. შესაძლებელია, ქარის გენერატორების სტრუქტურების უმეტესი ნაწილის გადამუშავება, მაგალითად, ფოლადის კოშკებისა და ...

Read More »
ჩილეში მზის ენერგიის ჭარბი გამომუშავების გამო, მისი ტარიფი განულდა

მზის პანელების ფასის რეალური კრიზისი ჯერ არ დაწყებულა

ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი დეფლაციური ტენდენცია შეჩერების პირასაა. შედეგებმა კი შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების გლობალურ შესაძლებლობებზე. 1950-იანი წლებიდან ნახევარგამტარული ჩიპების შემცირებულმა ღირებულებამ სამყარო გარდაქმნა, რის შედეგადაც კომპიუტერები ძვირადღირებული სამრეწველო ქარხნული ნაწარმიდან ჩვენს სმარტფონებად, საათებად, მანქანებად და მაცივრებად იქცა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსგავსი რამ სხვა კრიტიკული ნახევარგამტარების, მზის ენერგიის ელემენტების შემთხვევაშიც მოხდა. პანელის მოდულები, რომელთა ღირებულება 2010 წელს 1 კვტ-ზე $1,870-ს შეადგენდა, ...

Read More »

ნიდერლანდებში წყალბადის ბირჟის შექმნა იგეგმება

ნიდერლანდებში, სადაც მსოფლიოს ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი მდებარეობს, შესაძლოა წყალბადის ბირჟა შეიქმნას. პროექტის სახელწოდებაა HyXchange. ექსპერტის დასკვნების თანახმად, წყალბადის ბირჟის პრაქტიკული ორგანიზება მოითხოვს სერტიფიცირებას,  ბაზრის შექმნას (სიმულაციის დასაწყისში), ფასების ინდექსს და მოცულობების დაბალანსებისა და წყალბადის შენახვის მექანიზმების შექმნას. წყალბადის ფასების ინდექსში გათვალისწინებული უნდა იყოს მისი წარმოების მეთოდი და მიღწეული CO2–ის ემისიის შემცირების ხარისხი. წყალბადის გლობალური ბაზარი შეიძლება 2040 ...

Read More »
საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

USAID საქართველოში ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას წაახალისებს

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით საქართველოში ახალი, 5-წლიანი პროგრამა იწყება და მისი მიზანი ენერგობაზრის განვითარებაა. „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, მოიზიდავს ინვესტიციებს და წაახალისებს განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას. ჩვენი პროგრამა საქართველოს სტაბილური და სანდო ელექტროენერგიის მოპოვებაში დაეხმარება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის სჭირდება. ენერგო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს ...

Read More »
საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით “მწვანე” პროექტებმა ნახშირწყალბადების პროექტებს პირველად გაუსწრო

2021 წელს მსოფლიოს წამყვანი  ბანკების მიერ “მწვანე” ენერგიების პროექტებისთვის გაცემულმა სესხების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა წიაღისეული საწვავის პროექტებისას. “ბლუმბერგის” ანალიტიკოსების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა დააფინანსეს სხვადასხვა ”მწვანე” პროექტები 203 მილიარდი დოლარით, ხოლო ნახშირწყალბადების მრეწველობამ “მხოლოდ” 189 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა 2015 წლის პარიზის შეთანხმების დადების დღიდან. 2016 წლიდან 2020 წლამდე სესხის გაცემის დინამიკა ...

Read More »

ლონდონის მეტრო მალე სრულად განახლებადი ენერგიით იმუშავებს

განახლებადი ენერგია სამყაროს მთავარი ტრენდია და შორს არ არის ის მომავალი, როცა ის პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლებს სხვა წყაროებს. დიდი ქვეყნები ცდილობენ, რომ ენერგეტიკულ პროგრესს არ ჩამორჩნენ, მათ შორის არის ქალაქი ლონდონიც. რომელმაც დაანონსა, რომ 2030 წლისთვის ქალაქის ცნობილი სარკინიგზო ქსელი სრულად განახლებადი ენერგიით მომარაგდება. ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მიერ გამოყენებულ ენერგიას აჭარბებს. British Business Energy- ს ...

Read More »