ალტერნატიული ენერგია

ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

მავრიტანია და BP-ი მწვანე წყალბადის პროექტების განვითარებაზე შეთანხმდნენ

ბრიტანულ ენერგეტიკულ კომპანია BP-სა და მავრიტანიას შორის, მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალის შესასწავლად, შეთანხმება გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმი დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, სადაც კომპანია უკვე მუშაობს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) დიდ ობიექტზე, BP-ის მუშაობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ვადისა და სხვა დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. გეგმის თანახმად, საწყის ეტაპზე, ბრიტანული ენერგოგიგანტი ხმელეთზე ქარისა და მზის ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო პროექტების მშენებლობის შესაძლებლობებს ...

Read More »

გადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკის საწვავზე ამყარებს

გადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკზე ამყარებს. ამ სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამიაკის საწვავი იქნება მომავალში  ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საწვავი. ეს ნივთიერება უხვად მოიპოვება, ადვილია მისი შენახვაც და ტრანსპორტირებაც. თუმცა სატვირთო გადაზიდვის ინდუსტრია ამიაკის საწვავზე რომ გადავიდეს, ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო. ამიაკი ადვილად ინახება გლობალურ დონეზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 3 პროცენტი სწორედ გადაზიდვის ინდუსტრიაზე მოდის. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის ...

Read More »

საქართველოში განახლებადი ენერგიის წილი 2021–ში 4,5 პპ–ით გაიზარდა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის 65% ჰიდროენერგიაზე მოდიოდა, ხოლო 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 4,5 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 69,5%-ს მიაღწია. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%–ის ათვისება ხდება დღეს ჰიდროელექტროგენერაციისთვის. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) თავის ფბ–გვერდზე იმ 5 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს, რომელთა ელექტროგენერაციაში 90%–ზე მეტი უკავია განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას: 2020 წლის მონაცემებით, ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე – „განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ”

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა დააანონსა მხარდაჭერის ახალი სქემა ენერგეტიკაში, თუ როგორ შეიძლება, მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების განვითარებას საქართველოში. დღეს შევხვდით სწორედ პოტენციურ ინვესტორებს, ასევე, დეველოპერებს, რომლებსაც უკვე აქვთ პროექტები განვითარების გარკვეულ ეტაპზე და ავუხსენით, თუ რა სარგებელი შეიძლება, ნახონ ამ ახალი მხარდაჭერის სქემით და როგორ მუშაობს ეს სქემა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან და შეჯერებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რომ საქართველოში გვქონდეს განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით კერძო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები, რათა ენერგეტიკული პროექტები უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პოტენციურ ინვესტორებსა და დეველოპერებს განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ...

Read More »

განახლებად ენერგიაზე სწრაფმა გადასვლამ შეიძლება დაზოგოს $12 ტრილიონი 2050 წლისთვის

კლიმატური ცვლილებების გზაზე ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაბრკოლება არის ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. თუმცა Joule Tuesday – ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ყველაფერი პირიქითაა. წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ენერგო სისტემიდან განახლებაზე დამოკიდებულ ენერგო სისტემაზე სწრაფი გადასვლით დაიზოგება მსოფლიო მასშტაბით ტრილიონი დოლარი, 2050 წლისთვის. „გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ სუფთა მწვანე ენერგიაზე გადასვლა იქნება მტკივნეული, ძვირადღირებული და მოითხოვს მსხვერპლს ყველა ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

COP27: ევროპის ქვეყნები, ოფშორული ქარის ენერგიის გამომუშავების გასაზრდელად, საერთაშორისო ალიანსს უერთდებიან

ეგვიპტეში გამართული კლიმატური სამიტის ფარგლებში, ევროპის, აზიისა და ამერიკის ცხრა სახელმწიფო ოფშორული ქარის ენერგიის გამომუშავების გასაზრდელად, საერთაშორისო ალიანსს შეუერთდნენ. ქვეყნებს შორის, რომელთაც „გლობალური ოფშორული ქარის ალიანსს“ (GOWA) ხელი მოაწერეს, არიან: ბელგია, კოლუმბია, გერმანია, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. ალიანსის მიზანი ქარის ენერგიის გამომუშავების ზრდა და კლიმატის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების კრიზისების დაძლევაა. GOWA, რომელიც განახლებადი ენერგიის ...

Read More »

შეიქმნა სისტემა, რომელიც მზის ენერგიას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ინახავს

შვედეთის „ჩალმერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც მზის ენერგიას თხევადი სახით თვრამეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავს. შანხაის „ძიაო ტონგის უნივერსიტეტთან“ (SJTU) თანამშრომლობით, მოწყობილობა, თერმოელექტრული გენერატორის გამოყენებით, უკვე შემოწმდა და დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნისამებრ გამომუშავება შეუძლია. „მზის მოლეკულური თერმული სისტემის“ (MOST) ტექნოლოგიაზე „ჩალმერის“ გუნდი ათი წელი მუშაობდა. როგორც უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, MOST-ი შესაძლოა, ძალიან მალე დაბალი სიმძლავრის ელექტრომოწყობილობების ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე ქარის ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ეგვიპტის პრეზიდენტებმა მსოფლიოში ქარის ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკულ ფირმა Masdar-სა და ეგვიპტის განახლებადი ენერგიის მთავარ დეველოპერ Infinity-ისა და Hassan Allam Utilities-ს შორის გაფორმდა. Masdar-ი განახლებადი ენერგიის აქტივების პორტფელს ფლობს, რომელთა ერთობლივი ღირებულებაც $20 მილიარდს აჭარბებს, საერთო მოცულობა კი 15 გიგავატზე მეტია. 10-გიგავატიანი ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი ფლორიდაში, პრაქტიკულად, უვნებელია ქარიშხალი იანის შემდეგ

ქარიშხალმა იანმა სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდაში მასიური ნგრევა გამოიწვია, შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მრავალი მათგანი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა. თუმცა ნგრევის შუაგულში, მზის ენერგიაზე მომუშავე პატარა დასახლება, მიუხედავად მისი მდებარეობისა, პრაქტიკულად, უვნებლად გადარჩა. ბებქოქის რანჩო მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქია, სადაც დაახლოებით 2000 სახლი და 700 000-ზე მეტი მზის პანელი დგას. ბებქოქის თითქმის ყოველი შენობა ენერგოეფექტურობასა და ცუდ ამინდთან გამკლავებაზეა გათვლილი. საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ...

Read More »