ალტერნატიული ენერგია

იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ბირთვული ენერგიის უსაფრთხოება

არის თუ არა ბირთვული ენერგია უსაფრთხო? ეს არის ის პრობლემა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას. საფრანგეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ ბირთვული ენერგიის გამოყენებას, ავსტრია და გერმანია კი ეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბირთვული ენერგია უსაფრთხოა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ევროპას სჭირდება ბირთვული ენერგია. უკვე ადამიანებიც ხვდებიან, რომ ეს არის მეცნიერება და ...

Read More »
ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან

მსოფლიოში პირველი ტრანსნაციონალური მზის პანელების ქსელი ამოქმედდება

მსოფლიოში პირველი ტრანსნაციონალური მზის პანელების ქსელი, რომელიც One Sun, One World, One Grid-ის (OSOWOG) ინიციატივის სახელითაა ცნობილი, 2022 წლის ოქტომბერში ამოქმედდება. ინფორმაციას International Solar Alliance-ის გენერალური დირექტორი ავრცელებს. Telegraph-თან ინტერვიუში დოქტორმა მათურმა დაადასტურა, რომ OSOWOG-ის გეგმების შესახებ გლაზგოში, კლიმატის COP26-ის კონფერენციაზე გახდება ცნობილი. OSOWOG-ის ინიციატივის ფარგლებში ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ერთმანეთს 140 ქვეყანა დაუკავშირდება. მზის პანელების ქსელის მიზანი არაგანახლებად ...

Read More »
გეოთერმული ენერგია: დედამიწის სითბოს საზრიანი გამოყენება

OECD ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე საექსპორტო კრედიტის გაცემას წყვეტს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის საექსპორტო კრედიტების გაცემას შეწყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას OECD ავრცელებს. შეთანხმებას უერთდებიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ევროკავშირი, იაპონია, კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. OECD-ს განაცხადებით, აკრძალვა ეხება ნახშირზე მომუშავე ახალ ელექტროსადგურებს, რომლებიც ნახშირბადის შთანთქმის, უტილიზაციისა და შენახვის ოპერაციის გარეშე (CCUS) ფუნქციონირებს. არსებული ქვანახშირის ელექტროსადგურებისთვის ...

Read More »

მცენარეებისგან წარმოებული საავიაციო საწვავით გამონაბოლქვის 68%-ით შემცირებაა შესაძლებელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯორჯიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარისგან, Brassica carinata-სგან წარმოებული საავიაციო საწვავით გამონაბოლქვის 68%-ით შემცირებაა შესაძლებელი. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა GCB Bioenergy-ში გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ატმოსფეროში გამოყოფილი მავნე ნივთიერებების დაახლოებით 2,4%-ზე პასუხისმგებელი ავიაინდუსტრია იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი საავიაციო ტრანსპორტის გამონაბოლქვის წილი კლიმატის ცვლილების დაჩქარებაში ...

Read More »

უკრაინა ევროკავშირში წყალბადის ექსპორტს 2024 წლამდე დაიწყებს

უკრაინა, ოპტიმალური სცენარის მიხედვით, ევროკავშირში წყალბადის ექსპორტს 2024 წლამდე შეძლებს. წყალბადის მიღება კი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა. „ევროკავშირმა აღნიშნა უკრაინა, როგორც პრიორიტეტული პარტნიორი ევროპელი მომხმარებლებისთვის ენერგიის ახალი წყაროს მიწოდებაში. ჩვენ გვაქვს რესურსები, პოლიტიკური ნება და ამბიცია გავხადოთ უკრაინა „მწვანე“ წყალბადის საკვანძო მიმწოდებელი ევროკავშირისთვის. ამ ტიპის პროექტები უკვე ამოქმედებულია და ოპტიმისტური ...

Read More »

მსხვილი იაპონური კორპორაციები საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით დაინტერესდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ასევე განიხილეს საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები. „შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, აგრეთვე მსხვილი იაპონური კომპანიების – Kansai Electric Power-ისა და Itochu Corporation-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები. ...

Read More »

ლიეტუვას მთავრობის დახმარებით 350 ათას ევროს ღირებულების განახლებადი ენერგიის პროექტი განხორციელდა

მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრამ, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, წარმატებით განხორციელებული განახლებადი ენერგიის პროექტი წარადგინეს. პროექტი, რომლის ღირებულება 350 ათას ევროს შეადგენს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ლიეტუვას მთავრობის დახმარებით და უშუალოდ ელჩის აქტიური მონაწილეობით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორს, ბატონ გიორგი ჩიქოვანს მიუძღვის. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებულ ...

Read More »

განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობისა და ოპერირების პრობლემატიკა საქართვერლოში

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობისა და ოპერირების პრობლემატიკაზე ისაუბრეს. აბრამიშვილის თქმით, ენერგეტიკის სფეროში მთავარი პრობლემატიკა, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატს აფერხებს, ხელშეწყობის ინსტრუმენტების არარსებობაა. მისივე თქმით, აღნიშნულის გარეშე თავისუფალ ბაზარზე ინვესტორების მხრიდან ნდობა წარმოუდგენელია, რადგან ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციის ამოღება დაახლოებით 10- 15 ...

Read More »

პორტუგალიაში 219 მგვტ-იანი მზის ელექტროსადგური აშენდა

ირლანდიურმა ფირმა WElink Group-მა და ჩინურმა China Triumph International Engineering Co. Ltd-მა (CTIEC) პორტუგალიაში, ალგრავეს რეგიონში 219 მგვტ-იანი Solara 4-ის პროექტი დაასრულეს და თვის ბოლოსთვის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რეგიონულ ქსელშიც ჩაეშვება. ელექტროსადგური, ქვეყნის მასშტაბით, მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურებს შორის უდიდესია, ის ასევე ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც ევროპაში სუბსიდიის გარეშე აშენდა. სადგური, საერთო ჯამში, 320 ჰექტარის ტერიტორიას ფარავს და 661 500 მზის პანელისგან შედგება, რომელიც 382 გგვტ.სთ მზის ენერგიას ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

საფრანგეთი 2030 წლისთვის მცირე ბირთვულ რეაქტორებს ააშენებს

საფრანგეთის მთავრობა დაეხმარება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიას Electricite de France-ს (EDF) 2030 წლისთვის ეგრეთ წოდებული მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების (SMR) განვითარებაში. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავს, რომ ის გლობალური ნახშირბადის ემისიების შემცირების გასაღებს ბირთვულ ენერგიაში ხედავს. ეს ასევე ხდება მაშინ, როდესაც საფრანგეთი და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ატომური ენერგია, რომელიც წარმოქმნის ტოქსიკურ ნარჩენებს, მაგრამ ძალიან ...

Read More »