მსოფლიოში უმსხვილესი სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანია Maersk-ი აცხადებს, რომ 2023 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალ ხომალდებზე გადასვლას გეგმავს. აღნიშნულს კომპანია 2030 წლისთვის გეგმავდა, თუმცა გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გეგმები შვიდი წლით გადმოსწიეს. დანიური კომპანიის განცხადებით, ახალი ხომალდები ბიო-მეთანოლზე იმუშავებს. ცნობისთვის, კარბონ-ნეიტრალური ნიშნავს, რომ ჰაერში ნახშირორჟანგი ნაკლებად გაიფრქვევა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საერთაშორისო გადაზიდვებზე გლობალურად CO2 გამონაბოლქვის დაახლოებით 2% მოდიოდა. „ჩვენ შევისწავლეთ ...
Read More »