Author Archives: energy

ნავთობის ფასი 10 დოლარამდე დაეცემა – საუდის არაბეთი ვაბანკზე მიდის

ნავთობის ფასი 10 დოლარამდე დაეცემა – საუდის არაბეთი ვაბანკზე მიდის

  საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ნაიმის განცხადებით, თვალსაწიერ მომავალში ნავთობის ფასი ერთ ბარელზე მხოლოდ 10 დოლარი იქნება. შავი ოქროს ფასტან დაკავშირებული სენსაციური განცხადება მინისტრმა ჯერ კიდევ ახალ წლამდე 10 დღით ადრე  MEES-თან ჩაწერილ ინტერვიუში გააკეთა, თუმცა, ეს ინფორმაცია რუსულმა მედიამ არ გაასაჯაროვა. რუსულმა მხარემ ყურადღება ინტერვიუდან ამოკრეფილ რამოდენიმე უმნშვნელო ნაწყვეტზე გაამახვილა, სადაც ნახსენებიც კი არ იყო, ნავთობის ფასთან დაკავშირებით, ...

Read More »
ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხი გადაწყვეტილი არ არის

ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხი გადაწყვეტილი არ არის

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს. სამინისტრო განცხადებას ავრცელებს მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც ირანი იწყებს საქართველოსთვის აირის მიწოდებას სომხეთის გავლით, ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, დღიურად, 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით. “უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად, ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი. აქვე ...

Read More »
ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

2015 წელი ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე წელიწადი იყო. ბევრი, საინტერესო პროექტი განხორციელდა, როგორც გენერაციის ისე ინფრასტრუქტურის ნაწილში. როგორც ცნობილია, საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰიდროენერგეტიკის განვითარებაა, სწორედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები არის ჩატარებული და ბევრ პროექტს რეალური პერსპექტივა გამოუჩნდა. ამ ეტაპზე 104  პროექტის  განხორციელება სხვადასხვა  ეტაპზეა. მათი  ჯამური  დადგმული სიმძლავრე  3,000  მგვტ-ს  აღწევს,  მოსალოდნელი  გამომუშავება  დაახლოებით  12  მილიარდ კვტ.სთ-ს  უდრის  ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

ნამახვანის ჰესების კასკადის ახალი პროექტით კასკადის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი აღარ დაიტბორება, ხოლო ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 17 მეგავატით შემცირდება. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, გარემოს დამცველები და ენერგეტიკოსების ნაწილი “ხუდონის” პროექტის შეცვლასაც ითხოვენ, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში პროექტის გადაკეთებას კატეგორიულად გამორიცხავენ. ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთხელ გამოცხადდა. პროექტის ინიციატორებს იმედი აქვს, რომ კასკადის მშენებლობა აღარ გადაიდება და 2016 წლის პირველ ...

Read More »
სემეკ-მა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 9 ჰიდროელექტროსადგურს დაუდგინა

სემეკ-მა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 9 ჰიდროელექტროსადგურს დაუდგინა

სემეკ-მა 2016 წლისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები ცხრა ჰიდროელექტროსადგურს დაუდგინა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კომისიამ დღეს საჯარო სხდომაზე წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა. ცვლილებები შევიდა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში. კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 2016 წლისათვის 9 ჰიდროელექტროსადგურს დაუდგინდა. სემეკ-ის ინფორმაციით, დღეს დამტკიცებული ტარიფები 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 2016 წლის ...

Read More »
აფბა: 2016 წელს ენერგოსექტორის ყველაზე დიდი გამოწვევა ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იქნება

აფბა: 2016 წელს ენერგოსექტორის ყველაზე დიდი გამოწვევა ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იქნება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ 2015 წლის მიწურულს,  მიმდინარე წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულ მნიშვნელოვან მოვლენებს და იმ გამოწვევებს აფასებს, რაც დარგს მომავალი წლისთვის ექნება. როგორც „აფბა“-ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, მიმდინარე წელი საკმაოდ საინტერესო იყო ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით და ენერგეტიკის სექტორისთვის საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს რეალური პერსპექტივა გამოუჩნდა. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი ენერგეტიკისთვის ...

Read More »
როგორია ჰესების მშენებლობის ეკონომიური ეფექტი?

როგორია ჰესების მშენებლობის ეკონომიური ეფექტი?

ჰესების მშენებლობა ჩვეულებრივ უფრო ძვირი ჯდება ვიდრე იგივე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. ამავე დროს, ჰესების ექსპლოატაცია ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე თბოსადგურებისა და ატომური სადგურების ექსპლოატაცია. არ საჭიროებს საწვავს, მცირეა ხარჯები რემონტზე, ასევე მცირეა მომსახურე პერსონალის ოდენობა. დიდ დიაპაზონში მანევრირების გამო ჰესები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვანი ოდენობის ძვირადღირებულ პიკურ ელექტროენერგიას. იმის შემდეგ რაც ჰესი გამოისყიდის მშენებლობის ხარჯებს, ელექტროენერგიის ღირებულება მნიშვნელოვნად მცირდება. თავდაპირველი დიდი ...

Read More »
მშვიდობით ბენზინო! Toyota-მ წყალბადზო მომუშავე  ავტომობილების სერიული გამოშვება დაიწყო

ტოიოტამ წყალბადზე მომუშავე ავტომობილების სერიული გამოშვება დაიწყო

იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა ტოიოტამ დაიწყო მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე ძრავის მქონე მანქანების სერიული გამოშვება. ახალი სედანი «Mirai» მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, ცუდი გამონაბოლქვის ნაცვლდ კი აწარმოებს სუფთა წყალს. კონსტრუქტორები აცხადებენ, რომ ავტომანქანის ერთხელ გამართვა საკმარისი იქნება 650 კმ მანძილის გასავლელად. Toyota-მ თავისი პირველი წყალბადზე მომუშავე სედან «Mirai»-ის გაყიდვა ქვეყნის შიგნით მიმდარე თვეში დაიწყო. 2016 წლიდან დაანონსებულია ავტომობილის აშშ-ში გაყიდვა. ახალი ავტომობილის ფასი იაპონიაში შეადგენს 60 000 ...

Read More »
დიმიტრი ქუმსიშვილი: აზერბაიჯანული გაზი პრიორიტეტულია საქართველოსთვის

დიმიტრი ქუმსიშვილი: აზერბაიჯანული გაზი პრიორიტეტულია საქართველოსთვის

აზერბაიჯანული გაზი პრიორიტეტულია საქართველოსთვის, – განუცხადა სააგენტო Trend -ს ოთხშაბათს, ჯერ კიდევ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან აზერბაიჯანულ სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ტექნიკური საკითხები განიხილება. „პირდაპირი, ან სხვა სახით, რუსული გაზის მოწოდებაზე არანაერი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, – განაცხადა ქუმსიშვილმა. რაც შეეხება ირანული გაზის მიღებას, დღეისათვის არც ამ მიმართულებით მიდის მოლაპარაკებები. ამასთან, ქუმსიშვილმა ...

Read More »
ოთხმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მემორანდმუმს ხელი მოაწერა

ოთხმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მემორანდმუმს ხელი მოაწერა

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქ. ერევენში  საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდმუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს,   ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის ...

Read More »