Author Archives: energy

რომელია თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დაბინძურებული უბნები

რომელია თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დაბინძურებული უბნები

თბილისის ცენტრალურ ტერიტორიებს შორის, ჰაერის და გარემოს სისუფთავით ბაგები ლიდერობს, სადაც ხმაურის და გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება. ბაგებთან ერთად, ქალაქის ყველაზე მწვანე ზონად კუს ტბის ტერიტორია გვევლინება, ცენტრიდან შედარებით მოშორებით მყოფ უბნებში კი, მოწინავე პოზიციას ვაშლიჯვარი იკავებს. კვლევა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, ეკოლოგიურად სუფთა უბნების რეიტინგის მეორე ადგილს დიდი დიღმის, თემქის, ორხევის, ლოტკინის და ნავთლუღსა ...

Read More »
"რუსეთი არ იმსახურებს წილს ნავთობბაზარზე"

“რუსეთი არ იმსახურებს წილს ნავთობბაზარზე”

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი ნავთობზე 10 დოლარიან ფასს პროგნოზირებს საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ნაიმის განცხადებით, თვალსაწიერ მომავალში ნავთობის ფასი ერთ ბარელზე მხოლოდ 10 დოლარი იქნება. ალი ალ-ნაიმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც განაცხადა რომ საუდის არაბეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაეცემა ნავთობის ფასი. “ფასი იქნება 20, 40 თუ 60 დოლარი, ჩვენთვის განსხვავება არ აქვს”, ციტირებს გამოცემა “ინსაიდერი“. ...

Read More »
ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის ბირჟაზე WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კიდევ 0,57 პროცენტით შემცირდა და ერთ ბარელზე 33,08 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება „ბრენტის“ ტიპის ნავთობს, მისი ფასი 0,65 პროცენტით შემცირდა. შედეგად, ერთი ბარელის ფასი ბოლო მონაცემებით, 33,53 დოლარს შეადგენს. მსოფლიოში ნავთობის ფასების დაცემა ბაზარზე მარაგის გადაჭარბებულმა მიწოდებამ განაპირობა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „შავი ოქროს“ ფასი კიდევ შემცირდება. ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ღირებულება დაახლოებით 230-250 მლნ დოლარი იქნება

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ღირებულება დაახლოებით 230-250 მლნ დოლარი იქნება

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 230-250 მილიონ აშშ დოლარი იქნება და მისი განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. კალაძის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, ჰქონდეს ამგვარი გაზსაცავი და საქართველოსთვისაც ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. “ჩვენ ვგეგმავთ 2016 წელს დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. კვლევები მიმდინარეობს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 230-250 მილიონ აშშ ...

Read More »
ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება მას მერე, რაც ვადა გაუვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის კონტრაქტს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ნახევარკუნძულისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფდა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 1 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დიდი ალბათობით აღარ განაახლებს კონტრაქტს, ვინაიდან უკრაინა კვლავაც მოითხოვს, რომ მასში ყირიმი მოხსენიებული იყოს, როგორც უკრაინის ნაწილი. წყარო: რადიო ...

Read More »
ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

ახალი წლის დადგომასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება ქვეყნის გაზმომარაგების დივერსიფიცირების თემა. გასულ წელს საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა „გაზპრომთან“ დაწყებულ მოლაპარაკებებს. იყო საუბარი იმაზე, რომ მთავრობა მომწოდებელთა მრავალფეროვნების მიღწევას ცდილობს. ითქვა ირანული გაზის იმპორტის პერსპექტივაზეც. წელი სწორედ ირანულ გაზზე განცხადებებით დაიწყო: ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები “გაზპრომთან” ექნება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ...

Read More »
SOCAR–ი საქართველოში გაზის ტერმინალის მშენებლობის საჭიროებას ვერ ხედავს

SOCAR–ი საქართველოში გაზის ტერმინალის მშენებლობის საჭიროებას ვერ ხედავს

SOCAR–ი უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს შავიზღვისპირეთში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ ტენეარხ ANS–სთვის მიცემულ ინტერვიუში SOCAR–ის ინვესტიციების სამმართველოს ხელმძღვანელმა ვაგიფ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის მომხმარებელი ქვეყნები ექსპორტიორების სიახლოვეს მდებარეობენ. „ამასთან, რეგიონში არ არის გათხევადებული ბუნებრივი გაზის მსხვილი მომხმარებელი, ტერმინალი კი იმისთვისაა საჭირო, რომ დიდი მოცულობები შეინახოს. ამ მიზეზით ახლა ინვესტიციების ტერმინალში ჩადება არაპრაქტიკული იქნებოდა. SOCAR–ს ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა”  ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტის განვითარებისთვის ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ნამახვანის პროექტი მოიცავს ორი ჰესის მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ. პროექტის განხორციელების მოდელია „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება“. პროექტის ღირებულება 730 მილიონი დოლარია, პროექტი განთავსებულია წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” განმარტავს, რომ პროექტი პასუხობს საქართველოს გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და  ემსახურება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. მთავარი მიზანი ენერგოუსაფრთხოების გაზრდა, რიონის ...

Read More »
რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი

რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი

2016 წელი ნავთობის მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი უკვე 33 დოლარს ქვემოთ დაეცა და 11-წლიანი რეკორდიც მოხსნა. დასავლური მედიის ინფორმაციით, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და აშშ-ის მარაგის ზრდამ გამოიწვია. შავი ოქროს გაიაფების პარალელურად, გაუფასურდა რუსული რუბლი. გუშინ ერთმა დოლარმა – 74 რუბლს, ევრომ კი 80 რუბლს გადააჭარბა. საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფებულა. როგორც სპეციალისტები ...

Read More »
რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაში შეფერხებები მოხსნილია

რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაში შეფერხებები მოხსნილია

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დიდთოვლობის გამო არსებობდა შეფერხებები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემზე, კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია საქართველოს რუსეთიდან შემოაქვს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია. “დიდთოვლობის გამო გარკვეული პრობლემები ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ხარვეზები გვქონდა. ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებულია. ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის ...

Read More »