Author Archives: energy

საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

გაზპრომი თანახმაა, სომხეთში გატარებული ტრანზიტის ძველი პირობები წლის ბოლომდე ძალაში დატოვოს. შეთანხმებას საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკების პროცესში მიაღწია. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, დადებითი პასუხი რუსეთიდან უკვე მიღებულია, – იტყობინება ტელეკომპანია “იმედი”. შეგახსენებთ, გაზპრომი სომხეთში გატარებული გაზის საფასურის  მონეტიზაციას ითხოვდა. ამ დრომდე კი, საქართველო ტრანზიტის საფასურს ნატურის სახით, გატარებული გაზის 10% იღებდა.

Read More »
ვოლსკი: ჩვენი პოზიციები გაზპრომთან გაძლიერებულია

ვოლსკი: ჩვენი პოზიციები გაზპრომთან გაძლიერებულია

აზერბაიჯანმა ტექნიკური რესურსი გამონახა, რამაც ბაზარზე ჩვენი პოზიციები გააძლიერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, გაზმომარაგების პროცესში საქართველოს ძირითადი და სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანია, ხოლო კომპანია “გაზპრომის” წილი ამ პროცესში ძალიან მცირეა. “როდესაც რამდენიმე პარტნიორს ელაპარაკები, რასაკვირველია, არსებობს კომერციული დაინტერესებაც და რასაკვირველია, არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აზერბაიჯანთან გაგვაჩნია. აზერბაიჯანს არ ჰქონდა მოწოდების გაზრდის ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ მცირდება

ნავთობის ფასის კლების ფონზე წარმოების შემცირების თემა კვლავ აქტუალურია. ოპეკის წევრი ქვეყნები და ის სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში, უახლოეს პერიოდში განიხილავენ საკითხს ივნისის თვემდე ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. მადუროს განცხადებით, მხარეები ასევე განიხილავენ სანავთობო ბაზრის აღდგენის სხვადასხვა შეთავაზებას, რომელსაც წარმოადგენს ვენესუელა. ამასთან ირკვევა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ნავთობის მინისტრმა ბიჯანა ზანგანემ. ...

Read More »
"სოკარსა" და "რუსთავის აზოტის" წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია

“სოკარსა” და “რუსთავის აზოტის” წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია

კომპანია “სოკარის” ხელმძღვანელებს “რუსთავის აზოტის” წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდათ, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, ალბათ, უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება და პრობლემა მოიხსნება , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, “რუსთავის აზოტში” არსებული პრობლემების კომენტირებისას განაცხადა. კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვერც თანამშრომლების დათხოვნის შესაძლებლობას ხედავს. “არავის, არავის დათხოვნა არ მოუწევს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, არანაირი 6 ...

Read More »
"სოკარს საქართველოს ბაზარზე გაზპრომის უმნიშვნელო წილიც არ აწყობს"

სოკარს საქართველოს ბაზარზე გაზპრომის უმნიშვნელო წილიც არ აწყობს

სოკარს საქართველოს ბაზარზე კონკურენტი „გაზპრომის“ უმნიშვნელო წილით მონაწილეობაც არ აწყობს. კორპორაციული სექტორისთვის გაზის გაიაფებაზე სოკარის გადაწყვეტილება ექსპერტმა არჩილ მამათელაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროსთან” შეაფასა. ამასთან აღნიშნა, გადაწყვეტილებაზე მხოლოდ კონკურენციის შიშის ფაქტორს არ უმოქმედია. გაიაფება გლობალური ტრენდითაც არის განპირობებული, საერთაშორისო ბაზარზე გაიაფების ტენდენციაა და “სოკარის” სატარიფო პოლიტიკაც ადეკვატური. წყარო: Gbc.ge

Read More »
ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე  და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.  “ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან ერთი მხრივ, ხაშურამდე და მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე”, – განაცხადა ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრმა ისაუბრა პროექტების დაჩქარებაზეც და განაცხადა, რომ რამდენიმე პროექტზე დაგეგმვა 2-3 თვით გადმოიწია. ...

Read More »
"რუსთავის „აზოტს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის“

“რუსთავის „აზოტს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის“

რუსთავის „აზოტი“ „სოკარს“ ტარიფის გადახედვას სთხოვს. ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, რუსთავის „აზოტს“ ფუნქციონირებისთვის არანაირი პრობლემა არ შეექმნება. კალაძის ინფორმაციით, „სოკარის“ წარმომადგენლები „აზოტის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ და როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, ხელშეკურლება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაფორმდება. „როგორც ვიცი, „აზოტთან“ ჰქონდათ შეხვედრა კომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელებს, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია და ალბათ, უახლოეს დღეებში ხელშეკრულება იქნება „აზოტთანაც“ გაფორმებული და პრობლემა მოხსნილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ. მისივე ...

Read More »
ისტორიული ხელშეკრულება "სოკართან", სოციალური გაზის შემცირებული ფასი და კალაძის მტკიცე პასუხი "გაზპრომს"

ისტორიული ხელშეკრულება “სოკართან”, სოციალური გაზის შემცირებული ფასი და კალაძის მტკიცე პასუხი “გაზპრომს”

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ “გაზპრომს” ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები არ არის დასრულებული, შესაბამისად, ხელშეკრულებაც არ არის გაფორმებული. “ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ჩვენი ბოლო შეთავაზება, რომლის პირობებია ის, რომ დავრჩეთ ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში ანუ 10% ბუნებრივი აირი ნედლეულის სახით მივიღოთ”, – განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ...

Read More »
როვნაგ აბდულაევი - "სოკარი" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს

როვნაგ აბდულაევი – “სოკარი” საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს

“სოკარი” საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს, – ამის შესახებ “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც როვნაგ აბდულაევმა აღნიშნა, კომპანია “სოკარი” წლებია საქმიანობს საქართველოში და 10 წელია დიდ ინვესტიციას ახორციელებს. “სასიამოვნოა, რომ ჩვენი ეს პარტნიორობა კიდევ უფრო განახლდა და გვაქვს მომავლის ხედვები. გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს სტაბილურად საქართველოს გაზმომარაგებას”, – განაცხადა ...

Read More »
საქართველო აზერბაიჯანისგან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველო აზერბაიჯანისგან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. “მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ...

Read More »