Author Archives: energy

იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანჰესზე“ ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. „საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებგვერდზე განთავსებული საჯარო შეთავაზების პირობების შესაბამისად, მიეწოდათ ენერგეტიკის სფეროში გამოცდილ საერთაშორისო იურიდიული კომპანიებს (ინტერესთა გამოხატვა, ფასთა გამოკითხვა), დაინტერესების შემთხვეევაში წარმოედგინათ წინადადებები. პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით ...

Read More »

საქართველოში საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოში რეგულარის საწვავის ღირებულება საშუალოდ 3 ლარს აღემატება. ასევე რეკორდულ დონემდე არის გაზრდილი სხვა მარკის საწვავის ღირებულებაც. ბოლო პერიოდში, საწვავის ფასი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორისაა ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა. რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:       წყარო: report.ge

Read More »

„გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, რუსულ ენერგოგიგანტს სურს, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პირველი ხაზით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება პირველ ოქტომბერს დაიწყოს. თუმცა, ევროპაში ახალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყების ვადა საბოლოოდ დამოკიდებულია გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე. გაზსადენის ორივე ხაზის ამოქმედება კი პირველი დეკემბრიდან იგეგმება. „ბლუმბერგის“ ცნობით, „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ჯერ კიდევ ...

Read More »

კრიპროვალუტის მწარმოებელი Bitfury „საქართველოს რკინიგზაზე“ 3-ჯერ მეტ დენს მოიხმარს

2021 წლის ივლისში საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის ხარჯი გაიზარდა. თუ ივნისში პირდაპირმა მომხმარებლებმა 288.932 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია დახარჯეს, ივლისში ეს 341.659 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. აღნიშნული ზრდა კი ძირითადად განპირობებულია იმ ცვლილებით, რომლის მიხედვით 1-ლი ივლისიდან პირდაპირ მომხმარებლად ითვლება ის, ვინც თვეში 400 ათას კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. სმხოლოდ ერთ თვეში კრიპროვალუტის მწარმოებელმა კომპანიამ Bitfury „საქართველოს რკინიგზაზე“ 3-ჯერ მეტი დენი ...

Read More »

რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.60(+ 0.91)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.30 (+ 0.95)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს, თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ისნის და სამგორის რაიონები გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძნის, ეფრემ მცირეს, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ოფრეთის, კრწანისის, გორგასლის, იოსებ გრიშაშვილის და ...

Read More »

ჰიდროენერგეტიკის წილმა თურქეთის ენერგო წარმოებაში 20.1% შეადგინა

თურქეთმა ჰიდროენერგეტიკა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა. „ბოლო პერიოდში, ჩვენს მიერ აშენებული ჰესების წყალობით, შევძელით თურქეთის ჰიდროენერგეტიკის სულ სხვა დონეზე აყვანა. თუმცა, აღნიშნულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კვლავაც გავაგრძელებთ ხსენებულ სფეროს აქტიურ ინვესტირებას, რადგან გვსურს თურქეთი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვვეყანა ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, ამის პირობას გაძლევთ“ – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა. ერდოღანმა ...

Read More »

მას შემდეგ რაც სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ოფიციალური საშუალებად მიიღო, მისი ღრებულება ერთ დღეში 11%-ით დაეცა

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება გასული 24 საათის განმავლობაში 11.00%-ით დაეცა. ამ დროისათვის, ბლოკჩეინი 45,638.36 აშშ დოლარად ივაჭრება. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა 670 დოლარს გადააჭარბა

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 670 აშშ დოლარს აღემატება. ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 671 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირის დასაწყისში, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი ...

Read More »

ჯო ბაიდენი: კლიმატის ცვლილება ამერიკასა და მსოფლიოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება ამერიკასა და მსოფლიოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის. „კლიმატის ცვლილება ეგზისტენციალური საფრთხეა ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს საფრთხე აქ არის. კითხვა შემდეგია: შეიძლება სიტუაცია უარესი გახდეს? ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს უარესი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენის თქმით, ხალხი სერიოზულად უნდა მოეკიდოს კლიმატის ცვლილების საფრთხეს და ყური უგდოს ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამჟამად „წითელი ...

Read More »