Author Archives: energy

ტარიფის კორექტირების მოთხოვნის დაყენება კომპანიების მხრიდან ლეგიტიმური იყო

“ის, რომ თითქოს ჰესებს მოძველებულ ტექნოლოგიად მიიჩნევენ განვითარებულ ქვეყნებში, არის ტყუილი”

ნორვეგიაში წლიური ჰიდროგენერაცია 144 მლრდ კვტ/სთ-ია, რაც მისი ჯამური წარმოების 88%-ს შეადგენს განახლებად ენერგიასთან მიმართებაში კი 97%-იანი წილი უკავია. ნორვეგიასთან შედარებით ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთ უმდიდრეს სახელმწიფოში, შვეიცარიაში, ჰესების წარმადობა შედარებით დაბალია – წლიურად 37 მლრდ კვტ/სთ, რაც საქართველოს მაჩვენებლს 4-ჯერ აღემატება. ისლანდია თავის გეიზერებითაა ცნობილი. მოსახლეობის ნაწილი ბინებში პირდაპირ ცხელ წყალს ღებულობს, ქუჩების ქვეშაც ცხელი წყლის მილები გადის და თოვლის ...

Read More »

G7-ის სამიტზე ელექტრომობილებზე გადასვლის დაჩქარებაზე მსჯელობენ

G7-ის სამიტზე ლიდერები განიხილავენ ეკოლოგიურ ტრანსპორტზე მასობრივად გადასვლის ამბიციურ გეგმებს, რაც კლიმატის ცვლილებების პაკეტის ნაწილია. Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი განხილული წინადადების თანახმად, G7-ის წევრები შეეცდებიან უზრუნველყონ, რომ სრულად შემცირდეს ბენზინის ან დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა “2030 წლისთვის ან უფრო ადრე”. ჯერ არ არის ცნობილი, რა კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებენ წევრი ქვეყნები, თუმცა, შესაძლოა, შეთანხმება აღმოჩნდეს გადამწყვეტი მომენტი ნავთობის გლობალური მოხმარების შემცირებისა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,49%-ით, 0,36 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 73,53 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

ატმოსფეროში CO2-ის დონემ მიაღწია ნიშნულს, რომელიც დედამიწაზე ბოლო ოთხი მილიონი წლის განმავლობაში არ ყოფილა

მიუხედავად მცირე იმედისა, რომ გლობალური პანდემია კლიმატის კრიზისზე ოდნავ მაინც იმოქმედებდა დადებითად, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ასე არ მოხდა. მსგავსი: ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) დონის გაზომვის ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ სითბოს ჩამჭერი ამ ქიმიური ნივთიერების დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ისეთს, როგორიც მეცნიერებს ჯერ არ უნახავთ. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებით, 2021 ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 24%-ით გაიზარდა

2020 წელს აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 24%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის შიდა მოხმარების სტრუქტურაში აფხაზეთზე 16% მოდის და გასულ წელს მიწოდებული ელექტროენერგია 2,552 მლნ.კვტ.სთ-ია. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთი “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.

Read More »
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

1-ელი ივლისიდან დენის ქვითარს კომპანია თელმიკოსგან და ეპი ჯორჯიასგან მიიღებთ

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა დენის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებს, თბილისის მცხოვრებლები ქვითარს კომპანია “თელმიკოსგან”, ხოლო რეგიონების მაცხოვრებლები კომპანია “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებენ. ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმითაა გამოწვეული, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ, “თელასმა” და “ენერგო პრო ჯორჯიამ” დააფუძნეს ახალი ...

Read More »

ტეხური ენერჯი: ადგილობრივი მოსახლეობა ტეხური კასკადის მშენებლობას მხარს უჭერს

„ტეხურის კასკადის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ პროექტს ისრაელური კომპანია „რაზგალ ენერჯი“ ახორცილებს. „ტეხური ენერჯის“ გენერალური დირექტორი მოგელი ტყებუჩავა განმარტავს, რომ ამ დროისთვის ისრაელელი ინვესტორები საქართველოში იმოყოფებიან და მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნის მომზადება. გარდა ამისა, დარჩენილია მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება, რის შემდეგაც, ინვესტორი კომპანია მშენებელ კომპანიას შეარჩევს და მშენებლობას დაიწყებს. პროექტი დაგეგმილ ადგილზე (სოფელ ლებარდესთან ახლოს) აღარ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   10 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა.   კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.52 (+  0,30) დოლარი/ბარელზე.   ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.29 (+ 0,33)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ ქსელის პირველი ნაწილის მოწყობა ტექნიკურად დასრულებულია

რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ ქსელის პირველი ნაწილის მოწყობა ტექნიკურად დასრულებულია და გაზსადენის ბუნებრივი აირით გავსება 11 ივნისს დაიწყება. ამასთან ერთად, გაზსადენის მეორე ნაწილის გაყვანა გრძელდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ აშშ-ი, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები აქტიურად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული გაზსადენის გაყვანას, რადგან შიშობენ, რომ ის ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენას გაზრდის. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა პროექტში მონაწილე კომპანიებს. ...

Read More »
ირანი ქართულ წყალს ნავთობსა და გაზში გაგვიცვლის?

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით შეჩერდა Keystone XL-ის მილსადენის მშენებლობა

მილსადენ Keystone XL-ის მშენებელმა სადავო პროექტის მშენებლობის გეგმაზე უარი თქვა რამდენიმე თვეში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება უკან გაიწვია იანვარში კანადის უკმაყოფილების მიუხედავად. კანადის კომპანიამ, TC Energy-მ განაცხადა 9 ივნისს, რომ უზრუნველყოფს ნაწილობრივ აშენებული მილსადენის „უსაფრთხო დასრულებას და გამოსვლას“. მილსადენის გზით უნდა გადაეტანათ ნავთობი, რომელსაც ალბერტის ბიტუმის შემცველი ქვიშის საბადოზე მოიპოვებენ კანადაში, აშშ-ის ნებრასკის შტატში, ...

Read More »