Author Archives: energy

ბუნებრივი და ენერგორესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონალური კონფერენცია გაიმართა

საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები, რომლებიც მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ახალგაზრდული მეწარმეობის, მწვანე ტურიზმისა და ბუნებრივი და ენერგორესურსების მდგრად გამოყენებას უწყობს ხელს. ღონისძიებაზე განიხილეს მწვანე ...

Read More »
ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს

ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221 მლრდ კვტ/სთ-მდე გაზრდილია ჯამური გენერაციაც. მთელს გამომუშავებაში, ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი 19%-ს აჭარბებს. შარშანდელისგან განსხვავებით წელს მაისში თბოსადგურების საჭიროება აღარ დამდგარა, შარშანაც დატვირთვამ მხოლოდ 13 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ქარის სადგურის გენერაცია კი 8.1 მლნ კვტ/სთ-დან 9 ...

Read More »

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ენერგოსისტემის გაუმჯობესება

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს მოქნილი ენერგეტიკული სისტემა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველომ ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიების – ჰიდრო, ქარისა და მზის რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ენერგოდამოუკიდებლობის რაც შეიძლება მაღალი დონე. უცხოური ვალუტის წნეხის გამო იმპორტირებული გაზი ძვირია საქართველოსთვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ გაქვთ ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: დეესკალაციის პროცესი გრძელდება და გვაქვს ყველა მიმართულებით გარკვეული პროგრესი

მედიაციის შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება. ყველა მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრესი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა, როგორც ჩანს, არის საკმაოდ პროდუქტიული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება, – ასე შეაფასა ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მიმდინარე მედიაციის პროცესის მეორე შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და ონლაინ ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით ონლაინ-შეხვედრა “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით, ოთხი საათს განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი რიონის ხოეობის ერთერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა. მისი თქმით, რკინის ბარიერების აღების გარდა, რიონის ხეობის მცველების არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ხეობაში შესვლას, გოლეთიანის თქმით, კომპანია ენკა უარს აცხადებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების იქ შესვლაზე. ცნობისათვის, რიონის ხეობის მცველები პროტესტის გამოხატვას გუმათში განაგრძობენ.

Read More »

თეა გოდოლაძე ახალი, თანამედროვე სეისმური ქსელის მონაცემების საჯარო მისაწვდომობას შეზღუდავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს და თანდართულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას ამცნობს, რომ ცენტრმა 14 ახალი სადგურის აპარატურა მიიღო აშშ-დან. იქვე გოდოლაძე ამბობს, რომ საავტორო უფლებები აქვს და შემდგომში თავად მისი პროექტის პარტნიორები განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მართონ ეს ქსელი. თეა გოდოლაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ; „მოკლედ, ეს ...

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   17 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.08 (-  1.31) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.04 (- 1.11)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აფბას პრეზიდენტი: ბირჟის ხელმძღვანელობა მზად არ არის 1 იანვარს „ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედებისთვის

„არამარტო მე ვფიქრობ, რომ 1 იანვისთვის „ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედება ვერ მოესწრება, არამედ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმაც, საპარლამენტო მოსმენის დროს განაცხადა, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა „ან იქნება, ან არა“. შესაბამისად, უკეთესი იქნება, თუ ბირჟის ხელმძღვანელობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ საკითხს და მინიმუმ 2021 წლის 1 ივლისამდე გადაავადებს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას“, – ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ...

Read More »

დირკ ბუშლე: საქართველოს მთავრობა მიჰყვება “ნამახვანთან” დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას

რიონის ხეობაში, შსს-მ დაიწყო რკინის ბარიერების დემონტაჟი ნამახვანის პროექტის სამშენებლო არეალში. ანგარიშის თანახმად, ეს შაბათს გამართული მოლაპარაკების ერთერთი აუცილებელი პირობაა, რომლის მედიაციასაც აწარმოებდა დირკ ბუშლე და ალექსანდრა ბუჯაროსკა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენლები. „აღნიშნული ქმედება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რიონის ხეობაში სიტუაციის განსამუხტავად. ახლა უმთავრესია, პროტესტის მონაწილეებმაც შეასრულონ პირობა: ის რომ პროტესტი გაგრძელდება მშვიდობიანად, კანონის და საკუთრების უფლების პატივისცემით და აგრეთვე ...

Read More »

აფბას პრეზიდენტი: ენერგეტიკის სექტორში კორუფციის დიდი რისკი ჩნდება რიცხვებისა და ქმედებების მანიპულაციით

„ენერგეტიკული ბირჟის დამფუძნებელ ორ სახელმწიფო კომპანიას, „ელექტროენერგენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“ (ესკო) და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვთ და მალავენ ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ინფორმაციას. ბუნებრივია, გაუმჭვირვალე პოლიტიკა ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე მანიპულაციებს და ხომ არ არის აქ კორუფციის რისკიც“, – ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა“ გიორგი კაპანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. ...

Read More »