Author Archives: energy

რა იცვლება ელექტროენერგიის აბონენტებისთვის 1-ლი ივლისიდან

1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში “ნერეგო-პროს” ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება. როგორც „სემეკის“ თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება, თუმცა გარდამავალ ეტაპზე, ანუ 30 ივნისიდან ივლისის პერიოდში, მრიცხველების ამონაწერის კომპანიისთვის მიწოდება თავადაც შეეძლებათ. “1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

მცირედით შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   29 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.76 (+  0,08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.98 (+ 0,07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დავით ნარმანიამ სემეკის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ ონლაინ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ მონაწილეები, სტუდენტები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის, სატარიფო პოლიტიკის, 2020 წლის ძირითადი მოვლენების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, კომუნალური სერვისების ხარისხის, საერთაშორისო ურთიერთობების, ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 30 ივნისს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: სამგორის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალი არსენალის I ქუჩის, ჩეჩელაშვილი, ცაიშის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, ბაგრატიონის, თამარაშენის, სალიების, სააკაძის, გუმათის, ჭიჭინაძის, დიღომბარის, ჯაბაურის, ძეგამის,  ეკატერინე ჭავჭავაძაძის,  ბერიაშვილის,  ახუთის, დავითაშვილის, კუმისის, მჭედლიშვილის, ანთელავას, გედევანიშვილის ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ხვალ თბილისში 3500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დაკვეთით ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით ოთხშაბათს, 30 ივნისს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 3500-მდე აბონენტს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება ბ. ხმელნიცკის II შეს. 6-ში (გაბრიელ სალოსის IV შეს. 4), ბ. ხმელნიცკის ქ. 179, ქ. 181ა (გაბრიელ სალოსის 5ჩ. 6), ბ. ხმელნიცკის ქ. 181ბ ...

Read More »

“თუ ჩენ გაზის ტარიფს არ გავზრდით, კომპანიები უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მოსახლეობის მომსახურებას”

“სემეკის” თავმჯდომარე დავით ნარმანია, გაზის ტარიფის თითქმის 8 თეთრით გაზრდას გამოუვალი სიტუაციით ხსნის: “თუ ჩენ გაზის ტარიფს არ გადავხედავდით და არ გავზრდით, კომპანიები უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მოსახლეობის მომსახურებას. ნუ შფოთავთ, ნუ შფოთავთ, მესმის, რომ პრობლემაა, მაგრამ ნუ ნერვიულობთ. გამოუვალი სიტუაციაა და აქიდან გამომდინარე [გაძვირდა გაზის ტარიფი]”, – ამბობს ნარმანია.

Read More »

“ნამახვანჰესის” კონტრაქტის შესაფასებლად მთავრობა $70800-ად საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს

 „ნამახვანჰესის“ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია შეაფასებს. ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასაქირავებლად 70800 აშშ დოლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესყიდვა გამარტივებული გზით მოხდება. შეფასება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე მოხდება. „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტი, რომელიც უცხოური ინვესტიციებით (800 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია) ხორციელდება, ერთ-ერთი ...

Read More »

აფბა – ესკო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფს მალავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა აცხადებს, რომ „ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) სხვადასხვა მეთოდებით მანიპულირებს და ყველა მეთოდით ცდილობს, საზოგადოებას რუსეთიდან შესყიდული ელექტროენერგიის ფასი დაუმალოს. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ „ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციულ ოპერატორს“ (ესკო) მოუწოდებს დაასრულოს გაუმჭვირვალე პოლიტიკა, ციფრებით და მოცულობებით მანიპულაცია და იმპორტირებული ელქტროენერგიის დეტალური ტარიფები საჯარო გახადოს. აფბა მეოთხე თვეა უშედეგოდ ...

Read More »

ალტერნატივა – წყალბადის ელექტრო მატარებლები

ძველი დიზელის მატარებლები მთელს მსოფლიოში სარკინიგზო ქსელებიდან ნელნელა ინაცვლება უფრო ეკონომიური და ეკოლოგიური ალტერნატივებით. ყველამ ვიცით უკვე წარმატებული და აწი უკვე მოქმედი ელეტრომავლების მაგალითები მსოფლიოს სხვასდასხვა წამყვან ქვეყნებში. დადგა ჯერი გადავხედოთ მეორე ალტერნატივას, რაც კიდევ ერთხელ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სარკინიგზო ქსელების ტექნოლოგიურ მიმართულებაზე. უკვე შეგვიძლია ავლაპარაკდეთ ახალ განზომილებაზე – წყალბადის ძრავზე. გერმანული Coradia iLint იყო მსოფლიოში პირველი წყალბადით აღჭურვილი ლოკომოტივი. ...

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

მიმდინარე წლის მაისში, თურქეთის ტერიტორიიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 15,580 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაიტანეს. თურქული კომპანია BOTAŞ– ის მონაცემებით, ეს 1,374 მილიონი ბარელით, ანუ 8,1% -ით, ნაკლებია გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, BTC- ის საშუალებით, თურქეთის გავლით 84.185 მილიონი ბარელი ნავთობია გადატანილი, რაც 10.558 მილიონი ბარელით ანუ 11,14%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

Read More »