Author Archives: energy

International energy agency: ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს

International energy agency: ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) განცხადებით, ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2015 წლის შედეგებით ნავთობის სფეროში ინვესტიციები 20%-ზე მეტით შემცირდება. მისივე თქმით, ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. ექსპერტთა პროგნოზით, ნავთობზე დღე-ღამეში მოთხოვნა ყოველწლიურად 900 ათასი ბარელით გაიზრდება, 2040 წელს კი დღე-ღამის განმავლობაში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა 103,5 მილიონ ბარელს მიაღწევს. International energy agency-ის ექსპერტები 2016 ...

Read More »
დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, დეკემბერში დაგეგმილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თემასა და ენერგოუსაფრთხოებაზე „პრაიმტაიმს“ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ესაუბრა: რას ფიქრობთ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებსა და შეფასებებზე, რომ შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს დამოუკიდებლობა? ეს შეფასება გადაჭარბებულია, რადგან მინისტრმა, კახა კალაძემ თავად განმარტა, რას ეხებოდა მოლაპარაკებები; რომ იზრდება ტრანზიტის მოცულობა, რაც შემდეგ, სომხეთის მინისტრმაც დაადასტურა. ბუნებრივია, ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ, ჩრდილოეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით მიედინება ...

Read More »
ნოდარ ჯავახიშვილი: არცერთ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაფინანსება არ მოაკლდება

ნოდარ ჯავახიშვილი: არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაფინანსება არ მოაკლდება

ყველა იმ პროეტს, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, დაფინანსება არ მოაკლდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ იმ კითხვის საპასუხოდ განცხადა, რომლის თანახმადაც, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 77 მილიონი ლარით მცირდება. მინისტრის განმარტებით, არც ერთ კონკრეტულ დაგეგმილ პროექტს ეს თანხა არ მოაკლდება. “პირიქით, ვნახოთ. თუ რიკოთის საკითხი გადაწყდება, შეიძლება მოიმატოს ...

Read More »
რა არის ფრონტერას მიზანი საქართველოში – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად

ფრონტერას მიზანი – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების გასაზრდელად

“გაზპრომსა” და “სოკარს” შორის საგაზო დავაში გაჩხერილ ქვეყანას 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი საკუთარი გაზის მარაგი “აღმოაჩნდა”. ეს გათვლები ნავთობკომპანია “ფრონტერას” ეკუთვნის. მთავრობა, ამერიკული კომპანიის განცხადებას ყურსაც არ ათხოვებს და გაზის იმპორტის დივერსიფიკაციის ახალ გეგმებს ადგენს. ქართველი სპეციალისტები კი “ფრონტერას” კვლევებზე მხოლოდ იღიმიან და იმ დროს იხსენებენ, ნავთობის დიდი მარაგის “აღმოჩენით” გახარებულ ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ნავთობიც რომ დააგემოვნებინეს. ხელისუფლება იმ ...

Read More »
დავით საგანელიძე: ენერგეტიკაში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ

დავით საგანელიძე: ენერგეტიკაში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ

ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ენერგეტიკის სექტორი კერძო ინვესტორებისთვის ისედაც საინტერესოა, რის გამოც სახელმწიფომ საკუთარი ფინანსები სხვა დარგების განვითარებაზე უნდა მიმართოს.  საგანელიძემ არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ საპარტნიორო ფონდმა ენერგეტიკული პროექტების თანადაფინანსება შეამციროს და სხვა ტიპის პროექტებით ჩაანაცვლოს. “ენერგეტიკაში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ. ...

Read More »
კომპანია „თელასი“ აბონენტთა მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის სამუშაოებს აწარმოებს

კომპანია „თელასი“ აბონენტთა მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის სამუშაოებს აწარმოებს

მომხმარებლებისათვის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასი“ აწარმოებს სამუშაოებს აბონენტთა მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის. „თელასის“ ბილინგის ბაზაში აბონენტის სრული მონაცემების ასახვა საშუალებას მისცემს კომპანიას მაქსიმალურად დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები და დანერგოს დამატებითი სერვისები. წესების სრული დაცვით დარეგისტრირებული აბონენტები სმს-ის საშუალებით შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია გეგმიურ გათიშვებზე, ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადის დავალიანებებზე, ასევე გაფრთხილება ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ გადაუხდელობის შემთხვევაში. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ...

Read More »
კახა კალაძე: ილჰამ ალიევთან გაზპრომის თემაზე საუბარი არ ყოფილა

კახა კალაძე: ილჰამ ალიევთან გაზპრომის თემაზე საუბარი არ ყოფილა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხო სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოში “სოკარი” ახორციელებს. “ჩვენ ალბათ ხვალ უკვე ხელს მოვაწერთ მემორანდუმს. ეს არის ელეტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით. ანუ, შესაძლებლობა გვექნება ქვესადგურების მიერ ...

Read More »
პრეზიდენტი: სატრანზიტო დერეფნის ერთგულება ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენეთ

პრეზიდენტი: სატრანზიტო დერეფნის ერთგულება ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენეთ

მიუხედავად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისა, საქართველო სატრანტიზო ფუნქციის ერთგული რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, ის, რომ საქართველო სატრანზიტო დერეფნის ერთგული პარტნიორია, ურთულეს მომენტებშიც აჩვენა. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ კი ხორციელდება ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების პოლიტიკა, ყოველთვის ...

Read More »
ალიევი: ჩვენ გაზის დიდი რეზერვუარები გვაქვს, ამიტომ არა მარტო მეზობლების არამედ ევროპის დაკმაყოფილებას შეგვიძლია

ალიევი: ჩვენ გაზის დიდი რეზერვუარები გვაქვს, ამიტომ მეზობლების და ევროპის დაკმაყოფილებაც შეგვიძლია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. “თავის დროზე, ბაქო-სუფსა-თბილისი-ჯეიჰანი და ერზრუმის გაზსადენები რომ არ აშენებულიყო, დღეს ჩვენ ვერ ვილაპარაკებდით სამხრეთის ნაკადზე, არ გვექნებოდა ამაზე საუბრის ფუფუნება. დღეს ეს საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და ევროპისთვის დიდი ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პროექტი წარმატებულად ხორციელდება ...

Read More »
შოტლანდიაში წყალზე მოტივტივე ქარის სადგური აშენდება

შოტლანდიაში წყალზე მოტივტივე ქარის სადგური აშენდება

შოტლანდიის მთავრობამ ნორვეგიულ კომპანია Statoil-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი, წყალზე მოტივტივე, ქარის ელეტროსადგური აშენდება. როგორც გამოცემა Engadget-ი წერს, სადგური 5 ქარის გენერატორისგან იქნება შემდგარი, თითოეული 6 მგვტ-ის გამომუშავებას შეძლებს. ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ელეტროსადგური წელიწადში 135 გეგავატ ელეტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც წლის განმავლობაში 19 900 სახლის ელეტროენერგიით მომარაგებას დააკმაყოფილებს. წყარო: GBC.GE

Read More »