Author Archives: energy

„ჩვენ გვჭირდება მსხვილი პროექტები და სწრაფი განვითარება“ – ზურაბ ნოღაიდელი

„აზერბაიჯანთანსაქართველოს ყველაზე მყარი ენერგოკავშირი აქვს. გვაქვს 500 კილოვოლტიანი უმყარესი კავშირი, რომელიც პრაქტიკულად ურისკო რელიეფზე გადის. არის კიდევ ერთი 330 კილოვოლტიანი კავშირი და კიდევ ერთი 330 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრამდე მოყვანილი და ჩვენს მხარეს 18 კილომეტრიანი  ქსელის მონაკვეთი აქვს დასასრულებელი, რომ ეს ხაზიც გარდაბნის ქვესადგურს შეუერთდეს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს. ...

Read More »

შესაძლოა, რუსეთი ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს გამოეთიშოს

მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უფრო საინტერესო გახდა. თუ აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს პროცესის წარმატება სურს, მან დაჟინებით უნდა მოითხოვოს, ერთი წევრით ნაკლები შემადგენლობით გაგრძელება. ამ კვირაში, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს 26 აპრილს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს. მასში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი აღიარებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები განსაზღვრავდნენ მის პოზიციებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებაში. ამ ...

Read More »

თურქეთი კრიპტო ფირმებს რეგულაციებს დაუწესებს

თურქეთმა კრიპტოვალუტის აქტივების მიმწოდებლები იმ დაწესებულებების ჩამონათვალს დაამატა, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რეგულაციები უნდა დაიცვან. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში და ფინანსურ მაკონტროლებელს ციფრული ვალუტების ჰოლდინგების გამოკვლევას გაუადვილებს. კრიპტო აქტივებით გადახდა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 30 აპრილიდან აკრძალა და განაცხადა, რომ ანონიმურობის დონე ციფრული სიმბოლოების უკან აუნაზღაურებელი ზიანის რისკს ბადებს. თურქეთის მთავრობა ასევე გეგმავს შეიქმნას ცენტრალური ...

Read More »

არის თუ არა „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანია გათავისუფლებული ქონების გადასახადისგან?

„ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში კომპანია, მხოლოდ ქონების გადასახადის სახით, ოპერირების განმავლობაში დაახლოებით 120 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი გათავისუფლებულია ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომლებიც გამოიყენება გზების მშენებლობისათვის. გზა წარმოადგენს საერთო სარგებლობის სიკეთეს, რომელიც მშენებლობის დასრულებისთანავე უსასყიდლოდ დაუბრუნდება სახელმწიფოს. ყველა სხვა შემთხვევაში ინვესტორი იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. წყარო: “ენერგომომავალი”

Read More »

რუსეთმა აპრილში ნავთობის მოპოვება გაზარდა

რუსეთმა აპრილში ნავთობის მოპოვება OPEC+-ის გულუხვი კვოტის წყალობით გაზარდა. ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, გასულ თვეში ქვეყანამ 42,81 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი მოიპოვა. ეს 10,46 მილიონ ბარელს უდრის დღეში და მარტის მონაცემებზე 1,9%-ით მეტია. როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა გასულ კვირას ტელეკომპანია Rossiya 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი, როგორც წესი, დაპირებული შემცირების თითქმის 100%-ს ასრულებს. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიხედვით, ქვეყნის ...

Read More »

ციფრული ლარი – რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო “ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა”, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. შეიძლება ითქვას, ეს პირდაპირი ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა

ირანში, ქალაქ ყუმში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა. ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 20-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს. მედიის ინფორმაციით, ორი მეხანძრე სერიოზულადაა დაშავებული. ასევე, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას, ორ სახანძრო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი, ამან აფეთქება გამოიწვია. სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ შეძლეს, თავიდან აეცილებინათ ცეცხლის ახლომდებარე ტანკერებზე გავრცელება, რასაც კატასტროფის გამოწვევა შეეძლო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და ...

Read More »

გადავადდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ფარგლებში, 1-ლი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედდეს, სადაც მსხვილმა საწარმოებმა და გენერაციის ობიექტებმა ელექტროენერგიით უნდა ივაჭრონ. თუმცა ბაზრის მონაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და უმჯობესი იქნება, თუკი რეფორმის ეს ნაწილი დროებით გადავადდება. როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ განაცხადა, ამ ეტაპზე პლატფორმა სატესტო რეჟიმში მუშაობს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ხარვეზი გამოიკვეთა, მათ ...

Read More »
რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

“ტელევიზიების მიერ ნამახვანჰესზე მომზადებულ სიუჟეტებში რატომ ვუწყობთ ხელს რუსეთის პროპაგანდისტული სლოგანების გავრცელებას?”

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “ნამახვანჰესის” მშენებლობის გარშემო მიმდინარე პროცესებზე წერს და ამ თემაზე ქართული ტელეარხების მიწერ მომზადებულ სიუჟეტებს აკრიტიკებს: “ტელევიზიების მიერ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტებში რატომ ხდება პედალირება “თურქულ კომპანიაზე”? რას ემსახურება წამდაუწუმ მისი ამ სტატუსით მოხსენიება? რატომ ვუწყობთ ხელს რუსეთის პროპაგანდისტული სლოგანების გავრცელებას”? “ტელევიზიების მიერ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტებში რატომ ხდება პედალირება ...

Read More »