Author Archives: energy

თურნავა: ნავთობისა და გაზის მოპოვებას შავი ზღვის შელფზე OMV Petrol-ი დაიწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდება. მისი შეფასებით,  ფაქტი, რომ ასეთი დიდი ჯგუფი, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოდის, მეტყველებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მდგრადობაზე. „მთავრობამ განიხილა და მოიწონა  პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ნავთობისა ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1285 ათასი ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1285 ათასი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 463.042 მლნ ბარელი.ბენზინის მარაგები გაიზარდა 12 ათასი  ბარელით  და შეადგინა  257,096  მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები შემცირდა  4969  ათასი  ბარელით  და შეადგინა 152.715 მლნ ბარელი.ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში

Read More »
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

რამდენად დივერსიფიცირებულია ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში

ელექტროენერგიის იმპორტის წყროების დივერსიფიკაციაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახლა საქართველო ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და დენი საქართველოში “ინტერ რაოს” შემოჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს “ქართული ოცნების” მთავრობამ შეცვალა და უკვე შარშან საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანი გახდა.  საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში”  ...

Read More »
SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 10-წლის განმავლობაში მინიმალური ნავთობი გაატარა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა შემცირებულია. COVID-19-ის კრიზისის გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, მილსადენის დატვირთვა ათწლიან მინიმუმამდე შემცირდა და მისი მეშვეობით 2020 წელს სულ 27.6 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.5%-ით ნაკლებია. BP-ის მიერ ოპერირებად მილსადენს მაქსიმალური დატვირთვა 2010 წელს ნავთობის პიკური ფასების პერიოდში ჰქონდა, როდესაც საქართველოს გავლით თურქეთს 38.4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი მიეწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ...

Read More »

,,გვირაბში დაგვხვდა უფრო დიდი ნაპრალები, ვიდრე ველოდით“ – მოესწრება თუ არა ,,ენგურჰესის“ რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში

დერივაციული გვირაბის მიმდინარე რემონტის გამო „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი გამორთულია. ჰესის დირექტორის, ლევან მებონიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გვირაბი მოსალოდნელზე მეტად დაზიანებული იყო, რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში დასრულდება და ,,ენგურჰესი“ მუშაობას მაისის დასაწყისიდან განაახლებს. „სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად ბურღვასა და ცემენტაციას გულისხმობს. ადგილები წინასწარ არის მონიშნული. ეს ჯამში, დაახლოებით 2,5 კმ-ია. ბურღვა-ცემენტაცია სწორედ ამ მონაკვეთებში ჩატარდება. ეს არის ის ადგილები, საიდანაც გვირაბიდან ყველაზე ...

Read More »

ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრის 2,2-ჯერ ზრდა იგეგმება

გადამცემი ქსელის განვითარების ახალი ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის 18% ქარის და მზის ელექტროსადგურების წარმოებული ელექტროენერგიით უნდა შეივსოს. გეგმის მიხედვით, ათ წელიწადში საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 2,2-ჯერ უნდა გაიზარდოს და 10 389 მეგავატს უნდა მიაღწიოს, აქედან 4288 მგვტ მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე იქნება, 2900 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების. ჯამში ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 69%-ს უნდა გაუტოლდეს, 1330 მგვტ უნდა იოს ქარის ...

Read More »

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ელექტრომობილების მოხმარება წახალისდეს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს ელექტრომობილების მოხმარება ქალაქში, სწორედ ამიტომ, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ შეიმუშაოს ახალი პროგრამა და თავად მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ელექტროდამტენების მონტაჟი იმ ადგილებში, საიდანაც მოთხოვნა წამოვა მოქალაქეების მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა, მათ შორის ელექტროდამტენების პროექტიც შეჩერდა. „დაახლოებით, 2 წლის წინ დავიწყეთ ელექტროდამტენების პროგრამა, ...

Read More »

ევროპა ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნას გვავალებს, საწვავის ფასი გაიზრდება

ნავთობკომპანიებს ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს! – ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია. როგორც იმპორტიორები, ასევე კომპანიების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ახლა ქვეყანაში ასეთი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის. მით უფრო, რომ რეზერვის შექმნა საწვავის საცალო ღირებულებას გაზრდის. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და პანდემიაა. პროდუქციის მოხმარება ისედაც შემცირებულია. ამ დროს საწვავზე ფასის ხელოვნური ...

Read More »

ირანი ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს

ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს. აითოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას მის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით. „ბირთვული გამდიდრება არც 20 პროცენტით შემოიფარგლება. ის გაამდიდრებს ურანს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ზომით, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ირანში ურანის გამდიდრების დონემ შეიძლება 60 პროცენტს მიაღწიოს ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეიმ ასევე აღნიშნა, ...

Read More »

წყალსაცავიანი ჰესები – სარეზერვო სიმძლავრეები მზისა და ქარის ენერგიებისთვის

მსოფლიოში ელექტროენერგიის გამომუშავების მრავალი განახლებადი წყარო არსებობს, მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის ელექტროსადგურები სარგებლობენ. მსოფლიოში არსებული მდგომარეობაბოლო პერიოდში, მზისა და ქარის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი სექტორია. მათ მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზისა და ქარის რესურსების ათვისება თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მზისა და ქარის ელექტროენერგიის უდიდესი მწაროებელი ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ,გერმანია,  იტალია, ...

Read More »