Author Archives: energy

აშშ და ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე საუბრის გაგრძელებაზე თანხმდებიან

2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებები ავსტრიაში, ვენაში მომდევნო კვირას გაიმართება. ეს შეთანხმების შენარჩუნების პირველი დიდი მცდელობაა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა.  შეთანხმების ხელმომწერები ვენაში შეკრებას 6 აპრილიდან დაიწყებენ. მოლაპარაკებებს დაესწრებიან აშშ-ს, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.  აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ამერიკულ და ირანულ მხარეს შორის პირისპირ არ შედგება.  ვენის მოლაპარაკებების მიზანი იქნება შედგეს ...

Read More »

ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს. „საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ ნაწილში ჩვენ ...

Read More »

Tesla-მ 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გაყიდა

ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ 2021 წლის პირველ კვარტალში უოლ-სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა და რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გაყიდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში შედარებით ნაკლებად ძვირ მოდელებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩინეთში Model Y-ის მოდელებზე დიდი მოთხოვნა იყო. ახალი მოდელები – Model S-ი და Model X-იც კარგად მიიღეს. ასე რომ, ვზრდით წარმოებას და ამის საწყის ეტაპზე ვართ“, – ...

Read More »

BAG: წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს

აქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელშიც ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე გამოიკვეთა ის სისუსტეები, რომელიც დღეს წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი გარემოებებია. აღინიშნა, რომ რეგულაციების სათანადო ცვლილების პირობებში ინდუსტრიას შუძლია ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა. გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ...

Read More »

აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურს ააშენებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას 230 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე. განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ხელმოწერილი შეთანხმებები პრეზიდენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად. ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ “ინვესტიციის ხელშეკრულებითა” და “ენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ქმედებების განხორციელება. ამასთან, უნდა იქნას მიღებული ზომები ენერგეტიკის სამინისტროსთვის მუდმივი სარგებლობის ...

Read More »

ეთერიუმის ღირებულება 2,100 დოლარს გასცდა

ეთერიუმი პარასკევს 6.2%-ით გაიზარდა და შაბათს რეკორდულ 2,144 დოლარს მიაღწია. წელს ეთერიუმის ღირებულება თითქმის გასამმაგდა. Bloomberg Galaxy Crypto Index– მა  კი პარასკევს დაახლოებით 3%-იანი ზრდა დააფიქსირა. გასულ კვირას Visa-მ განაცხადა, რომ მისი საგადახდო ქსელი  USD Coin-ს გამოიყენებს  ეთერიუმის გადახდების უზრუნველსაყოფად, რამაც ციფრული აქტივის მიმართ ოპტიმიზმის ზრდას ასევე შეუწყო ხელი. კონსტანტინე ანისიმოვი, კრიპტოვალუტის ბირჟის CEX.IO-ს აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ ტენდენციის ფონზე, ეთერიუმმა უახლოეს ...

Read More »

რუსეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სიცოცხლისუნარიანობის გაახანგრძლივებს

2021 წლის 18 მარტს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დირექტორის, მოვსეს ვარდანიანის განცხადებით, სომხეთში ატომური ენერგეტიკის განვითარების მიზნით, რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ მონაწილეობით  ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. არსებული მონაცემებით, მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა 2026 წელს უნდა შეაჩეროს, სამუშაო ჯგუფის მიზანი კი სადგურის 420 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორის სიცოცხლისუნარიანობის კიდევ 10 წლით გახანგრძლივება იქნება. სომხეთში მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალი სადგურის მშენებლობისთვის ...

Read More »

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი დენის კაბელის პროექტი საქართველოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შესძენს

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა. საქმე ის არის, რომ იგეგმება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იქნება აღჭურვილი. საკითხი  სულ ახლახანს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტზე იყო გამახვილებული. ეს ამბიციური ჩანაფიქრი, რასაც ...

Read More »

რამდენად მომგებიანია კრიპტოვალუტების „ოჯახური მაინინგი“?

2021 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტების მკვეთრი გაძვირების ფონზე მაინინგისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ შორის ეს სახლის პირობებში მუშაობას ეხება. ექსპერტების თქმით, „ოჯახური ფერმის“ შექმნა შესაძლოა მსხვილ ცენტრებზე მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგანაც კაპიტალურ დანახარჯებს არ მოითხოვს. საშუალოდ, სახლში გახსნილი საწარმო მოგებაზე უკვე 6-8 თვეში გავა. დღეისთვის ამ ბიზნესში მცირე მეწარმეების წილი საკმაოდ დაბალია. 50 მეგავატის სიმძლავრის ერთი დატა-ცენტრი 5-10 ათას ოჯახურ ფერმას უდრის. ყველა ...

Read More »

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ნავთობის მარაგი 58 წელს გასტანს

რუსეთის ამჟამინდელი ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, ნავთობის მარაგი 58 წელს გასტანს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრის მოადგილემ ევგენი კისილევმა. ევგენი კისილევი ”ინვენტარიზაციის მონაცემებით, შემოსავლიანი ნავთობის მარაგი დაახლოებით 19 წელს გასტანს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხსენებული არის პირობითი მაჩვენებელი. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აღნიშნული ვადები შესაბამისად დარეგულირებდა ”, – აღნიშნა მან. კისელევმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების ნებისმიერი სცენარის ...

Read More »