Author Archives: energy

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერსა და ამბროლაურში შეხვედრებს გამართავენ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერსა და ამბროლაურში შეხვედრებს გამართავენ. ისინი შეკრებილებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მათი განცხადებით, ეს არის 23 მაისის მასშტაბური აქციის მოსამზადებელი შეხვედრა. ჰესის მოწინააღმდეგეები მომდევნო დღეებში აქციებს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ. ჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ.

Read More »
ინოვაციური სასტუმრო მზის ენერგიაზე

ელექტროენერგიის გაძვირებამ ნეტო აღრიცხვის პროგრამაზე მოთხოვნა გაზარდა

ელექტროენერგიის გაძვირებამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაზარდა. ამ დროისთვის ნეტო აღრიცხვის პროგრამაში უკვე ჩართულია 300-მდე მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშავებს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სემეკში განუცხადეს, პროგრამაში ჩართული ელექტოსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატს შეადგენს და მათი დიდი ნაწილი მზის მიკროსიმძლავრის სადგურებზე მოდის. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ნეტო აღრიცხვის პროგრამაზე მოთხოვნა თავად შესაბამისი ტექნოლოგიების გაიაფებამ და განვითარებამაც გაზარდა. „ბოლო პერიოდში ნეტო აღრიცხვის ...

Read More »

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია დაინტერესებულ მხარეებს საკომუნიკაციო პლატფორმას სთავაზობს

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია (GREDA ) ჰესების გარშემო საკითხებზე მსჯელობის მიზნით, ყველა დაინტერესებულ მხარეს საკომუნიკაციო პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტის გამო დღეისთვის ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაპაუზებული და 80-მდე მსხვილი, ასევე მცირე ჰესი ვერ შენდება ქვეყნის 80 რაიონში. აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, პროტესტი მართულია გარე ძალების მხრიდან, რომლებიც ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საბერძნეთი მწვანე წყალბადის ექსპორტს TAP-ით აპირებს

გაზის, ნავთობისა და სამშენებლო კომპანიები საბერძნეთში შეუერთდნენ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უცხოელ პარტნიორებს პროქტ “თეთრი დრაკონის”  განხორციელებაში. პროექტი გულისხმობს წყალბადის წარმოებას მზის ენერგიისგან, რომელსაც გამოიმუშავებს 1.5 გვტ ელექტროენერგეტიკული პანელები. საბერძნეთი აპირებს 2025 წლისთვის ეტაპობრივად შეწყვიტოს ნახშირის გამოყენება. მწვანე წყალბადის პროექტი 2.5 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, თუმცა შესაძლოა ეს მაჩვენებელი 4 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ თეთრი დრაკონის პროექტი დაფუძნებულია “მწვანე წყალბადის” ტექნოლოგიაზე. საწვავი იწარმოება წყლისგან განახლებადი წყაროების ელექტროენერგიის ...

Read More »

“ჰესებთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში შემცირდა”

“ჰესებთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების გამო, ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში ძალიან შემცირებულია. უკვე არსებული 4 მილიონის ინვესტიციაა შეჩერებული” – ამის შესახებ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აბრამიშვილის თქმით, პრობლემა არა მხოლოდ ინვესტიციების შემოსვლას უშლის ხელს, არამედ ბიზნესისთვის ლიცენზიების გაცემასაც უქმნის პრობლემას. “ეს პროცესები, რაც ჰესებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, საბოლოოდ, ბიზნესისთვის ლიცენზიების მიღებაზე დიდ გავლენას ახდენს. ლიცენზიების გაცემა ...

Read More »

ენერგოეფეტურობა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარება – რას მოხმარდება GCF-ის €30 მლნ-იანი გრანტი

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი საპილოტედ საქართველოს სამ რეგიონს შეეხება. 30 მლნ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება საქართველოს 8 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, გურიის სამივე მუნციპალიტეტს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის შერჩეულ მუნიციპალიტეტებს მოხმარდება. თანხა ენერგოეფექტურობის, ენერგოეფექტური ღუმელებისა და სატყეო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ და სატყეო განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული. როგორც ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტში აცხადებენ, კლიმატის მწვანე ფონდში საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. პროექტი ...

Read More »

რას გააკეთებს “ენერგეტიკული გაერთიანების“ მედიატორი?

6 მაისის პრეს-რელიზში ენერგეტიკული გაერთიანება მიუთითებს, რომ ბუშლემ მიწვევა მიიღო და განაცხადა: „მოუთმენლად ველით სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან მუშაობას, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობებისა და პროექტის დეველოპერების გაერთიანება“. დირკ ბუშლეს განცხადებით, მას სურს, მოლოდინების შესაბამისად, გამოსავალი სწრაფად და მარტივად იპოვოს. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესში ყველას მოვუსმინოთ, და ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთება დაიდება მაგიდაზე“, ...

Read More »

რატომ გაიზარდა ეთერიუმის ფასი რეკორდულად: წარმატების მიზეზები და გამოწვევები

რიპტოვალუტის მარკეტი აღმასვლის პროცესს განაგრძობს, ამჯერად ახალ რეკორდულ ნიშნულებს რიგით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის [ETH] ფასი აღწევს. თითქმის ერთ წელიწადში მისი ფასი 1600%-ით გაიზარდა, უკანასკნელ ერთ კვირაში კი – 27%-ით და რეკორდულ ნიშნულს, 3 500 დოლარს მიაღწია. ეთერიუმის ფასი. წყარო: tradingview.com  ამ სტატიაში შევეცდებით ავხსნათ ის მიზეზები, თუ რატომ გაიზარდა ეთერიუმის ფასი და რა პოტენციურ რისკებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული ბაზრის მსგავსი განვითარება.  ...

Read More »

“ლოპოტაჰესის” დირექტორი: ადგილობრივების ყველა კითხვას გავეცით პასუხი, გვაქვს ყველანაირი დასკვნა, თუმცა, ჰესის პროექტი მაინც შეჩერებულია

“ფიქრობდნენ, სოფელს შეუწყდებოდა წყალმომარაგება, იჩეხებოდა ხე-ტყე და საფრთხე ექმნებოდა ხეობაში არსებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ამაზე ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. გავეცით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. სამწუხაროდ, კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა”, – ამის შესახებ ლოპოტაჰესის დირექტორმა, ბიძინა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ მოსახლეობის პროტესტის მიზეზებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა თუ უწყებების დასკვნებით უპასუხა, თუმცა, პროექტი ამ დროისთვის ისევ შეჩერებულია. “2019 ...

Read More »
ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. 2021 წლის  6 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.09 (-  0,87) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,71 (- 0,92)  დოლარი/ბარელზე.

Read More »