Author Archives: energy

2013 წლიდან დღემდე თბილისში მოსახლეობას ბუნებრივი გაზი 19%-ით გაუძვირდა

თბილისის მოსახლეობა ბუნებრივი აირი 1-ლი ივნისიდან 8 თეთრი 54 თეთრამდე უძვირდება. ტარიფი ამ დრომდე 46 თეთრს შეადგენდა, რაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი იყო, რეგიონებში 1 კუბური მეტრი გაზი 57 თეთრი ღირს. ორივე შემთხვევაში კომერციული ტარიფი ბევრად მაღალია. თბილისში, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის ფასი 1.1 ლარია, რეგიონებში „სოკარის“ აბონენტებისთვის 95 თეთრი. თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი ბოლოს 2017 წელს გაიზარდა. ზრდა უმნიშვნელო იყო ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

რომელი ქვეყნებისგან და რა ფასად ყიდულობს ელექტროენერგიას საქართველო

Galt & Taggart-ი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 12.1 ტერავატი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 4.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ელექტროენერგიის შემცირება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ სოციოეკონომიკურ შეზღუდვებს უკავშირდება.  მოხმარების შემცირების ფონზე, 2020 წელს საქართველოს დადგმული სიმძლავრე 432 მეგავატით გაიზარდა და 4.5 გეგავატს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც ვერ ახერხებს ადგილობრივი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. 2020 წელს საქართველოში ...

Read More »

ოთარ ანგურიძე: ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო, ასეთ პირობებში არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით

თბილისში გაზის ტარიფი 2017 წლიდან არ შეცვლილა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა აბონენტების რაოდენობა და მოხმარება. მაგალითად, თუნდაც 2020 წელს უფრო მეტი გაზი სჭირდებოდა თბილისის მოსახლეობას, ვიდრე 2017 წელს. რასაც ასევე ემატება ის ახლად წარმოქმნილი რისკები რაც განპირობებულია პანდემიასთან და ლარის გაუფასურებასთან. წლების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ 18%-იანი ზრდა ფიქსირდება, – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სემეკის გადაწყვეტილებას, რომელიც ...

Read More »

ენკას დირექტორი: ჩვენთვის მხარე არ არსებობს, ეს არის ყველას პროექტი

კომპანია ენკას დირექტორის მერაბ ლომინაძის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოებს მინიმუმამდე დაიყვანდნენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. “ჩვენი მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმამდე დავიყვანდით მუშაობას და ასეც მოვიქეცით. ეს იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ დღეს ჩვენმა ტექნიკამ ხეობაში პრაქტიკულად არ იმოძრავა. სანამ არ მოხდება სიტუაციის განმუხტვა, ვეცდებით სამუშაოების ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო

ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო. „გაზის ტარიფი ლარის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა. ქვეყანაზე უფასო არაფერია და ეს რომ არ ასახულიყო ტარიფში, ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა ბიუჯეტიდან დაფარვა კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის, რაც ისევ ჩვენი ფულის გადახდა გამოდის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა ავაშენოთ „ნამახვანჰესი“

ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ეკონომიკური ბენეფიტების და ზოგადად, ეკონომიკური მახასიათებლების გარდა, „ნამახვანჰესს“ და მის მსგავს დიდ მარეგულირებელ ჰიდრო ელექტროსადგურებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ ტექნიკური თვალსაზრისით. როცა ტექნიკურ ასპექტებზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია ენერგოსისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე და შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების კომპონენტის მაქსიმალურად განვითარებაზე. საქართველოს და ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის ენერგო სისტემებს მარეგულირებელი ჰიდრო ელექტროსადგურები სჭირდება. იმისთვის, რომ ...

Read More »

ლევან ვეფხვაძე: ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა, რომელიც წლებია არ გადახედილა, გარდაუვალი იყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 27 მაისის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფი, რომელიც 54 თეთრის ნიშნულამდე ავიდა, ძალაში 1–ლი ივნისიდან შედის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ სემეკის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალი იყო. წლებია, ბუნებრივი გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო ლარის კურსი შეიცვალა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც ...

Read More »

ბექა დავითულიანი: „ნამახვანჰესზე“ სხვა 75 ჰესის ბედია დამოკიდებული და ამის ჩაშლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას ნიშნავს

„ნამახვანჰესზე“ დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ კანონი ვინმეს მხრიდან დაირღვა შესაბამისი რეაგირება მოყვება. „მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ერთადერთი მძლავრი ენერგეტიკული რესურსი აქვს ჰიდროენერგია, შესაბამისად, ჰესები უნდა აშენდეს. ჰესები უნდა აშენდეს ისე, რომ ...

Read More »

“ამ ტარიფის პირობებში პრობლემური ხდებოდა გაზით თბილსის უწყვეტი მომარაგება”

“კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ სემეკს ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის განცხადებით მიმართა, და სემეკმაც მათი მოთხოვნა როგორც მოსალოდნელი იყო დააკმაყოფილა, რადგან მოქმედი ტარიფის მიხედვით, კომპანიას ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია უწევს. კერძოდ, სავალუტო კურსის მერყეობის და შესაბამისად, ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის გამო, მათ 1.5 წელში 25 მილიონი ლარით იზარალეს, ხოლო არსებული ტარიფის პირობებში პრობლემური ხდებოდა თბილისის გაზით უწყვეტი მომარაგება“, ...

Read More »

უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიიდან ელექტრო ენერგიის იმპორტი შეწყვიტა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის სისტემის ოპერატორის, Ukrenergo-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა. უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

Read More »