Author Archives: energy

კრიპტოვალუტების ფასი შესაძლოა, მათ რეალურ ღირებულებას ბევრად აჭარბებდეს

Ether-ის, Dogecoin-ის და Binance Coin-ის ზრდასთან ერთად, რომელმაც Bitcoin-ის ზრდა გადაფარა, გაჩნდა კითხვა არის თუ არა კრიპტოვალუტის სექტორი საკმარისად მომწიფებული გადაანგარიშებისთვის. ამ მონეტების ზრდამ წვლილი შეიტანა Bitcoin-ის საბაზრო წილის შემცირებაშიც, რომელიც მთლიანი ბაზრის წილის, $2.6 ტრილიონის 70%-ს შეადგენდა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში 43%-მდე დაეცა. JPMorgan-ის სტრატეგების აზრით, ეს შესაძლოა ციფრული სიმბოლოების ჯგუფში ინვესტორთა გადაჭარბებული რაოდენობის ნიშანი იყოს. ამას ამბობს DataTrek Research-იც. JPMorgan-ის შეფასებით, ბიტკოინის შემცირებული დომინაცია აჩენს ექოს, რომ მისი რეალური ღირებულება მის ფასს არ შეესაბამება. ამ სენტიმენტს აღვივებს სხვა კრიპტოვალუტების აღმასვლაც, რომელიც საცალო მოთხოვნის ზრდით არის მოწვეული. DataTrek-ის თანადამფუძნებელი კი ...

Read More »

“სტუდენტებს დავუფინანსებთ განათლებას, რათა ხეობას დაუბრუნდნენ”

“ჩვენ გვინდა, რომ დღესვე დავუფინანსოთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს განათლება, რათა ისინი დაბრუნდნენ ხეობაში”, – თქვა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.  ლომინაძის თქმით, ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 6.2 ცენტი იქნება, რაც ნაკლებია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზე, რომელიც 7-დან 13 ცენტამდეა პიკის საათებში. “ნამახვანჰესის საბაზისო ტარიფი იქნება 6.2 ცენტი, პიკურ საათებში იმპორტირებული ენერგიის ფასი კი არის 7-დან 13 ცენტამდე. აქედან გამომდინარე, მესამე კლასის მათემატიკაა, რომ ...

Read More »

ენერგოსექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე GREDA-ში საელჩოებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციამ (GREDA) დღეს, შეხვედრა საელჩოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართა,  სადაც საერთაშორისო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. საბჭოს მიზანი ენერგეტიკის, საკითხების განხილვა და  მუდმივი მონიტორინგია. შეხვედრაზე, დამსწრეებმა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის  დარგის მნიშვნელობაც განიხილეს. ასევე, შეჩერებული ინვესტიციები და არსებული გამოწვევები, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ენერგოსექტორს.  „GREDA-მ დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ჩვენს სფეროში  არსებულ გამოწვევებზე, რადგან მიგვაჩნია, ...

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

თურქმენეთი ევროპაში “ლურჯ საწვავს” გაზის სამხრეთ კორიდორით გაიტანს

თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვაში დოსტლუკის (“დრუჟბას”) საბადოების განვითარება საშუალებას მისცემს ბუნებრივი გაზის ექსპორტს დასავლეთში, – ამის შესახებ “თურქმენგაზის” თავმჯდომარის მოადგილემ გუვანჩ აღადჯანოვმა, განაცხადა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სექტორში საინვესტიციო საერთაშორისო ფორუმზე. მისი განმარტებით, თურქმენეთიდან ევროპის ქვეყნებში “ლურჯი საწვავის” ექსპორტი შესაძლებელი გახდება ტრანსკასპიური გაზსადენით, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება დაკავშირებული იყოს სამხრეთ გაზის დერეფანთან, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი გადის ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოსა და თურქეთის გავლით. ...

Read More »

არის თუ არა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია უფლებამოსილი ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე?

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის N136 დადგენილების თანახმად, სტრატეგიული პროექტები, რომელთა განხორციელებაც წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს, შესაძლოა გათავისუფლდნენ ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისაგან. ხაზგასასმელია, რომ კომპანია რომელიც მიიღებს მსგავს პრივილეგიას, მაინც სრულად გადაიხდის წიაღისეულის მოსაპოვებლად დადგენილ საფასურს. აღნიშნული წესი მიღებულია ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებამდე 15 წლით ადრე და ამ წესით სარგებლობა ყველა სტრატეგიულ ...

Read More »

სემეკმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „ენერგო პრო ჯორჯიაზე“ ლიცენზიები გასცა

სემეკმა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სახელზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია გასცა. ლიცენზიები გაიცა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინებისთვის, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების ...

Read More »

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ...

Read More »

​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს

ბიტკოინის კურსი საგრძნობლად დაცა მას შემდეგ, რაც Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 13 მაისის ღამეს ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა (46 ათას დოლარამდე). მოგვიანებით კურსი ოდნავ გაიზარდა და 50-ათასიანი ნიშნული გადალახა, თუმცა წინა დღესთან შედარებით მაინც 11.43%-ით დაბალია. ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ბიტკოინით განხორციელებულ გადახდას აღარ მიიღებს, რადგან კომპანია შეშფოთებულია ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების ტემპის სწრაფი ზრდით. Tesla ასევე მანამდე ...

Read More »
Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის  12 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.32 (+  0.77) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.08 (+ 0.80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“შეიძლება ჩანდეს, რომ გვირაბი გაყვანილია, მაგრამ ეს მოსამზადებული სამუშაოა”

„ვიზუალურად შეიძლება ჩანდეს, რომ „გვირაბი გაიყვანეს, შეიჭრნენ და მუშაობენ“. რეალურად კი ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები“, – განაცხადა „ენკა რინიუებლზისა“ და „ნამახვანი ჰესის“ პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში. „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ პროტესტის ფონზე მთავრობასთან შეთანხმების კვალდაკვალ, რიონის ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. ჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ მიუთითებენ, რომ კომპანია ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს კი არ ...

Read More »