Author Archives: energy

აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან 503,4 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ანგარიშის თანახმად, საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაზარდა. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-მდე შეამცირა.

Read More »

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება

ირანსა და გლობალურ მოთამაშეებს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება. ჩინელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი და ბრიტანელი დიპლომატები ირანის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეთნხმების ყველა დოკუმენტი თითქმის მზადაა. მხარეებს შორის 2015 წელს გაფორმდა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანისთვის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს შეთანხმებიდან ...

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 19%-ით გაზრდილია

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ობგანმა თათბირზე მოხმარებული ეკქტროენერგიის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა. კრისტინა ობგანის თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ, მაისიდან 16 ივნისამდე პერიოდში, გახარჯულია 260 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 მლნ კვტ.სთ-ით ანუ 19%-ით მეტი.   2021 წლის ხუთ თვეში, კრისტინა ოზგანის თქმით, გახარჯულია შარშანდელთან შედარებით 267 მლნ კვტ.სთ-ით ანუ 25%-ით მეტი ელექტროენერგია (ესკოს მონაცემებით წელს ...

Read More »

„თუ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება, არც ამაში იქნება რაიმე კატასტროფა“

“არსებული რეგულაციით და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის წესებით, ბირჟის ამოქმედების ვადად განსაზღვრული არის 2022 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, თუ მთავრობა ფიქრობს,რომ შესაძლოა კიდევ გადასაწევი გახდეს ბირჟის ამოქმედება, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება სჭირდება ამ საკითხს“, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიას განცხადებით, ეს საკითხი მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას არ განეკუთვნება. “ბირჟა უნდა ...

Read More »

ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი-მაკა ფარცვანია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს პასუხობს

მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების აბსოლიტური უმრავლესობა არ უზღუდავს კომპანიას ელექტოენერგია გაიტანოს ექსპორტზე, იმ თვეებში, რომელზეც არ ვრცელდება ესკოს შესყიდვის ვალდებულება. კომპანია ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს ხელშეკრულებისა და „საქართველოს კანონმდებლობის“ შესაბამისად. ხელშეკრულება არ ანიჭებს კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელების უპირობო უფლებას. ექსპორტი ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილი მოცულობების ფარგლებში და პერიოდში. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი მტკიცდება სამინისტროს მიერ და მასში წინასწარ არის გათვალისწინებული ექსპორტის ...

Read More »

ირანის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა ავარიულად შეაჩერა

ირანის ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა ავარიულად შეაჩერა. ირანის სახელმწიფო ელექტროკომპანიის წარმომადგენელმა, ღოლამალი რახშანიმეჰრმა თქვა, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური 19 ივნისს გაჩერდა და ამ რეჟიმში სამი ან ოთხი დღის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის გაჩერებამ შესაძლოა, ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვიოს. ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ავარიული გამორთვის შესახებ ირანმა პირველად განაცხადა. ბუშერის სადგური ირანმა, რუსეთის დახმარებით, 2011 წელს ...

Read More »
2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

ენერგეტიკის დარგის ინვესტორები მხარდამჭერ მექანიზმებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ

ენერგეტიკის დარგის ინვესტორები ახალი მხარდამჭერი მექანიზმებით უკმაყოფილოები არიან და ამ ინსტრუმენტებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. კომპანიებში ამბობენ, რომ მთავრობის მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სანაცვლოდ შეთავაზებული მექანიზმი ეფექტურად ვერ იმუშავებს და დარგში ვერც ინვესტიციებს მოიზიდავს. როგორც კომპანიებში განმარტავენ, ე.წ. Feed in Premium-ის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორს აღარ ექნება გარანტირებული ტარიფი.  კერძოდ, PPA ხელშეკრულებების ნაცვლად, მთავრობამ 1.5 ცენტის მოცულობის თანადაფინანსება ...

Read More »

„გაზიფიცირებული სოფლების მატების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისთვის შეშა კვლავ გათბობის ძირითადი წყაროა“

„გაზიფიცირებული სოფლების მატების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისთვის შეშა კვლავ გათბობის ძირითადი წყაროა“,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა ტყეების სისტემატური ინვენტარიზაცია, რაც მიუთითებს მათი მდგომარეობის შესახებ არასრულყოფილი ინფორმაციის ფლობაზე და ართულებს ტყის გრძელვადიანი და რაციონალური გამოყენების დაგეგმვას. „გაზიფიცირებული სოფლების მატების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისთვის შეშა კვლავ გათბობის ძირითადი წყაროა. არსებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 34 142 დოლარამდე შემცირდა

ჩინეთში მაინერების დახურვის და პოტენციური რეგულაციების შემდეგ, ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას ისევ დაეცა. ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა ნიუ-იორკში, კვირას 10:50 საათისთვის 5,5%-ით დაეცა და $34 142 შეადგინა, რაც ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში მეოთხე დაცემაა. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი 5,9% -ით შემცირდა და $2,095 შეადგინა. კრიპტოვალუტებს ბოლო დროს რთული პერიოდი აქვთ. ბიტკოინი რეკორდული ფასის დაახლოებით $65,000-ის ნახვარი ღირებულებით ივაჭრება. ყველა კრიპტოვალუტის საბაზრო ...

Read More »

საქართველოდან შემავალი ხაზის გამო, სომხეთის რამდენიმე რეგიონში ხმების დათვლის დროს ელექტროენერგია გაითიშა

სომხეთის რამდენიმე რეგიონში ხმების დათვლის დროს ელექტროენერგია გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. როგორც სააქციო საზოგადოება „სომხეთის ელექტროქსელების“ პრესსპიკერმა, ნატალია სარჯანიანმა სომხურ მედიას განუცხადა, პრობლემა მაღალი ძაბვის ელექტროქსელებს, კერძოდ, საქართველოდან შემავალი ხაზის გათიშვას უკავშირდებოდა. „არმავირის, შირაკის, არაგაცოტნისა და ლორის ოლქებში ელექტროენერგია დაახლოებით 10 წუთით იყო გამორთული. გამორთული იყო ქართული ხაზი, მოხდა სისტემური გათიშვა“, – განაცხადა ნატალია სარჯანიანმა. სომხეთის რამდენიმე ოლქში ელექტროენერგია ...

Read More »