Author Archives: energy

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. „მივიჩნევ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. ყირიმის წასაღებად და სავაჭროდ, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. ასე ყირიმის საკითხი ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. ნორმანდიის ფორმატშიც წამოვაყენე ეს საკითხი. ყველა მხარე ამბობდა, რომ ყირიმი მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხი არ არის. ამიტომაც გადავწყვიტე ყირიმის პლატფორმის შექმნა. გვესმოდა, რომ ყირიმის ოკუპაცია დავიწყებას ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის კვლევებზე განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის კვლევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ნამახვანიჰესის პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლასთან დაკავშირებით გამოთქმული სპეკულაციების გაბათილების მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ ეკონომიკური კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა იქნა შეფასებული. ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. XX საუკუნიდან მოყოლებული, პროექტის ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა ...

Read More »

ნავთობის ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა. შავი ოქროს ფასზე ოპეკის გადაწყვეტილებამ იმოქმედა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ნავთობმოპოვება უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ Wall Street Journal წერს. ვაჭრობის დახურვამდე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $70,25 შეადგინა. ფასი 1,3%-ითაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მაისის ვაჭრობის ფონზე საკმაოდ მაღალია. ასევე გაიზარდა ფიუჩერსული ფასი West Texas Intermediate (WTI) მარკის ნავთობზე ბარელზე 2,1%-ით $68,72-მდე, რაც 2018 წელთან შედარებით მაქსიმალური ფასია.

Read More »
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

საქართველო 82%-ით სხვა სახელმწიფოებზეა ენერგოდამოკიდებული

ქვეყნის თავისუფლების ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ენერგოდამოუკიდებლობაა. განსაკუთრებული აქცენტი ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე კეთდება, ნავთობისგან განსხვავებით მათი შორი მანძილიდან ტრანსპორტირება შესაძლებელია, თუმცა ბევრად უფრო რთული და ძვირია. საქართველოს ნავთობი და გაზი არ გააჩნია, ელექტროენერგიის შემთხვევაშიც კი საკუთარ საჭიროებებს მხოლოდ ნაწილობრივ იკმაყოფილებს. 2020 წელს საქართველომ 12.157 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, თუმცა სრულმა მოთხოვნამ დანაკარგების გათვალისწინებით 12.655 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. მართალია პირდაპირი იმპორტი მხოლოდ ...

Read More »

დავით ნარმანია: გაზის გაძვირების გარეშე “თბილისი ენერჯის” სესხის აღება მოუწევდა

გაზის ტარიფის გადახედვის გარეშე “თბილისი ენერჯის” მოუწევდა სესხის აღება, რომლის პროცენტიც შემდეგ ისევე ტარიფს დააწვებოდა, – ამის შესახებ განცხადება “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა. მისი თქმით, დაგროვებული დავალიანების გადახდის გარეშე კომპანიას გაზის მიწოდება აზერბაიჯანული მხარისგან შეუწყდებოდა. „თავის დროზე ჩვენ როცა ტარიფი დავადგინეთ კურსი 2.97 იყო. 2020 წლის განმავლობაში კორონავირუსის გამო სამწუხაროდ კურსი გაუფასურდა. შესაბამისად, ამ თვეებში “თბილისი ენერჯის” გაზის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   1 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,25 (+  0.11) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67,72 (+ 0,14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

როგორ გამოიყურება და რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მსოფლიოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური

არაბთა გაერთიანებული საამიროები ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სახელმწიფოა, სადაც უამრავი ახალი ტექნოლოგია თუ გამოგონება ინერგება. გაზისა და ნავთობის დიდი მარაგების მიუხედავად, ქვეყანაში ცდილობენ ისინი ეტაპობრივად განახლებადი რესურსებით ჩაანაცვლონ. ამის ერთ-ერთი მაგალითია მსოფლიოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგურის შექმნა, რომელსაც ჯერჯერობით ანალოგი არ აქვს. მზის ენერგიის ყველაზე დიდ ელექტროსადგურის მუჰამედ-ბინ რაშიდ ალ-მახთოუმის მზის პარკი ეწოდება (MBR Solar Park) და ის ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რატომ შენდება ესა თუ ის მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი“

„საქართველოში უნდა აშენდეს ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ყველა არსებული წესის დაცვით“,  – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელს მიაჩნია, რომ უნდა აშენდეს ყველაფერი, იქნება ეს ორსართულიანი შენობა, ღელეზე გადებული ხიდი, შიდა მოხმარების გზა, თუ მაგისტრალი, მცირე ჰიდროელექტროსადგური, თუ მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, მაგალითად, ისეთი, როგორიც ნამახვანის მასშტაბის ობიექტია. „აქ მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი ...

Read More »

“აჭარისწყალი” დეზინფორმაციას პასუხობს: შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და უსაფრთხო ნაგებობაა

შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს მდგრად და უსაფრთხო ნაგებობას, რომელიც აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალი ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. კაშხლის რუტინული მონიტორინგი მიმდინარეობს კონკრეტული თანმიმდევრობით, შესაბამისი ტექნიკური გეგმის ფარგლებში. ,,ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჰესის კაშხლიდან წყალი ჟონავს, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. როგორც დიდაჭარის კაშხლის, ასევე მსგავსი ტიპის ყველა ...

Read More »

აბუ დაბი წყალბადის და ამიაკის ქარხნის ასაშენებლად $1 მილიარდს დახარჯავს

აბუ დაბის კერძო კომპანია მზის ენერგიაზე მომუშავე წყალბადის და ამიაკის ქარხნის ასაშენებლად $1 მილიარდზე მეტს დახარჯავს. ინვესტორები და მთავრობები ახლო აღმოსავლეთში ემისიებისგან თავისუფალი ენერგიის მოსაპოვებლად ძალისხმევას აძლიერებენ. ობიექტი განთავსებული იქნება Khalifa-ს ინდუსტრიულ ზონაში და მას Helios Industry ააშენებს. პროექტი საწყის ეტაპზე 100 მეგავატ მზის ენერგიას მოიცავს, თუმცა მომავალში ამას 800 მეგავატამდე გაზრდის. ქარხანა წელიწადში 40,000 ტონა მწვანე წყალბადს აწარმოებს, რომლიდანაც ...

Read More »