Author Archives: energy

თურნავა: რიონის ხეობა ერთერთი საუკეთესოა ენერგეტიკულად, ჰიდროლოგიურად და გეოლოგიურადაც

“ის დასკვნები, რაც დღესდღეობით დევს, გვიჩვენებს, რომ გეოლოგია, განსაკუთრებით ქვედა საფეხურის, არის ისეთი, რომ ძალიან დაბალია ალბათობა რაიმე გადაულახავი გეოლოგიური პრობლემა შეიქმნას, თუმცა, ნებისმიერ გეოლოგიაზე შეიძლება მშენებლობა, გააჩნია რა დაჯდება. ენგურგესი გაცილებით უფრო რთულ გეოლოგიურ პირობებშია აშენებული, მაგრამ აშენდა და დღეს ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი. რიონის ხეობაში, სადაც მდებარეობს უამრავი ჰიდროსადგური, მათ შორის კაშხლიანი წყალსაცავი, ეს ხეობა არის ერთ-ერთი ...

Read More »

გახარია: ნამახვანჰესის კონტრაქტი, სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით, ბევრად უკეთესია

ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ნამახვანჰესის კონტრაქტი სხვა დიდი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით უკეთესია, თუმცა დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, პროექტი კარგია ან ცუდი. „ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ, ფაქტია. მე ახალს არაფერს არ ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, ...

Read More »

ვახტანგ გომელაური: ნამოხვანში რკინის ჯებირების საჭიროებაზე: რომ შევუშვათ, იქ მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა, შეიძლება, მოქალაქეებიც დაშავდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური განცხადებით, “რიონის ხეობის მცველებს” ბარიკადებს მიღმა იმიტომ არ უშვებენ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, ადგილზე დაპირისპირება არ მოხდეს. „ნამახვანჰესს რაც შეეხება, ხედავთ, რომ რამდენიმე თვეა, პოლიციელები გუმათში დგანან და მაქსიმალურად ცდილობენ, შეხლა-შემოხლა არ მოხდეს. გუშინ ნახეთ, რომ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რომელიც ძალიან ცუდი ფაქტია და ასეთი რაღაც არ უნდა ...

Read More »

“ვითარების დაძაბვა და ესკალაცია ხელს უშლის ნებისმიერ დიალოგს, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შედგეს აქციის მონაწილეებთან საუბარი”

მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აქციის მონაწილეებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საუბარი, შეჯერება აბსოლუტურად ყველა საკითხზე და მას შემდეგ შეძლებს საქართველო მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. როგორც მერაბ ლომინაძემ აღნიშნა, ვითარების დაძაბვა და ესკალაცია ხელს უშლის ნებისმიერ დიალოგს. „მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აქციის მონაწილეებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საუბარი, შეჯერება აბსოლუტურად ყველა საკითხზე და ...

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: „ელ გრინის“ პირდაპირი ინტერესია, რომ საქართველოში ყველა ტიპის გენერაცია განვითარდეს

„გვესმის ხოლმე მოსაზრება, რომ რამდენადაც „ელ გრინი“ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიორია, ამიტომ ადგილობრივი გენერაციის განვითარება ჩვენ ხელს არ გვაძლევს, რადგან  საჭირო აღარ იქნება ელექტროენერგიის იმპორტი და ჩვენი შემოსავალიც შემცირდება. ეს ძირშივე არასწორი მოსაზრებაა“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მან განმარტა, რომ „ელ გრინისთვის“, როგორც ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანიისთვის, საქართველოში იმპორტი არ არის საქმიანობის ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

ევროპარლამენტარები ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, რუსული გაზის პროექტი არ დააფინანსონ

ევროპარლამენტარების ჯგუფი საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მთავრობებს მოუწოდებს, Arctic LGN II, თხევადი ბუნებრივი აირის რუსული პროექტი არ დააფინანსონ. ევროპარლამენტარების შეფასებით რუსეთის გაზის ინდუსტრიაში ინვესტირება სახიფათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას კლიმატზე. რუსეთში წარმოებული ბუნებრივი აირის 80% იამალის არქტიკულ რეგიონში მოიპოვება. Arctic LNG II ბუნებრივი აირის ახალი ობიექტია, რომელსაც რუსეთში სიდიდით მეორე გაზის კომპანია Novatek-ი აშენებს იამალის ნახევარკუნძულთან. ობიექტის მიზანია, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა. 21 მილიარდ დოლარიანი პროექტის დასრულება 2025 წელს იგეგმება. ...

Read More »
თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

თურქეთი ელენერგიის ექსპორტიორებისთვის მომხიბვლელი ბაზარი აღარ არის

თურქეთი აღარ არის ისეთი მომხიბვლელი ბაზარი, როგორც იყო 5 წლის წინ  – ელექტროენერგიის ექსპორტიორებს თურქეთში ელექტროენერგიის დაბალი ტარიფები ხვდებათ. „ნამდვილად შემცირებულია ექსპორტი თურქეთში, თუმცა, როდესაც საქართველოში ჭარბი ელექტროენერგიაა, სადმე უნდა მოხდეს მისი გატანა, ამიტომ ზოგიერთ ექსპორტიორს უღირს რომ გაიტანოს თურქეთში. მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდა სომხეთი, როგორც საექსპორტო მიმართულება და აქ  უფრო მაღალ ტარიფს იღებენ ქართველი ექსპორტიორები, გარკვეულ პერიოდებში, ვიდრე თურქეთში“, – ...

Read More »

რას წარმოადგენს “ნამახვანჰესის“ ინვესტორი ENKA და რა პროექტები აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

1957 წელს თურქეთში დაარსებული, სამოქალაქო ინჟინერიის კომპანია ENKA საქართველოში “ნამახვანჰესის“ სახით მეორე პროექტს ახორციელებს. 2014-2019 წლებში ამერიკულ პარტნიორ კომპანიასთან, Bechtel-თან ერთად British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო და სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში იღებდა მონაწილეობას. რა არის ცნობილი თურქული კომპანიის შესახებ, რომლიც გარშემოც დღეს ყველასთვის ცნობილი სკანდალური პროცესები მიმდინარეობს? ENKA ახორციელებს სამშენებლო და საინჟინრო მომსახურებას შვილობილი კომპანიების მეშვეობით, დაახლოებით 30 ქვეყანაში. ...

Read More »

თეა წულუკიანი – ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულია

ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულია, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული. „ვისურვებდი და კარგი იქნებოდა, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურად კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, რაც მორატორიუმის ფორმით გამოიხატა. ...

Read More »