Author Archives: energy

ერაყიდან ნავთობის ექსპორტი ორი თვეა 2,9 მლნ ბარელს შეადგენს

ერაყმა 2021 წლის ივნისის თვეში ექსპორტზე გაუშვა 2.892 მილიონი ბარელი ნავთობი დღე-ღამეში, ქვეყნის ნავთობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ერთი თვით ადრე ნავთობის ყოველდღიურმა გატარებამ შეადგინა 2,899 მილიონი ბარელი/დღეში. მანამდე ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტი შეადგენდა საშუალოდ 2,95 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. 2020 წლის დეკემბერში ერაყმა გაატარა 2.85 მილიონი ბარელი/დღეში. სულ ივნისის თვეში განხორციელდა 86,77 მილიონი ბარელი ნავთობის ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

2020 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას 34 მიმწოდებელი ახორციელებდა

სემეკის მიერ მომზადებული 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა (91%). ამასთან, 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 1%-ით შემცირდა. კლება ძირითადად შეეხო ავტოგასამართი სადგურებისა და ...

Read More »

ირანის საგარეო უწყება – ირანი დაუყოვნებლივ უპასუხებს მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხეს

ირანი დაუყოვნებლივ უპასუხებს მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რითაც ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ბრალდებებს გამოეხმაურა. „ირანი არ აყოვნებს, როდესაც საქმე უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება და უპასუხებს სწრაფად და მტკიცედ ნებისმიერ შესაძლო ავანტიურას”, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა საედ ხატიბზადემ. შეგახსენებთ, ომანის სანაპიროსთან ...

Read More »

საქართველო BP-სთან განახლებადი ენერგოწყაროების განვითარების თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს

საქართველო BP-სთან განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობისა და გაზის კომპანიის BP საქართველოს ხელმძღვანელს, აიტან ჰაჯიევას შეხვდა. ლევან დავითაშვილმა BP საქართველოს ხელმძღვანელს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენ ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

პანდემიურ წელს „თელასის“ ენერგომოხმარება 9,8%–ით შემცირდა

2020 წელს სს „თელასის“ წმინდა მოგება 2019 წელთან შედარებით 619 %-ით, 72 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამის შესახებ სს “თელასის” გასული წლის ფინანსური ანგარიშშია ნათქვამი.  საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელურმა კომპანიამ, რომელიც ელექტროენერგიის განაწილებას და გასაღებას ახორციელებს 2020 წელს 405 მილიონი ლარის ღირებულების 2. 476 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის რეალიზაცია მოახდინა.   აუდიტორული კომპანია EY-ის მიერ მომზადებულ „თელასის“ წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ...

Read More »

ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულება რუსეთს კიდევ ერთ ინსტრუმენტს მისცემს უკრაინაზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის

აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი და მისი კოლეგები ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, ირლანდიიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ლიეტუვიდან. „ჩვენ, ჩვენი შესაბამისი ეროვნული პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, კვლავაც ვეწინააღმდეგებით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტს და სინანულით აღვნიშნავთ ...

Read More »

ნავთობის ტანკერზე თავდასხმაში ირანი ისრაელმაც დაადანაშაულა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე განხორციელებულ თავდასხმაში, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ირანს ადანაშაულებს. “ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის არის ტერორიზმის, დესტრუქციის და არასტაბილურობის ექსპორტიორი, რომელიც ყველა ჩვენგანს აზარალებს. მსოფლიო არ უნდა დუმდეს ირანის ტერორიზმის წინაშე, რომელიც ასევე ზიანს აყენებს გადაზიდვის თავისუფლებას“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდის განცხადებაში. მისივე თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის საგარეო ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.29  (- 0,04) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,26  (- 2,69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალი ქვესადგურების მშენებლობის პროექტს იწყებს

22 ივლისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა და კონტრაქტორი კომპანიის Mytilineos S.A (Metka) გადაცემისა და დისტრიბუციის დირექტორმა მარგარიტა არიფმა 36 მილიონი ევროს ღირებულების, ქვესადგურების მშენებლობის პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პროექტი „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში განხორციელდება და ოზურგეთსა და ლაჯანურში ახალი ქვესადგურების მშენებლობას, ხოლო „ახალციხე-500“-ში ქვესადგურის გაფართოების სამუშაოებს გულისხმობს, რომლებსაც ბერძნული კომპანია Mytilineos S.A (Metka) შეასრულებს. ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურდიანის, მეტრეველის, მაიაკოვსკისა და იამანიძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, აბაშიძისა და შოშიტაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »