გაზპრომი თანახმაა, სომხეთში გატარებული ტრანზიტის ძველი პირობები წლის ბოლომდე ძალაში დატოვოს. შეთანხმებას საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკების პროცესში მიაღწია. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, დადებითი პასუხი რუსეთიდან უკვე მიღებულია, – იტყობინება ტელეკომპანია “იმედი”. შეგახსენებთ, გაზპრომი სომხეთში გატარებული გაზის საფასურის მონეტიზაციას ითხოვდა. ამ დრომდე კი, საქართველო ტრანზიტის საფასურს ნატურის სახით, გატარებული გაზის 10% იღებდა.
Read More »