Author Archives: energy

ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა იზრდება

ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა მატულობს. ამის განსაკუთრებულმ საფუძველს, მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟა იძლევა, რომლის შექმნაც კონკურენციის ზრდის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია.  ,,ცივილიზებული ფორმით ხდება შესაძლებელი ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა. შესაბამისად, ენერგეტიკული პროცესები გახდება უფრო გამჭვირვალე, რაც სავარაუდოდ, ინვესტიციებზეც მოახდენს გავლენას. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი, თანამედროვე მექანიზმია, რისგანაც სიკეთეს უნდა ველოდოთ. პირველ რიგში, გარემო უფრო კონკურენტული უნდა გახდეს, ეს აუცილებელია, ...

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანისგან 7.017 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია იყიდა

მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 7.017 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია შეისყიდა.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  თანახმად, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 74.4% -ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ელექტროენერგეტული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით კი, 2021 წლის იანვარში საქართველოს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 151,7779 მილიონი კვტ / სთ-ს გაუტოლდა. წლიურ ჭრილში მონაცემი 96% -ით, ანუ 1,9-ჯერაა გაზრდილი.  2020 წლის განმავლობაში საქართველომ ...

Read More »

თურნავა – ახალი ენერგოობიექტები უნდა აშენდეს, საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტები, ბენზინზე მოქმედებს ევრო 5 სტანდარტი, დიზელის სტანდარტებიც გაიზარდა. „მოვახერხეთ საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა და ვფიქრობ, ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ საწვავის ხარისხი. ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყარო იყო სამრეწველო ობიექტები, ატმოსფერულ ჰაერში ...

Read More »

ჩინეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასს ზრდის შიდა ბაზარზე

ჩინეთის შიდა ბაზარზე ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი გაიზრდება. აის შესახებ ინფორმაციას  ავრცელებს ქვეყნის სახელმწიფო კომიტეტი განვითარების და რეფორმების საკითხებში.  ფასები გაიზრდება 19 თებერვლიდან. 1 ტონა ბენზინის ღირებულება გაიზრდება 275 იუანით (დაახლოებით 42,6 აშშ დოლარი), დიზელის საწვავი – 265 იუანით (დაახლოებით 41 აშშ დოლარი). 1 ტონა ბენზინის ფასი იქნება 7690-დან 8130 იუანამდე (1192-დან 1260 აშშ დოლარამდე), 1 ტონა დიზელის საწვავის ფასი ...

Read More »

“ეს მოთხოვნა ჩვენთვის ჯერ ფუფუნებაა” – ნავთობკომპანიებს საწვავის მარაგების შექმნა დაევალებათ

კომპანიებს შესაძლოა, ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია. კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, სტრატეგიული მარაგების შექმნა საწვავის ფასზე აისახება. „ჩვენ გვქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა. ზოგად კონსულტაციებს გადის ქვეყანაც იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში იყოს სტრატეგიული მარაგები. თუმცა, მარაგების შექმნა პირდაპირ კავშირში არის საწვავ პროდუქტების ღირებულების გაზრდასთან. ნავთობპროდუქტების სავალდებულო ...

Read More »

TANAP-ით შესაძლოა, ევროპის წყალბადით მომარაგება დაიწყოს

დამატებითი ინვესტიციების გარეშე აზერბაიჯანიდან ევროპამდე ტრანსანატოლიურმა მილსადენმა (TANAP), შესაძლოა,  ევროპაში წყალბადის ტრანსპორტირება დაიწყოს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ცნობისთვის, წყალბადი, რომელიც განახლებადი, ბირთვული და სხვა სახის ენერგორესურსებით იწარმოება, შესაძლებელია, რომ ბუნებრივ აირად ტრანსპორტირდეს მილსადენებით. წყალბადს მომავლის საწვავად მიიჩნევენ, ამიტომაც ამ ტექნოლოგიის განვითარებას ბევრი კომპანია ცდილობს. მაგალითად, იაპონური, ბრიტანული და გერმანული ენერგოკომპანიები, მათ შორის BP-იც. აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR-ს უკვე დასრულებული აქვს კვლევა წყალბადის TANAP-ის გამოყენებით ტრანსფორმაციის ...

Read More »

მხოლოდ თებერვალში ბიტკოინის ფასი 60%-ით გაიზარდა

ბიტკოინზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება მისი ფასიც. მხოლოდ თებერვლის თვის არასრული მონაცემბით, ბიტკოინის ფასი 60%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთ კვირაში კრიპტოვალუტის ფასი 2.6%-ით (59.923 ამერიკული დოლარით) გაიზრდა. ფასის ზრდას კი ინვესტორთა რაოდენობის ზრდა იწვევს, ამას ემატება ის, რომ დიდი კომპანიები მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას სთავაზობენ. ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით 982 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიტკოინია მიმოქცევაში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილების ბატარეების შემნახველი სადგურის აშენება იგეგმება

ელექტრომობილების რაოდენობის სწრაფი ზრდა ახალ გადაწყვეტილებებს ითხოვს. მომავლის პროგნოზების გათვალისწინებით, „საქართველოს ელექტროსისტემა“ მძლავრი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის ან სააკუმულატორო ბატარეების შემნახველი სადგურის აშენებას არ გამორიცხავს. ამ ტიპის სადგურების აშენებას დღის წესრიგში შიგაწვის ძრავიანი მანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლება აყენებს. „მსოფლიოს მასშტაბით ანაცვლებენ შიგაწვის ძრავიან მანქანებს, რაც ერთი მხრივ იწვევს პიკური მოხმარების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ელექტროენერგიის ხარისხის შესაძლო დამახინჯებას (ჰარმონიკებს). საქართველოში დღეისათვის დაახლოებით 1 ...

Read More »

ნავთობის ბაზარზე მოლოდინები გაუარესდა

წინა თვის მსგავსად, თებერვალშიც ნავთობის ბაზრის მოლოდინები ოდნავ გაუარესდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, იანვარში, წინა თვის პროგნოზთან შედარებით, ნავთობზე მოთხოვნა 2021 წელს დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელით ნაკლები იყო. თებერვალში მოლოდინები კვლავ გაუარესდა და მიმდინარე წელს საშუალო დღიური მოხმარება 97.7 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც იანვრის პროგნოზზე 0.1 მლნ ბარელით ნაკლებია. საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება. მიუხედავად იმუნიზაციის პროცესის ...

Read More »