Author Archives: energy

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა იქვე აცხადებს, რომ მიუღებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ. “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ...

Read More »

შვედეთი საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილსა და საქართველოში შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, შვედეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ერიკ ილსს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ერიკ ილსს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ერიკ ილსს გარემოსდაცვითი განვითარების კუთხით სახელმწიფოს ...

Read More »

ჯო ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან” დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს

თეთრი სახლი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. მედიასაშუალების ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაბლოკოს თითქმის დასრულებული ენერგოპროექტი, რომელიც მოსკოვისთვის დიდი ფინანსური და გეოპოლიტიკური სარგებლის მომტანი იქნება. „პოლიტიკო“ წერს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით მომლაპარაკებლის როლი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გასული თვის ბოლოს ამოს ჰოხშტაინს შესთავაზა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს საერთაშორისო ...

Read More »

“წარმოიდგინეთ ჰესის 433 მეგავატი სიმძლავრის მისაღებად რამხელა ტერიტორიის “დატბორვაა” საჭირო მზის პანელებით”

Facebook სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი, სადაც ის ირწმუნება, რომ ერთი ნამახვანჰესის ნაცვლად, შეძლება, ჯამში, 5-ჯერ მეტი სიმძლავრის 8 ცალი 234-მეგავატიანი მზის ელსადგურის მშენებლობა, რომელიც გარემოზე ზიანის მიყენების გარეშე შეძლებს ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას. აღნიშნულ პოსტს საკუთარ გვერდზე გურამ ნიკოლაშვილი ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ურანის საბადოს შემდეგ საქართველოს ბნელ მხარეში ანტიჰესერები თავის მრევლს სიცრუის მორიგ დოზას სთავაზობენ. მრავალათასიანი გავრცელებით. ეს ის ...

Read More »

“BP საქართველოს” დირექტორად აითან ჰაჯიევა დაინიშნა

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიკ გულიევი აითან ჰაჯიევას უკვე შეხვდა. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიკ გულიევს და BP-ის ახალ დირექტორ აითან ჰაჯიევას შორის შეხვედრის დროს ელჩმა მიულოცა მას დანიშვნა. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს, აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობასა და მათ მიერ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ ინვესტიციებზე. ჰაჯიევამ ელჩს ...

Read More »
ხუდონჰესი არის ერთ-ერთი მძლავრი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰესი რეგიონში

“ნახშირბადის გადასახადის შემოღებით, საქართველოს უჩნდება უდიდესი პერსპექტივა”

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს. ენერგეტიკის ექსპერტი დავით მირცხულავა აღნიშნულ ფაქტს საკუთარ Facebook-ზე გეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მოძრაობა „არა ჰესების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის წერილი, რომელიც ქვეყანას,ქართულ ენერგეტიკას თავაზობს აზერბაიჯანული “უფასო გაზით, რომელიც გვერგება “(ეს ტრანზიტის გადასახადია და ბუნებრივია უფასო არ ...

Read More »

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და მოხმარება იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,53 ათასი ტონა, რაც 0,34 ათასი ტონით ანუ 28,6%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან (1,19 ათასი ტონა) შედარებით და 0,45 ათასი ტონით ანუ 41,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,08 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 0,25 ათასი ...

Read More »

ალექსანდრე თვალჭრელიძე: “რიონის ხეობაში ურანის საბადოს არსებობის ალბათობა არის ნულის ტოლი”

ბოლო პერიოდში Facebook სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის საუბრობდა რიონის ხეობაში არსებული ურანის, სპილენძის, ოქროს და სხვა წიაღისეულის დიდი მარაგების შესახებ და ირწმუნებოდა, რომ ინვესტორი თუქეთიდან თუ ჰესის მშენებლობის დროს აღმოაჩენდა ოქროს, ურანის თუ სხვა წიაღისეულის საბადოს, მას უფლება ექნებოდა მათი ლიცენზიის გარეშე მოპოვებისა და გაყიდვისს. ხსენებულ პოსტზე უამრავ მომხმარებელს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ...

Read More »

„ენგურჰესის რეაბილიტაცია იმპორტს შეამცირებს“

რამდენად კარგად მოემზადა საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის  რეაბილიტაციისთვის, რომელიც 1 მაისს  სრულდება. რამდენად სრულფასოვნად შესრულდა ენგურის გამომუშავების იმპორტით ჩანაცვლების გეგმა. როგორ უნდა გადანაწილდეს მაისიდან ენგურჰესის გამომუშავებული რესურსი ქართულ და დეფაქტო აფხაზურ მხარეებს შორის. გთავაზობთ ინტერვიუს  ელექტროენერგიის აზერბაიჯანიდან იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ზურაბ ნოღაიდელთან. – ბატონო ზურაბ, ენგურჰესის სარეაბილიტაციო 4 თვიანი პერიოდი გეგმით 1 მაისს უნდა დასრულდეს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ...

Read More »
2020 წელს საქართველოს საკუთარი, შედარებით იაფი ბენზინი ექნება

დღეს საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

დღეს საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა და ფასმა 2.68 ლარიდან 2.73 ლარს მიაღწია. ბოლო წლებში საწვავის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 2.71 ლარი იყო. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 65 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან. სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი – 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, ...

Read More »