Author Archives: energy

ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მძლავრი ხანძარი გაჩნდა

დაახლოებით 20 საათი დასჭირდა მძლავრი ხანძრის ჩაქრობას ირანის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც თეირანის მახლობლად მდებარეობს. ირანის ეროვნული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის, მოჯტაბა ჰალედის თანახმად, ხანძრის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ხანძრის ჩაქრობაზე მომუშავე 9 მაშველი.თეირანის განაპირას დასახლებულ კვარტლების სიახლოვეს 1968 წლიდან მდებარე ნავთობგადამამუშევებელი ქარხანა დღეში დაახლოებით 250 000 ბარელ ნედლ ნავთობს ამუშავებს. ირანის საწარმოებში ხშირდა ხდება უბედური შემთხვევები.23 მაისს ...

Read More »

აფბა – ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობისგან მკაფიო ახსნა-განმარტებებს საპარლამენტო მოსმენაზე ველით

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ დადებითად აფასებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, ელექტროენერგეტიკის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საპარლამენტო მოსმენის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამადროულად, აფბა მოუწოდებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო მოსმენაზე, გააკეთოს მკაფიო ახსნა-განმარტება, რეალურად რამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების გადავადება 6 თვით, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ პერიოდის განმავლობაში და რეალურად მიღწევადია თუ არა 2022 წლის 1 ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

საქართველომ მაისში ექსპორტზე 130.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა

საქართველომ მაისში ექსპორტით 130.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა. უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, სადაც ექსპორტმა 67.68 მლნ შეადგინა.  აზერბაიჯანში 18.14 მლნ კვტ.სთ-ს გატანა მოხდა, ხოლო სომხეთში 44.98 მლნ კვტ.სთ-ის. პროგნოზით, მაისში საქართველოს უცხოეთში 50 მლნ კვტ.სთ უნდა გაეტანა, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებელი საპროგნოზოზე 2.6-ჯერ მეტი აღმოჩნდა. ასევე პროგნოზით, წელს ექსპორტზე 350 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანაა ნავარაუდევი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: Nord Stream 2-ის პროექტი ავსტრიის ეკონომიკურ ინტერესებშია

ავსტრია მიესალმება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას Nord Stream 2 გაზსადენის პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის შესახებ, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გაზსადენის მშენებლობა ვენის ეკონომიკურ ინტერესებშია. „ძალიან მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატები სანქციებით აღარ ემუქრება Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილე კომპანიებს. გერმანიის მსგავსად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ Nord Stream 2-ის ...

Read More »

უკრაინის პრემიერი: ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა

საქართველო და უკრაინა ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ენერგეტიკული უსაფრთხოება მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. როგორც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას. მისივე თქმით, ამას ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების მემორანდუმი , რომელიც პროფილურ უწყებებს შორის გაფორმდება და ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი ერთობლივი ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

GREEN ENERGY 14 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს

Green Energy 14 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. საუბარია დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინესტიციაზე, რომელიც ქვემო ქართლში განხორციელდება. პროექტი თითქმის მზად არის, მოძიებულია ფინანსებიც და კომპანია ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ნებართვისთვის ივნისის ბოლომდე მიმართავს. Green Energy-ში ფიქრობენ, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გაჭიანურების გარეშე პროექტის დასრულებას 2022 წლის ბოლომდე შეძლებენ. “Green energy დღეს თავისთვის აპროექტებს, 14 მეგავატიან სადგურს. მომზადების სტადიაში ვართ, შერჩეული ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის 2 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.35 (+  1.10) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.83 (+ 1,11)  დოლარი/ბარელზე. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ასეთი მაღალი ფასი 2018 ...

Read More »

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტით 32 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების სერვისით იუსტიციის სახლში უკვე 31,676-მა მოქალაქემ ისარგებლა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი იუსტიციის სახლის 25-ვე ფილიალშია ხელმისაწვდომი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს იუსტიციის სახლში მხოლოდ ერთი ვიზიტით შეუძლიათ მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება – ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ ...

Read More »
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

პარლამენტში ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მოსმენა დაიგეგმა

საქართველოს პარლამენტი ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას  მოისმენს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით მოხსნებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი წარადგენს. თანამომხსენებლებად  „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორი  ირინა მილორავა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე  დავით ნარმანია არიან განსაზღვრულნი. ინფორმაცია, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბაზრის ...

Read More »

ენკას დირექტორი: მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ დაძაბულობა და ესკალაცია

კომპანია ენკას დირექტორი ნამოხვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე პროტესტის შესახებ რუსთავი 2-თან საუბრობს. როგორც მერაბ ლომინაძე ამბობს, ხეობაში შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა და მისი თქმით, შეკრებილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ “მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როდესაც მანქანებს აჩერებენ, ჩხრეკენ, ამოწმებენ და მოქალაქეებს არ ეძლევათ გადაადგილების საშუალება. ჩემთვის გასაგები იქნებოდა თუ ეს მიზანმიმართულად იქნებოდა რომელიმე კომპანიის, კერძოდ ჩვენს კომპანიაზე რასაკვირველია, მათ მიმართ ამ შემთხვევაში ...

Read More »