Author Archives: energy

ჰესის მშენებლობა საფრთხეს არ უქმნის იმ ვენახებს სადაც ადგილობრივებს უნიკალური ჯიშის ყურძენი, ტვიში მოჰყავთ – ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია

რადიო კომერსანტის გადაცემა „პროფესიონალებში“ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“  წარმომადგენელი ელენე ღუბიანური „ენკასთვის“ მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ საპროექტო არეალი საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის ფართობს მოიცავდა, რომლის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ღუბიანურმა განმარტა, რომ ქვემო ნამახვანის არეალში იდენტიფიცირებულია 278 ოჯახი, რომელიც გასახლებას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, გასასახლებელ ოჯახებს კომპენსაცია უკვე გადაეცათ, ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: ენერგეტიკული ბირჟა თხილამურებით სრიალს ჰგავს, სანამ ისწავლი, ბევრჯერ დაეცემი

გასული წელი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: სატეტსტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო ენერგეტიკულმა ბირჟამ, „ნამახვანი“ ჰესის მშენებლობა მუდმივი გამოსვლების ფონზე გრძელდება; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკის ექსპერტს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ენერგეტიკული ბირჟის არსებობა ძალიან კარგი ...

Read More »

აშშ-მ Nord Stream 2-ის ანგარიში გამოაქვეყნა – ვის შეეხება სანქციები?

ბაიდენის ადმინისტრაციამ Nord Stream 2-ის ანგარიში გამოაქვეყნა, რაც მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღის წინაპირობაა. მოხსენებაში სანქციის მთავარი სამიზნეა გემი Fortuna და მისი მფლობელი KVT-RUS. ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია პირები, რომლებიც გაზსადენის პროექტისგან დისტანცირების გამო, სანქციებისგან თავისუფლდებიან. მაგრამ ანგარიში არ მოიცავს გერმანულ და სხვა ევროპულ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთთან აქტიური თანამშრომლობით მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ამგვარი გადაწყვეტილება ორპარტიული კრიტიკის საგანი გახდა და ...

Read More »

ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება

ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. თიბისი ლიზინგის დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის, ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას. ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს 0.3196 თეთრს ...

Read More »

ბიტკოინის კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს, შედეგად კი, მისი კაპიტალზაიცია ტრილიონ დოლარს უახლოვდება. CoinDesk-ის მონაცემებით, თბილისის დროით 16:45 საათზე ბიტკოინის ფასმა 52 682 დოლარი შეადგინა, რაც წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე 1,2%-ით მეტია. ბიტკოინის კაპიტალზიაცია 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე 440 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 979,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, Bloomberg-ის მიერ აღრიცხვადი 4 ...

Read More »

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული ვითარებაა

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს. ადგილობრივები ასევე პროტესტით შეხვდნენ ინვესტორი კომპანია „ენკას” თანამშრომლების გადაადგილებას საპროექტო ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. გუშინ დილით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტები ამბობდნენ იმასაც, რომ სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში საავტომობილო გზა გადაკეტეს და აქტივისტებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა „ენკამ”. მათი თქმით, დღეს კომპანიამ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი ...

Read More »

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან დროებით შეთანხმებას მიაღწია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ირანის რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმად, ირანი შემდეგი სამი თვის განმავლობაში სააგენტოს ინსპექტორებს ბირთვული აქტივობის შემოწმების უფლებას დართავს, რამაც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ საკითხებზე საუბრის პოტენციური საფუძველი შეიძლება შექმნას. IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორმა მხარემ მიაღწია დროებით “ტექნიკურ შეთანხმებას” მას შემდეგ, რაც ირანმა გასულ კვირას სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა ...

Read More »

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა  გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ელექტრო ენერგიის იმპორტ დამოკიდებულების ზრდაზე და მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. „მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ის რესურსი, რასაც ენერგეტიკა ჰქვია, ჩვენ ამ რესურსის ათვისებას ვერ ვახერხებთ და მეზობელ სახელმწიფოებზე უფრო და უფრო დამოკიდებულები ვხდებით. ჩვენი ელექტრო სადგურებით დაახლოებით 12 მილიარდ ...

Read More »

საუდის არაბეთს და რუსეთს ისევ განსხვავებული სტრატეგიები აქვთ OPEC+ შეხვედრამდე

OPEC+ -ის შემდეგი შეხვედრა 4 მარტს გაიმართება. შეხვედრაზე საუდის არაბეთი და სუსეთი, კვლავ, განსხვავებული სტრატეგიებით წარსდგებიან. ოფიცილაური ერ-რიადი OPEC+-ს სიფრთხილისკენ მოუწოდებს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. საუდის არაბეთს სურს, შეინარჩუნოს ნავთობის სტაბილური მიწოდება. ამის საპირისპიროდ, მოსკოვი ნავთობის მიწოდების თანმიმდევრულ ზრდას ითხოვს. მხარეებს ასეთივე პოზიცია ჰქონდათ წინა შეხვედრაზე, მაგრამ ამჯერად საუდიტებს ძლიერი სავაჭრო მექანიზმი აქვთ – მათ ...

Read More »
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

თბილისსა და კასპში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება

“კავკასიის ქარის კომპანიას” დაგეგმილი აქვს თბილისის (54 მგვტ.) და კასპის (54 მგვტ.) ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, რომელთა ექპლუატაციაში შესვლა  2023 წელს იგეგმება.როგორც კომპანიაში განაცხადეს, აღნიშნული ორი სადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება 108 მგვტ., რაც 5-ჯერ აღემატება მოქმედი ქართლის ქარის ელქტროსადგურის სიმძლავრეს. ამასთან როგორც კომპანია ამბობს, მხოლოდ თბილისისა და კასპის ელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიით შესაძლებელი იქნება იმპორტირებული ელექტროენერგიის 10-15 %-ის ჩანაცვლება.კავკასიის ქარის კომპანიამ ...

Read More »