Author Archives: energy

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 21 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.23  (+ 2.88) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.30  (+ 3.10)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამი ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ისა და გერმანიის ამ შეთანხმებას წინ უძღოდა კანცლერ ანგელა მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში. შეთანხმებაში მხარეები უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ ის ენერგორესურების გამოყენებით გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება. „თუ რუსეთი შეეცდება ენერგორესურების იარაღად გამოყენებას ან გააგრძელებს ...

Read More »

“პირდაპირი მომხმარებლები საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შეძენას უფრო იაფად შეძლებენ”

პირდაპირი მომხმარებლები საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შეძენას უფრო იაფად შეძლებენ, – ამის შესახებ „ბიზნესპარტიორთან“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, 1 ივლისიდან 19 კომპანია გავიდა თავისუფალ ბაზარზე და ელექტროენერგიას ყიდულობენ ჰესების, იმპორტიორებისგან ან ესკოს-გან. „საბალანსო ენერგია ეს არის ესკოს მიერ რამდენიმე წყაროდან შეძენილი და ასე ვთქვათ, დამიქსული ენერგია. მაგალითად ჰესებიდან, იმპორტიდან, ასევე იმ მწარმოებლებისგან, ვისთანაც სახელმწიფოს აქვს გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება. ...

Read More »

“კარგი გამოსავალია მზის სადგურების კაშხლიან ჰესებთან განთავსება და ცვალებადობის ასეთი სახით დაბალანსება”

2050 წლისთვის სათბური გაზების ნულოვანი გაფრქვევის მიღწევა ევროკავშირის მწვანე შეთანხმების (Green Deal) მთავარი მიზანია, რასაც სხვა ქვეყნებიც უერთდებიან. IEA-ს კვლევა აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს ნახშირბადნეიტრალურობის მიზნის მისაღწევად აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ენერგიული და კოორდინირებული ქმედებები მრავალ სფეროში. იმისათვის, რომ 2050 წლამდე მიმავალი გზა მეტ-ნაკლებად რეალური იყოს, საჭიროა შუალედური, 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა. 2030 წლისთვის საჭირო იქნება ქარისა და მზის ...

Read More »

სენატორი ტედ კრუზი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: ეს პუტინისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვება და შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის კატასტროფა იქნება

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტედ კრუზი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. სენატორის თქმით, აღნიშნული შეთანხმება აშშ-სთვის კატასტროფული იქნება და რუსეთის გეოპოლიტიკურ გამარჯვებას დაადასტურებს. „თუ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია, ეს პუტინისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვება და შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის კატასტროფა იქნება. პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის კანონს არღვევს და სრულად ჩაბარდა პუტინს. ათწლეულების შემდეგ, რუსეთის დიქტატორები ბაიდენის საჩუქრისგან ...

Read More »

“აზერენერჯის” ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 21%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში „აზერენერჯიმ“ ექსპორტზე გაიტანა 813.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, მთლიანობაში, 33 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.6 მილიონი დოლარით (20,7%), ანუ 106,85 მილიონი კვტ/სთ-ით (11,6%) ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა აზერბაიჯანის ენერგეორესურსების მთლიანი ექსპორტის 0.4% და არა-წიაღისეული რესურსების ექსპორტის 2.8%. ნინო სამადაშვილი

Read More »

“თუ სომხეთის ელექტროსისტემა ახერხებს მთლიანი მოხმარების 10%-ის მზის ენერგიით დაკმაყოფილებას, რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ ჩვენ?”

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ენერგეტიკული სექტორი ყოფილა: ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები, ტარიფის ზრდა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა. სწორედ ეს თემები მოექცა წელს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ...

Read More »

აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე: არის ეჭვი, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში მცირე მიწისძვრების მონაცემებს საერთოდ არ აგროვებენ

“აიპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიების სერიას „ბრძოლა სეისმური მონაცემებისთვის“ ანუ  რას ითხოვენ მეცნიერები, რას აკეთებს სახელმწიფო და რა პასუხები აქვს სეისმოლოგიის ცენტრს“ არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საკმაოდ ცნობილი მეცნიერები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სეისმური ცენტრის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განცხადება, თითქოს გარკვეული მონაცემების დამალვის პრაქტიკა სხვა ქვეყნებში მიღებული და აპრობირებულია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს სტატიებს გამოხმაურება მოჰყვა თავად თეა გოდოლაძისგანაც, რომელმაც  ყოვლად მიუღებელი ...

Read More »

“გამჭვირვალობის გარეშე განვითარების გზა არ არსებობს არაფერში, მათ შორის არც ენერგოსექტორში”

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – მიმართვა გაავრცელა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდა რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე. „ბიზნესპარტნიორის“ კითხვებს აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ უპასუხა. – აფბა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ახორციელებს. ამჯერად რამ გამოიწვია ეკონომიკის მინისტრისადმი თქვენი საკმაოდ მწვავე მიმართვის გავრცელება? – ფაქტია, გამჭვირვალობის პრობლემა, დღეს ენერგოსექტორში ...

Read More »

აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტების ტრანზიტი საქართველოს გავლით 70%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის კუთვნილი  6 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზიტის მოცულობა 500 ათასი ტონითაა გაზრდილი. ტრანზიტის მოცულობა 2021 წლის იანვარ-ივნისში, მთლიანობაში, 70%-ით გაიზარდა.

Read More »