Author Archives: energy

გაზის ფასების რეკორდული ზრდის გამო, ევროკომისიამ მოუწოდა ქვეყნებს დააჩქარონ განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა

ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმენსმა მოუწოდა ქვეყნებს, დააჩქარონ გადასვლა განახლებად  ენერგიის წყაროებზე, ევროკავშირიში გაზის ფასების რეკორდული ზრდის გამო. “გაზის ფასების ამჟამინდელი უპრეცედენტო ზრდის გამო, უფრო აქტიურად უნდა მოხდეს ყველა სახის განახლებადი ენერგო პროექტების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე” – განაცხადა ტიმერმენსმა. მისი აზრით, მეტი განახლებადი ენერგიის ობიექტების ქონა ხელს შეუშლიდა ბუნებრივი აირის ფასების უკონტროლო ზრდასაც. ...

Read More »

ზამთარში ევროპას შესაძლოა გაზის დეფიციტი შეექმნას

ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ზამთარში გაზის დეფიციტი ემუქრება, რადგან რუსეთმა არ მიაწოდა საკმარისი რაოდენობით საწვავი ევროპულ ბაზარს, რამაც ასევე გამოიწვია ფასების ზრდაც. აღნიშნული ამოს ჰოჩშტეინმა, აშშ–ს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, განაცხადა Financial Times–თან ინტერვიუში. მან ასევე დაამატა, რომ ევროპა ზამთრის სეზონს იწყებს არა მხოლოდ გაზის არასაკმარისი მარაგით, არამედ უკვე არსებული მარაგების შემცირების საფრთხითაც. “თუ იანვარ-თებერვალში ცივი ზამთარი დადგება, ...

Read More »

ამერიკის ბანკი: ცივმა ზამთარმა შეიძლება ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს

ამერიკის ბანკის (BofA) კვლევების მიხედვით, 2022 წლის შუა რიცხვებიდან შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზარდოს. მოხსენებას სააგენტო Reuters ავრცელებს. ექსპერტების აზრით, თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება,  შეიძლება აღნიშნულმა გამოიწვიოს მოთხოვნისა და მიწოდების დეფიციტის გაზრდა. ჩვეულებრივზე ცივმა ზამთარმა შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 1–2 მილიონი ბარელით დღეში. გარდა ამისა, ზამთარში მიწოდების დეფიციტი ადვილად გადააჭარბებს 2 მილიონ ბარელს დღეში, ნათქვამია ...

Read More »

რუსეთი იმედოვნებს, რომ გაზის დეფიციტი ევროპაში “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის სერიფიცირებას დააჩქარებს

რუსეთი ელოდება, რომ ევროპის შეშფოთება ბუნებრივი აირის დაბალი მარაგის გამო, დააჩქარებს სერტიფიცირების პროცესს Nord Stream 2 გაზსადენის პროექტისთვის. “მილსადენი (ჩრდილოეთის ნაკადი 2) საშუალებას მისცემს რუსეთს მეტი ენერგიის ექსპორტი განახოლრციელოს უკრაინული ინფრასტრუქტურის გამოყენების გარეშე … ამჟამად რუსეთი სპეციალურად არ აწვდის ევროპას არც ერთი კუბური მეტრით მეტ გაზს უკრაინის გავლით, ვიდრე ამას მოითხოვს გერმანიასთან შეთანხმება. ხსენებულით ის ცდილობს მიზანმიმართულად შექმნას ბუებრივი აირის ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

პოლონეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

პოლონეთს რუსული გაზი 2023 წლიდან აღარ დასჭირდება. ამის შესახებ ენერგეტიკის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკითხებში პოლონეთის მთავრობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, პიოტრ ნაიმსკიმ განაცხადა, რასაც Euractiv-ი ავრცელებს. ნაიმსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ბალტიის გაზსადენი Baltic Pipe 2022 წლის 1 ოქტომბრიდან სრულად ამოქმედდება, რომლის საშუალებითაც პოლონეთი ნორვეგიის კონტინენტალური შელფიდან გაზს მიიღებს. გაზსადენს დანიური კომპანია Energinet ოპერირებს. პოლონეთისთვის რუსული გაზის მიწოდებაზე იამალის კონტრაქტის ვადა 2022 წლის 31 ...

Read More »
ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

ევროკავშირში ელექტროენერგიის ფასი ქარის სიმცირის გამო გაორმაგდა

ევროპაში ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ძლიერი ქარის არარსებობის გამო ჩრდილოეთ ზღვაში მდებარე ქარის ელექტროსადგურებში მათი წარმოება შემცირდა. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ფასები სექტემბერში გაორმაგდა და თითქმის შვიდჯერ აღემატებოდა 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქვეყანაში გასულ კვირას ელექტროენერგიის ფასი (1 მგვტ/სთ) 285 გირვანქა სტერლინგამდე ადიოდა, რაც 1999 წლიდან რეკორდულად მაღალ მაჩვენებლად ითვლება. დიდ ბრიტანეთში 6 ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,57 აშშ დოლარით (0,57%-ით) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 73,98 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანს მოუწოდებენ, უპასუხოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეკითხვებს აღურიცხავი ბირთვული ობიექტების შესახებ

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ირანს მოუწოდებს, ახსნა-განმარტება გააკეთოს ურანის ნაწილაკების აღმოჩენაზე რამდენიმე აღურიცხავ ობიექტზე, და უერთგულოს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ატომურ პროგრამასთან მიმართებით. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კითხვებზე მკაფიო პასუხების არარსებობა, როცა საქმე ეხება ირანის დეკლარაციების სისწორეს და სისრულეს, “სერიოზულ გავლენას ახდენს სააგენტოს შესაძლებლობაზე, გამოვიდეს მშვიდობიანი შინაარსის გარანტიით” ირანის ბირთვული პროგრამის შესახებო – უთხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ სააგენტოს მმართველი ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

აშშ-ის მზის ენერგიაზე გადასვლის თარიღი ცნობილია

აშშ-ში მზის ენერგიაზე სრულად გადასვლას გეგმავენ. ენერგოსექტორის გადაწყობა 2050 წელს დასრულდება. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ „მწვანე ენერგიაზე“გადასვლის ვადებზე Solar Futures-ის კვლევა გამოაქვეყნა. მკვლევრების პროგნოზით, ქვეყნის ენერგომომარაგებაში მზის ენერგიის წილი 2035 წელს 40% იქნება, ხოლო 2050 წელს 50%-ს გაუტოლდება. ამისთვის აშშ-მა მზის ენერგიის წარმოება 2025 წლამდე უნდა გააორმაგოს. ამასთან, ამ შედეგზე აშშ მაშინ გავა, თუ ინვესტიციიების მოცულობა სექტორში $3,5 ტრილიონს მიაღწევს. 2021 წლის მონაცემებით, აშშ-ში მზის ენერგიის წილი 4%-ია.

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა – 800 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე

ევროპაში გაზის ფასმა 14 სექტემბერს 1000 კუბურ მეტრზე 800 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 801,2 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის. Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკოს სიტყვებით, ...

Read More »