Author Archives: energy

ლევან დავითაშვილი – გადაწყდა „ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლაში დამატებით ქართველი ექსპერტების ჩართვა

გადაწყდა „ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლაში დამატებით იმ ქართველი ექსპერტებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართვა, რომლებიც მოსახლეობის ნდობით სარგებლობენ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, როგორც პარლამენტში, როგორც სხვადასხვა შეხვედრისას აღინიშნა, ჩვენ მივყვებოდით კანონმდებლობას და ვხელმძღვანელობდით მაქსიმალური პასუხისმგებლობით, თუმცა იმის ...

Read More »

ნათია თურნავა – კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ გადავამოწმებთ

„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ არ დაიწყებენ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას, ვიდრე რამდენიმე ძირითად კვლევას ხელახლა არ გადავამოწმებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. როგორც თურნავამ განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე და ლევან დავითაშვილი ჩართულები ვართ ინტენსიურ ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო – ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა შეჩერდა

ქუთაისში დღეს გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა შეჩერდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების განმარტებით, ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები. „განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია – ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება ...

Read More »

OMV PETROM: მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ, – ამის შესახებ ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის დირექტორმა კრისტინა ვეჩერემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “OMV Petrom კორპორაციაში, მიგვაჩნია, რომ შავ ზღვას დიდი პოტენციალი გააჩნია ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას, ...

Read More »

ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას პასუხობს

პარლამენტის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას პასუხობს. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) განცხადებას ჩემს სტატიაზე „ნამოხვანის ალტერნატივა არსებობს“. სტატიაში სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით ვამტკიცებ, რომ 2020-2021 წლებში ელექტროსისტემას შეუძლია, ყოველგვარი საბალანსო სიმძლავრეების გარეშე აითვისოს 333 მეგავატი ქარისა და 130 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე. გორის ქარის ელექტროსადგურის, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატია და უკანასკნელი წლის გამომუშავება ენერგობალანსის მიხედვით 90 მილიონი კილოვატ საათი, ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ჩვენთვის ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ  ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან კარგია ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობა და ზოგადად,  კომუნიკაციის სივრცის გახსნა. მისი ინფორმაციით,ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში არსებობს არასწორი განწყობები, არასწორი განცდები და არის დეზინფორმაციული კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებას არასწორ მოლოდინებს უყალიბებს ზოგადად ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით. “პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ კომუნიკაციაში, არის სწორედ იქ, რომ ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: “თუ ჰესი არ გვინდა, არ გვინდა ენერგოდამოუკიდებულება”

GALT&TAGGART-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის დარგში მთავარი გამოწვევაა ენერგიის მზარდი მოხმარება, მისი დაკმაყოფილება კი, უფრო მეტად იმპორტის ხარჯზე ხდება, ვიდრე ადგილობრივი გენერაციის ზრდის. როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ადგილობრივი გენერაცია არასაკმარისი ტემპით იზრდება. “ბოლო 5 წლის საშუალო რომ ავიღოთ, მოხმარების ზრდა არის 4.5%, გენერაციის ზრდა კი, 3%. მოხმარება უფრო მეტი ტემპით იზრდება, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია. აგრეთვე, ენერგოსექტორში ახალი მშენებლობები ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ე. წ. ეკონომიკის მწვანე განვითარებას

ირაკლი ღარიბაშვილი: “OMV Petrom-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველოში არის კარგი ბიზნესგარემო”

ავსტრიულ კომპანია OMV Petrom​-თან კონტრაქტის გაფორმება არის იმის დემონსტრირება, რომ კომპანია გამოხატავს სრულ მზაობას, დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში. ეს ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა, კომენტარი გავაკეთო და გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom​-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა. მოგეხსენებათ, კონტრაქტი ...

Read More »

თორნიკე ყაზარაშვილი: პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგოპროექტია შეჩერებული

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხალხის პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტია გაჩერებული. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ პროექტებზეც კი, რომლებსაც გარემოზე თითქმის ნულოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. „აქ ვსაუბრობთ მცირე პროექტებზე, ისეთებზე, რომლებსაც მინიმალური და ნულამდე მიახლოებული გავლენა, შესაძლოა, ჰქონდეს გარემოზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქაც არის პროტესტი. ეს რა თქმა ...

Read More »

ენერგეტიკული ომი რუსეთთან – რუსეთი VS საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა

რუსეთის უახლესი გეგმები… – როგორია რუსეთის მოქმედების შესაძლო სცენარები ენერგოდოქტრინის მიხედვით და რამდენად შეძლებს მის განხორციელებას?  – ვინ ლობირებს რუსულ ენერგეტიკას, ვისი პირით ავრცელებენ დეზინფორმაციას ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებზე და რა მეთოდებით ცდილობენ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ 2+2=22 – როგორ ცდილობენ რუსეთის ეკონომიკური მოდელის შემოტანას საქართველოში და ვინ არიან ის ახალი ფიგურანტები, რომლებსაც ეს მისია დაეკისრათ. რუსული ენერგეტიკული ლობი საქართველოში – დამკვეთები ...

Read More »