Author Archives: energy

რამდენად საკმარისია აზერბაიჯანული გაზი საქართველოსთვის?

რამდენად საკმარისია აზერბაიჯანული გაზი საქართველოსთვის?

საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი SOCAR Georgia-ს გენერალურ დირექტორ მაჰირ მამედოვს პასუხობს. როგორც ვალიშვილი აცხადებს, ხელშეკრულება SOCAR-თან მოსახლეობის დაკმაყოფილების მიზნით არის გაფორმებული, შესაბამისად, SOCAR-ს აქვს ვალდებულება გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოსახლეობისთვის გაზმომარაგება სრულად უზრუნველყოს. რაც შეეხება კომერციულ გაზს, ვალიშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ბაზარია და ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და თან სათანადო ფასი შესთავაზოს, კომერციულ მომხმარებელს ექნება ...

Read More »
ვერეს ხეობაში გზა 3 ნოემბრამდე გაიხსნება

როდის გაიხსნება ვერეს ხეობაში გზა ორმხრივად?

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ და მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ მოინახულეს. მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში ნოემბრის პირველ რიცხვებში შევა. „სამუშაოები, ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში ...

Read More »
აზერბაიჯანი თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას

აზერბაიჯანი თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას

„SOCAR Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას. აზერბაიჯანული ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, „სოკარის“ დირექტორი ამ განცხადებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოხმარებული გაზის რაოდენობა, რისთვისაც აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული რაოდენობა, საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ აწარმოებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს. გამოცემა ...

Read More »
საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება დაიწყო

საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება დაიწყო

საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. მინისაწარმოები დიზელს ადგილობრივი ნავთობისგან აწარმოებენ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ყიდიან. ასეთი პატარა ქარხნები ჯერჯერობით მხოლოდ დიზელზე არიან ორიენტირებულნი და ბენზინის მიღებას ვერ ახერხებენ. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ადგილობრივი დიზელი თბილისთან ახლოს ვაზიანსა და ველში იწარმოება. ვაზიანში ცოტა ხნის წინ პატარა, ახალი მინისაწარმო აშენდა, ველში კი ძველის რეკონსტრუქცია განხორციელდა. “რეზონანსი” შეეცადა საწარმოების მფლობელებს დაკავშირებოდა, ...

Read More »
საქართველოსა და გაზპრომის 12-წლიანი ურთიერთობის ისტორია

საქართველოსა და გაზპრომის 12-წლიანი ურთიერთობის ისტორია

ხელისუფლება გაზპრომთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, მოქმედ ხელშეკრულებას საქართველოსა და “გაზპრომს” შორის ხელი ჯერ კიდევ 2003 წელს მოეწერა. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეების ქმედებებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე არაჯანსაღ ეიფორიას უწოდებს და განმარტავს, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან შეხვედრები რეგულარულად იმართებოდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში. ენერგეტიკის მინისტრმა 2003-2014 წლებში საქართველოს ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. კახი კალაძიოს თქმით, რომ ...

Read More »
საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი

საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი

საქართველო ბოლო წლებში აზია-ევროპის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას საკმაოდ წარმატებით ირგებს. ტრასეკას პროექტი, რომელიც 1993 წლის მაისში ბრიუსელში ევროგაერთიანების, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ იქცა რეალობად, ნავთობისა და ბუნებრივი აირების ტრანსკავკასიური მაგისტრალებით გაგრძელდა; ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციას ახალ დატვირთვას აძლევს, ეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტია. იგი მთლიანად ჯდება საქართველოს ორიენტაციული არჩევანის კონტექსტში და, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ...

Read More »
შენობის მწვანე კონცეფცია - ხოშემინის უნივერსიტეტი (ფოტოები)

შენობის მწვანე კონცეფცია – ხოშემინის უნივერსიტეტი (ფოტოები)

ვიეტნამურმა არქიტექტურულმა ბიურომ Vo Trong Nghia Architects ხოშემინის უნივერსიტეტის მწვანე კონცეფციის სტუდენტური კამპუსის პროექტი შეიმუშავა ხოშემინის უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების სამინისტრო უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. საუნივერსიტეტო ქალაქი ჩაძირული იქნება სიმწვანეში. ხეები და ბუჩქები არა მხოლოდ უნივერსიტეტის გარშემო, არამედ ზედ შენობაზეც არის გაშენებული. არქიტექტორების ჩანაფიქრით უნივერსიტეტს თანამედროვე და მინიმალისტური დიზიანი ექნება. კომპლექსის ფართობი 22.5 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს. ...

Read More »
პაატა ცინცაძე: ჩემი ღრმა რწმენით გაზპრომთან საუბარი აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია

პაატა ცინცაძე: ჩემი ღრმა რწმენით გაზპრომთან საუბარი აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია

ერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყველა ქვეყანას უნდა ესაუბროს, მათ შორის რუსეთსაც, რათა ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობაზე იზრუნოს. „ბოლო 10 წელია ჩვენ სისტემატიურად ვიღებთ გაზს რუსეთიდან, როგორც სატრანზიტოს, რომელსაც რუსეთი აწვდის სომხეთს, ასევე დამატებით ვყიდულობდით. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორია ის ნაბიჯი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრმა გადადგა და გაზპრომს დაელაპარაკა – ჩემი ღრმა რწმენით ეს აბსოლუტურად ...

Read More »
რომ არა აშშ სააკაშვილის ხელისუფლება მილსადენს გაზპრომს მიყიდდა

კახა კალაძე: რომ არა აშშ სააკაშვილის ხელისუფლება მილსადენს გაზპრომს მიყიდდა

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აცხადებს, რომ  გაზპრომთან ხელშეკრულება 2003 წლიდან არსებობს, და მას შემდეგ ტექნიკურ დეტალებზე შეხვედრა ყოველ წელს იმართება. მისივე განცხადებით, 2005 წელს წინა ხელისუფლებას მილსადენის გაზპრომისთვის მიყიდვა სურდა. „გასაგებია, მოდის არჩევნების წელი და მავანი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა თავი შეახსენოს მოსახლეობას. დღეს რატომღაც ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს გაზპრომთან და მილსადენთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო მოვლენებს. მე შეგახსენებთ 2005 წელს სააკაშვილის ...

Read More »

ნაციონალური მოძრაობის მიერ გაზპრომის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა და აზარალებს ქვეყნის ინტერესებს“, – აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პერიოდში, ომის  და ემბარგოს მიუხედავად,  რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები იყო ინტენსიური, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ეს ტენდენცია კარგად ჩანს ციფრებში და ფაქტებში”-აცხადებენ ასოციაციაში. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, ...

Read More »