Author Archives: energy

ირანული ნავთობის ევროპაში ექსპორტი პირველად Glencore-მა დაიწყო

ირანული ნავთობის ევროპაში ექსპორტი პირველად Glencore-მა დაიწყო

The Wall Street Journal – ნედლეულის შვეიცარიული ტრეიდერი Glencore, პირველი დასავლური კომპანია გახდა, რომელმაც ირანული ნავთობის ევროპაში ექსპორტი დაიწყო. Glencore AG-ის მიერ დაქირავებულ ტანკერში, სპარსეთის ყურეში მდებარე ტერმინალიდან 80 ათასი ტონა ნავთობი ჩაიტვირთა. მოსალოდნელია, რომ ირანი ევროპაში დღეში 300 ათას ბარელ ნავთობს გაყიდის. წყარო: Agora

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი განაახლა.  გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პირველი დასავლური კომპანია, რომელმაც ევროპაში ექსპორტის მიზნით, ირანული ნავთობის ჩამოტვირთვა დაიწყო, შვეიცარული ტრეიდერი Glencore გახდა. შვეიცარული კომპანიის კუთვნილმა ტანკერმა 80 ათასი ტონა ნავთობი ჩამოტვირთა სპარსეთის ყურის ტერმინალში. The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანი ევროპისთვის ყოველდღიურად 300 ათასი ბარელი ნავთობის მიწოდებას გეგმავს. წყარო: BPN

Read More »
კახა კალაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით

როდის შეწყვეტს კალაძე “გაზპრომთან” მოლაპარაკებას

“არ ვიცი, აზერბაიჯანული მხარე იტყუება თუ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ…” რა ეტაპზეა “გაზპრომთან” მოლაპარაკება და გათვლილია თუ არა პოლიტიკური საფრთხეები, ამ კითხვებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პასუხობს: – კომპანია “ფრონტერას” განცხადებით, კახეთში აღმოჩენილი გაზის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება? – შესაძლოა მიწის ქვეშ ბუნებრივი აირის გარკვეული მარაგები იყოს, მაგრამ ინფორმაციის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციაა საჭირო, ფაქტის ...

Read More »
ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებისა და აშშ-ში ფიქლის ნავთობის წარმოების ზრდის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ამის შესახებ ნავთობის უმსხვილესი კომპანია Vitol-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ტეილორმა „ბლუმბერგთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „მომდევნო 10 წლის განმავლობაში ნავთობზე ფასები ბარელზე 100 დოლარის მაჩვენებელს არ დაუბრუნდება და 50 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება“, – აღნიშნა იან ტეილორმა. ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ...

Read More »
ისტორიული მოვლენა ქართულ ენერგეტიკაში

ისტორიული მოვლენა ქართულ ენერგეტიკაში

ისტორიული მოვლენა საქართველოს ენერგეტიკაში. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება. კომპანიის ინფორმაციით, 5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს. წყარო: BPI

Read More »
მაროკოში მზის ენერგიის ყველაზე დიდი სადგური გაიხსნა

მაროკოში მზის ენერგიის ყველაზე დიდი სადგური გაიხსნა

მაროკოში მზის ენერგიის მსოფლიოში ყველაზე დიდი სადგური გაიხსნა. იგი ოფიციალურად მაროკოს მეფემ მუჰამედ მეექვსემ გახსნა. სადგური სრულად ფუნქციონირებას 2020 წლისთვის დაიწყებს. მზის ენერგიის სადგური საჰარას უდაბნოშია განთავსებული. მას 500 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია. ამ დროისთვის სადგურზე 500 000 მრუდე სარკეა დამონტაჟებული, რომლებიც მზის სხივების კონცენტრირებას უწყობს ხელს და 350-ზე მეტ გრადუსამდე ცხელდება. ეს წყლის რესურსების გაცხელებას იწვევს, რის შემდეგაც ...

Read More »
კახა კალაძე - გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია

კახა კალაძე – გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია

კონსორციუმთან, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიებია გაერთიანებული, გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია , – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. რაც შეეხება მის ვიზიტს აზერბაიჯანში, კალაძის თქმით, ის შეხვდა “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გაზსაცავს, რომლის მშენებლობაც წელს იწყება. კახა კალაძის თქმით, პროექტში როგორც წილობრივად, ისე ფინანსურად მონაწილეობის სურვილი აქვს “სოკარს”. ...

Read More »
აშშ-მ შესაძლოა ნავთობზე გადასახადი დააწესოს

აშშ-მ შესაძლოა ნავთობზე გადასახადი დააწესოს

აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ბარაკ ობამა ნავთობკომპანიებისთვის ახალი გადასახადის ჩადებას ითხოვს, რომელიც ბარელი ნავთობის 10 აშშ დოლარით დაბეგვრას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხები ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროგრამას მოხმარდება. აღნიშნული პროგრამისთვის წლიურად 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია გამოიყოფა.

Read More »

“ინტერ რაოს” მიერ 2015 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 18,5 პროცენტით შემცირდა

რუსული ენერგოკომპანია “ინტერ რაოს” მიერ 2015 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 18,5 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ “იტარ-ტასი” კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ცნობით, საერთო ჯამში “ინტერ რაომ” 2015 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ექსპორტი 24,6 პროცენტით გაზარდა, რამაც 17 492 მილიარდ კვ.სთ შეადგინა. “ფინეთში ექპორტი 13 პროცენტით გაიზარდა და 3,383 მილიარდი კვ.სთ შეადგინა, ჩინეთში 2,3 პროცენტით შემცირდა და 3,299 მილიარდი კვ.სთ შეადგინა, ბელორუსში ...

Read More »
ანაკლიის პორტის ირგვლივ სკანდალი მწიფდება

ანაკლიის პორტის ირგვლივ სკანდალი მწიფდება

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ვითარება დაიძაბა. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია უმსხვილესი ჩინური კონსორციუმისთვის “ფაუერ ჩაინასთვის”. “რეზონანსთან” ინტერვიუში “ანაკლია პორტი და ინდუსტრიულ ეკო პარკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ ქარჩავა ამბობს, რომ თუ სახელმწიფო პირობებს არ შეცვლის, მისი კონსორციუმისთვის ამ პროექტში მონაწილეობა მიუღებელი იქნება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ინვესტორი რჩება – “თიბისი ჯგუფი” ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფთან” ერთად. კონკრეტულად რა საკითხზე ...

Read More »