Author Archives: energy

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

“ენერგო პრო” გაყოფის შემდეგ 1.2 მლნ აბონენტისთვის დენის მიწოდებაზე უარს აცხადებს – მთავრობა მოლაპარაკებებს მართავს

საქართველოს უმსხვილესმა ენერგოგამანაწილებელმა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” შესაძლოა გაყოფის შემდეგ საკუთარი 1.2 მილიონი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე უარი თქვას. ეკონომიკის სამინისტროს და სემეკის განმარტებით, კომპანიასთან მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაშიც, “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა უწყვეტ ელექტრომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. საკითხის შესახებ ცნობილი პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის განმარტებითი ბარათიდან გახდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიამ” სემეკს აცნობა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის გაყოფის შემდეგ ელექტროენერგიის ...

Read More »

ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ნავთობის ფასების ზრდა შენელდა

ლონდონის ICE ბირჟის მონაცემებით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მარტში Brent– ის ფიუჩერსებზე ფასის ზრდა შენელდა. გუშინდელი მონაცემებით, სავაჭრო სესიის დახურვისას, ნავთობის ფასი 54,15 აშშ დოლარი იყო, რაც 1,03% -ით მეტია წინა სავაჭრო სესიის დახურვის მონაცემებზე. თუმცა, მანამდე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2.11% -ით იზრდებოდა და ბარელზე 54,73 დოლარიც კი შეადგინა. ოთხშაბათს ტრამპის მომხრეები, არჩევნებში საბოლოოდ დამარცხების შესახებ ინფორმაციის მიღების ...

Read More »

ვის და რა ფორმით დაუსუბსიდირდება გაძვირებული ენერგოტარიფი – გზამკვლევი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დეტალურად  განმარტავენ, რას გულისხმობს ელექტროენერგიის ტარიფის ახალი სქემა, ვისზე ვრცელდება მთავრობის სუბსიდია და ამჟამად, რამდენი აბონენტი სარგებლობს აღნიშნული შეღავათით. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, ფიზიკური პირების შემთხვევაში ახლაც მოქმედებს სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც  200 კვტ.-მდე ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯს მთავრობა სრულად ფარავს.  ამას ემატება სუბსიდირების ახალი მექანიზმი, რომელიც ვრცელდება 2021 წლის 1 ...

Read More »
აფხაზეთის ელექტრომომარაგების მოწესრიგება გამრიცხველიანებით და ენგურჰესის ეფექტიანად მართვით არის შესაძლებელი

ანდრია გვიდიანი – „მიმაჩნია, რომ აქცენტი დიდი, მარეგულირებელი ჰესების აშენებაზე უნდა გაკეთდეს“

საქართველოს მოსახლეობამ უკვე მიიღო საახალწლო „საჩუქარი“ გაძვირებული ელექტროენერგიის სახით: გაიზარდა ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფი, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან მოხმარებულ ენერგიაში გადავიხდით მეტს, პლუს, მოიმატებს ფასები პროდუქტებზე, მომსახურეობის სფეროში – გაძვირდება ცხოვრება. გადაწყვეტილებით უკმაყოფილოებს სემეკის თავმჯდომარემ უპასუხა, „ნონსენსური ვითარება გვაქვს – ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვაო“. საკმაოდ სახიფათო აქცენტი ...

Read More »

სემეკს საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან. ამასთანავე, ექსპერტთა დასკვნაში ხაზგასმულია სემეკის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ყურადღება გამახვილებულია სემეკში ახლახანს დანერგილ შეფასების სისტემის ეფექტურობაზე. სემეკში ...

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

“ოპეკი +”-ის ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების მოცულებებზე თებერვლისა და მარტისთვის

“ოპეკი +”-ის ქვეყნები და მაში არ შემავალი ქვეყნები შეთანხმდნენ თებერვალსა და მარტში ნავთობის მოპოვების პარამეტრებზე. რუსეთი თებერვლის თვეში გაზრდის ნავთობის მოპოვებას 65 ათასი ბარელით დღე/ღამეში, ყაზახეთი – 10 ათასი ბარელით დღე/ღამეში, “ოპეკი +”-ის ქვეყნების მიერ საერთო ჯამური შეზღუდვა 2021 წლის იანვრის თვეში შეადგენს 7,2 მილიონ ბარელს დღე/ღამეში, თებერვალსა და მარტში 7,125 მილიონ ბარელს დღე/ღამეში. “შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ...

Read More »

თურნავა: სწორედ მარეგულირებელი ტიპის სადგურები განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას

” ჩვენ გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც გააჩნია წყალსაცავი და შეუძლია, ზამთრისთვის წყლის შენახვა და აქვს რესურსი მოგვეშველოს, როდესაც დეფიციტური პერიოდი გვაქვს. ეს არის ძველი სადგურები, რომლებიც საბჭოთა პერიოდშია აშენებული და მათი რესურსი წლიდან წლამდე კლებულობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი რეზერვუარიანი სადგური, რომელიც სარეზერვო სიმძლავრეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იყოს აშენებული. მცირე ჰესები, ქარის სადგურები და სხვა ძალიან მნიშვნელოვანია, ...

Read More »

მცოცავი ენერგოოკუპაცია – რა (და)უჯდება საქართველოს აფხაზეთის ელექტრომომარაგება

20 იანვრიდან „ენგურჰესი“ ჩერდება. საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებული რეაბილიტაცია 3 თვე გაგრძელდება. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი – 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე, “ენგურჰესის” ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას გათვლებით, რეაბილიტირებული “ენგურჰესი”, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი ...

Read More »

ავსტრალიაში მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური აშენდება

მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური ავსტრალიაში აშენდება, საიდანაც ენერგია წყალქვეშა კაბელით სინგაპურში წავა. შერჩეულია კონკრეტული ადგილიც. პროექტი, სახელად Australia–ASEAN Power Link-ი 20 მილიარდ ავსტრალიურ დოლარად არის შეფასებული და ის ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე აშენდება, ქალაქ დარვინსა და ალის-სპრინგსს შორის. 10-გიგავატიანი სადგურის მზის ფოტოელემენტები დაახლოებით 20 000 საფეხბურთო სტადიონის ზომის ტერიტორიაზე გადაიჭიმება. გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ავსტრალიიდან ძალიან, ძალიან შორს მოხდება. ელექტროსადგური იმდენად დიდი ...

Read More »