Author Archives: energy

რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

შაჰ დენიზის გაზის საბადოს საოპერაციო ხარჯები გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შაჰ დენიზის გაზის კონდენსატის საბადოზე საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 688 მილიონი აშშ დოლარი, კაპიტალური ხარჯი კი 188 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. როგორც BP- აზერბაიჯანის ანგარიშიდან ირკვევა, საბადოს საოპერაციო ხარჯები 469 მილიონი დოლარით, ანუ 3,14 ჯერ გაიზარდა, ხოლო კაპიტალური ხარჯი 38 მილიონი დოლარით, ანუ 17,3% -ითაა შემცირებული. კაპიტალური ხარჯების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია შაჰ დენიზ -2 პროექტთან. შეგახსენებთ, რომ შაჰ დენიზის პერსპექტიული რაიონების ...

Read More »

ბიტკოინის ფასი გაიზარდა და 57,400 დოლარი შეადგინა

ბიტკოინმა ტექნიკური დაბრკოლება გადალახა და ვარდნის სერიის შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. პარასკევს ბიტკოინი დაახლოებით 8,3% -ით გაიზარდა და ნიუ-იორკის ვაჭრობაში 57,400 დოლარი შეადგინა. ციფრული ვალუტა თავის საშუალო ფასს ბოლო 50 დღის განმავლობაში გადასცდა, რაც მისი მოკლევადიანი იმპულსის საზომია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩარტების დამკვირვებლებისთვის, რადგან, როგორც წესი, მას კიდევ უფრო მეტი ზრდა მოსდევს. ამასთან, გაიზარდა ჩამონათვალში გლობალური ციფრული აქტივების პროდუქტებიც, ...

Read More »

ხვალიდან ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ტაქსებით მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ფირმის უახლესი, 2019 წლის, კომპანია „აიქარის“ ეკომეგობრული ტაქსები მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან, როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ.

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი ერთ წელში გასამმაგდა

ნავთობის ფასი იზრდება. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი Brent მარკის ნავთობი 68 დოლარად ივაჭრება. ბოლო 1 წელიწადში კი, ნავთობის ფასი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი, 25-დან 67-68 დოლარამდე. საწვავი ძვირდება საქართველოშიც. იანვართან შედარებით ევრო რეგულარის მარკის საწვავის ფასი, სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე 46-58 თეთრით არის გაძვირებული. საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს. მარეგულირებელმა მონიტორინგის შუალედური ანგარიშიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ფასების ...

Read More »

„არიან ინვესტორები, რომლებიც 2021 წლის 1 ივლისს ელოდებიან“

არიან ინვესტორები, რომლებიც ელოდებიან 2021 წლის 1 ივლისს, როდესაც საქართველოში ენერგობაზარი გაიხსნება, – ამის შესახებ სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მათი მხრიდან ინტერესთა გამოხატვა დაიწყება. „ინვესტორები სხვადასხვა კვლევას ატარებენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში მოთხოვნა იზრდება და იმპორტიც მზარდია, ასევე იციან, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წალკაში გაზიფიცირების სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ბერთაში, კუშში, ოზნსა და კიზილ-კილისაში პროექტის ფარგლებში აშენდა 45 525 გრძივი მეტრი გაზსადენი და 720 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ 2 062 349 ლარი შეადგინა. გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში, ამჟამად, წალკაში დასრულებულია 12 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო ...

Read More »

რატომ გადაეცა „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორს მიწა 99-წლიანი სარგებლობის უფლებით?

კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოში არ მოიპოვება არც ერთი მაგალითი, როდესაც კერძო ინვესტორს ჰიდროელექტროსადგური მიწის ფლობის გარეშე აეშენებინოს. აღსანიშნავია, რომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანიისთვის ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ – ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა. სადგური შედგება დიდი ნაგებობებისგან, მაგალითად, წყალსაცავი, რომლის სარკის ფართობი არის 5.1 კვ კმ. თუ ჰიდროსადგური ვერ აშენდა ...

Read More »
ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

სამხრეთ კავკასიის მილსადენის გამტარუნარიანობა 51% -ით გაიზარდა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის გამტარუნარიანობა 51% -ით გაიზარდა .ამის შესახებ ირკვევა BP- აზერბაიჯანის ანგარიშიდან, რომლის მიხდვით, პირველ კვარტალში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის საპროექტო საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 13 მილიონი აშშ დოლარი, რაც 1 მილიონი აშშ დოლარით ან 8,3% -ით მეტია, ვიდრე 2020 წელს. ამ პერიოდში პროექტის კაპიტალური ხარჯები გაუტოლდა 2 მილიონი აშშ დოლარს, რაც გასული წლის მონაცემების იდენტურია. მილსადენის საშუალო გამტარუნარიანობამ შეადგინა 50,74 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც 17,14 ...

Read More »

ბახმაროში „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტიურდა

აპრილიდან, „ბახვი ჰესი” კვლავ დაუბრუნდა სკოპინგის ანგარიშის ეტაპს და აქტივისტები კვლავ ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას. ინვესტორ კომპანია „სი-სი-ი ეიჩ ჰიდრო VI”-ს ორი თვე ჰქონდა 22-პუნქტიან სიაზე პასუხების გასაცემად თუ რა სარგებელს მიიღებდა ადგილობრივი მოსახლეობა, როგორი იქნებოდა ეკოლოგიური ზიანის მასშტაბები და რა შეიცვლებოდა სინამდვილეში. კითხვების უმეტესობა ისევ კითხვებად დარჩა, თუმცა ერთი რამ ცალსახად ცხადია – კომპანია „ბახვი ჰესის” მშენებლობას ძველებურად ბახმაროს რეკრეაციულ ...

Read More »

“ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან”

„ჩვენთვის მისასალმებელია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართულობა ნამახვანის პროექტის მედიაცია – კომუნიკაციის პროცესში, რომლის დროსაც საქართველოს მხრიდან ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, პროტესტის მონაწილეებს, მიეცემათ საშუალება ჩაერთონ და გადახედონ ყველა იმ პროცედურას, რომელიც სამინისტროებმა გაიარეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან,“ – განაცხადა ...

Read More »