Author Archives: energy

კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი გაძვირდა

2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი გაძვირდა არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის (გარდა პურის საწარმოებისა). კომპანიის ინფორმაციით, 1 კუბური მეტრის ფასი 1.10 ლარი იქნება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. აქამდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 86 თეთრი იყო. „თბილისი ენერჯი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია ...

Read More »

TOP-20 ინვესტორი, რომელმაც საქართველოში ენერგეტიკაში ფული ჩადო

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით. ჯამურად, ...

Read More »

ცვლილებების წელი

2020 წელს ჩამოყალიბდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელმაც სრულად უნდა შეცვალოს ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა, ამასთან, შემუშავდა არაერთი კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელს უკავშირდება. 2020 წელი სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეაჯამა.   ბატონო დავით, როგორ შეაჯამებდით 2020 წელს და რა ცვლილებებს ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას? 2020 წელი ენერგეტიკის სექტორისთვის დატვირთული წელი იყო, ვინაიდან ეს არის ...

Read More »

ნავთობპროდუქტების სექტორის 2020 წლის მიმოხილვა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. როგორც იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, უმთავრესი გამოწვევა რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. „წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ, ქვვეყანაში დაწესებულმა სხვადასხვა სახის შეზღუდვებმა ბუნებრივად გამოიწვია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა, რამაც მოახდინა საწვავის მოხმარების შემცირება და შესაბამისად, საწვავის გაყიდვების მაჩვენებლის კლება. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოს ეროვნული ...

Read More »

თურნავა – ყველას ვულოცავ შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდების დაწყებას

აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. „ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს – ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. „დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანს ადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას ...

Read More »

გიორგი გახარია – შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო – ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მიწოდების მარშრუტების განვითარებას რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას. გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ...

Read More »

სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომისია საკუთარ Facebook გვერდზე ავეყნებს: “სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. კომისიამ 2020 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. 2020 წლის განმავლობაში კომისიაში გამართულ საჯარო სხდომებზე განხილული საკითხების 85% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მომხმარებელთა საჩივრები ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

როგორ გაიზარდა დენისა და წყლის ტარიფი 2013 წლიდან

2021 წლის 1-ლი იანვრიდან დენიც ძვირდება და წყალიც. მართალია, დღეს მოქმედ ტარიფთან შედარებით ზრდა კოლოსალური არაა, თუმცა 2013 წელთან გაძვირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც „ოცნებამ“ გააიაფა, ეს იყო გაზის სამომხმარებლო ტარიფი. ერთი კუბური მეტრი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 46,1 თეთრს შეადგენს, როცა „ოცნებამდე“ ის 51 თეთრი ღირდა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2013 წელს დადგენილი ტარიფით 101-დან 300 კვტსთ მოხმარებულ ელექტროენერგიაში „თელასის“ აბონენტი ...

Read More »

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის – ესკო-ს განცხადება

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი – ესკო საკუთარ Fasebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს: “ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მერამდენედ ხდება სიცრუის ტირაჟირება საქართველოს ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამჯერად, მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) და მისი საქმიანობის შესახებ. ესკო სააქციო საზოგადოებაა. მისი ერთადერთი აქციონერია საქართველოს სახელმწიფო. სააქციო საზოგადოების აქციათა წილის მფლობელი არასოდეს ყოფილა თანაინვესტირების ფონდი, როგორც ეს ზოგიერთ მედია საშუალებაში გადაიცა. „ელექტროენერგეტიკული ...

Read More »