Author Archives: admin

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. უცვლელი რჩება მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარე – განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დეველოპერი, შპს „ენერჯი სოლუშენის“ დამფუძნებელი და მართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი. ასოციაციის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ტარას ნიჟარაძე, შპს „ენერგო არაგვის“ დირექტორი; ზაზა ბაკურაძე, შპს „ფერის“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი; ნანა ბერძენიშვილი, „კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის“ (CCEH) ESG მენეჯერი; ნუკა მშვიდობაძე, საქართველოს ...

Read More »

სემეკმა საჯარო ინფორმაციის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე საჯარო  ინფორმაციის შესახებ ანგარიშზე იმსჯელეს. ანგარიშში ასახულია კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და ვადების დაცვის ანალიზი. წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე, რომლებიც სემეკში არსებულ საჯარო ინფორმაციას შეეხებოდა. საანგარიშო პერიოდში , 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე, სემეკში ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთში ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს, რომლის მარაგი 250 მილიარდ დოლარადაა შეფასებული

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მალე გამოაცხადებს შირნაკში (ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით) ნავთობის საბადოების აღმოჩენის შესახებ, რომლის მარაგი 250 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. როგორც Sabah-ის მიმომხილველმა, იავუზ დონატმა დაწერა, შირნაკში აღმოჩენილი ნავთობის მარაგების შესახებ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. დონატის თქმით, ექსპერტებზე დაყრდნობით, რეგიონში ახალი ჭაბურღილები გაბურღულია და ყოველი ახალი გასაბურღი ჭაბურღილის რიცხვი იზრდება. აღინიშნა, რომ გაბარის მთაზე, შირნაქზე ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

8 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ანდრონიკაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, ჭიათურის და სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის,  სანაპიროს, კოსტავას და ...

Read More »

დედამიწაზე პატარა ტბების რაოდენობა იზრდება, რაც პლანეტისთვის სერიოზული პრობლემაა

ახალი კვლევის მიხედვით, გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში, პატარა ტბების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი ამბავია, თუ გავითვალისწინებთ, რა ოდენობის სათბურის აირებს გამოყოფენ მტკნარი წყლის რეზერვუარები. მკვლევართა განცხადებით, 1984-დან 2019 წლამდე, ტბების ზედაპირის გლობალური ზომა 46 000 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ოდნავ მეტია დანიის ფართობზე. ტბებში გამუდმებით წარმოიქმნება ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ოქსიდი და სხვა აირები, რადგან წყლის ფსკერზე იკვებებიან ბაქტერიები ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $5-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 82,09 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ჟანგბადის ემისია ყველაზე დაბალია

ახალი ლიგის ცხრილის მიხედვით, ბრიტანეთი LEZ-ის გლობალურ ლიდერთა სიაში ემისიით მესამე ადგილზეა. დიდ ბრიტანეთს ბევრი დაბალი ემისიის ზონა აქვს, უფრო კონკრეტულად, 22, რაც ბევრად უფრო მეტია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ავტომობილების დამზღვევის, GoShortly-ის, კვლევის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა TomTom გადატვირთულობის ინდექსს,  დიდ ბრიტანეთს  მხოლოდ იტალია (253) და გერმანია(82) უსწრებს, დანარჩენ ტოპ ათეულში მოხვდნენ საფრანგეთი (16), ნიდერლანდები (16), ესპანეთი (8), შვედეთი (8), ავსტრია (7), ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი მცირედით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 0,7%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 503,6 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

უკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი დაზიანებულია

უკრაინაში დაუღალავად მუშაობდნენ, რათა რუსული სარაკეტო დარტყმების მორიგი ტალღის შემდეგ დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღედგინათ. ენერგოინფრასტრუქტურაზე რამდენიმეთვიანი გამუდმებული დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი უკვე დაზიანებულია. მოქალაქეებს  სიბნელეში უწევთ ცხოვრება. მდგომარეობას დაბალი ტემპერატურაც ართულებს. ამავდროულად, რუსეთის ქალაქ კურსკიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აფეთქდა დრონების თავდასხმების შედეგად  ნავთობის საცავი. სავარაუდოდ, აფეთქება რუსეთის ავიაბაზებზე თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა და, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს  კრემლის იმ სტრატეგიის ჩაშლას, რომელიც უკრაინის ენერგოქსელის განადგურებას ითვალისწინებდა. აშშ-ის ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა კვლავაც $80-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.85 (+0.50)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.75 (+0.50)  დოლარი/ბარელზე.

Read More »