ინდოეთი მწვანე წყალბადის ინდუსტრიისთვის $2 მილიარდის მოცულობის სტიმულირების პროგრამაზე მუშაობს. მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სტიმულირების პროგრამა, ემისიების შემცირებასთან ერთად, ქვეყანას დარგში მთავარ საექსპორტო მოთამაშედ გადაქცევაშიც დაეხმარება. $2.2-მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში, მომავალ ხუთ წელიწადში, მწვანე წყალბადის წარმოების ხარჯის ხუთჯერ შემცირება იგეგმება, რაც ნაწილობრივ ინდუსტრიის მასშტაბის გაზრდით მოხდება. მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, მწვანე წყალბადის სტიმულირების პროგრამა შესაძლოა მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტისთვის გამოცხადდეს, რომელიც პირველ აპრილს დაიწყება. ...
Read More »