Author Archives: admin

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავზე ფასები საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – Regular 92 ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 2,94 ლარს შეადგენს, Super-ის საშუალო ფასი 3,17 ლარია, ხოლო Premium-ის ტიპის საწვავის ღირებულება საშუალოდ 3,25 ლარია. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:       წყარო: report.ge

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.38  (+ 0.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83,57 (+ 0,76)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ლაზოს და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ბოცვაძის, ბალანჩიძის და ბოხუას ქუჩების ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

პლანეტაზე კლიმატთან დაკავშრიებით საგანგაშო ვითარებაა

კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო ანგარიში, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეაფასა. მისი თქმით, მთელ პლანეტაზე კლიმატთან დაკავშირებით უკვე საგანგაშო ვითარებაა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, საჭიროა დიდი ოცეულის ქვეყნების აქტიურობა იმისთვის, რომ დასახული მიზნები რეალობად იქცეს და მსოფლიომ გლობალური დათბობის პროცესი შეაჩეროს. კლიმატის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მეცნიერული  ანგარიში გავრცელდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა უნდა ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ...

Read More »

ბიტკოინის შემდეგ ეთერიუმმაც დაამყარა ახალი რეკორდი

CoinDesk-ის მონაცემებით, ეთერიუმის ფასმა  4,400 აშშ დოლარს მიაღწია. ციფრულმა აქტივის ფასმა 4,8%-მდე მოიმატა და $4,459-ს მიაღწია, რაც მაისის $4,379-იან რეკორდს აჭარბებს. მონეტა ნიუ იორკში 14:41 საათისთვის დაახლოებით $4,387-ით ივაჭრებოდა. გაიზარდა სხვა მონეტების, მათ შორის Binance Coin-ის და Solana-ს ფასიც. CoinGecko.com-ის მონაცემებით, ეთერიუმის საბაზრო ღირებულება ახლა $520 მილიარდს აჭარბებს. ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ...

Read More »

Saudi Aramco განახლებადი წყალბადისა და ამიაკის წარმოებით დაკავდება

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Saudi Aramco განიხილავს ინვესტირებას პროექტებში, რომლებიც მას 2050 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვანი გამოყოფის მიღწევაში დაეხმარება. კერძოდ, საუბარია „მწვანე“ წყალბადისა და ამიაკის წარმოებაზე. თავისი გეგმების განსახორციელებლად Saudi Aramco რიგ კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერა ხელი. ასე, კომპანია Modern Industrial Investment-თან ერთად შეიმუშავებს პროექტებს, რომელთა მიზანი “მწვანე” წყალბადისა და ამიაკის წარმოებაა. სხვა კომპანიებთან შეთანხმების შესაბამისად, Aramco ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. „კლიმატის ცვლილების ფონზე გაუდაბნოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სწორად შევაფასოთ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, დავსახოთ კონკრეტული ღონისძიებები იმ რეგიონებისთვის, სადაც გაუდაბნოების პრობლემა რეალური და აქტუალურია. გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა, ...

Read More »

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველოც აღნიშნავს. 1996 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი 1997 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება.

Read More »
Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

მსხვილი ნავთობკომპანიების შემოსავლები 13 წლიან მაქსიმუმზეა

დასავლური სამყაროს უმსხვილეს ნავთობკომპანიებს 2008 წლის კრიზისის შემდეგ სავარაუდოდ, ყველაზე მომგებიანი მესამე კვარტალი ჰქონდათ. ანალიტიკოსების შეფასებით, ხუთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, დაწყებული Royal Dutch Shell-ით და TotalEnergies-ით, მესამე კვარტალში დაახლოებით $29 მილიარდის თავისუფალ ფულად ნაკადს დააფიქსირებს. ნედლ ნავთობზე ძლიერი მოთხოვნა, ბუნებრივ აირზე და ქიმიკატებზე ფასების ზრდა და გადამამუშავებელი ბიზნესის ზრდა ინდუსტრიისთვის, სავარაუდოდ, მთავარი მამოძრავებელი იქნება. სასაქონლო ფასების ზრდის მიუხედავად, საჯარო ნავთობკომპანიების აღმასრულებლები ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვა და „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

მოლდოვა და რუსული კომპანია „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ფასწარმოქმნის ფორმულა და კომპანია „მოლდოვგაზის“ მიერ დაგროვილი დავალიანების აუდიტი შეათანხმეს. ახალი კონტრაქტით გაზის მიწოდება 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება. 22 ოქტომბერს, ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

Read More »